პროგნოზი

ფილტვის ემბოლიის სიმძიმის ინდექსი (PESI) და გამარტივებული ფილტვის ემბოლიის სიმძიმის ინდექსი (sPESI) გამოიყენება იმ პაციენტების კლასიფიკაციისთვის, რომელთაც აღენიშნებათ დადასტურებული ფილტვის თრომბოემბოლია, თუმცა არ უვლინდებათ შოკი ან ჰიპოტენზია. აღნიშნული კლასიფიკაცია ტარდება პაციენტების კატეგორიზაციისთვის 30-დღიანი მომატებული სიკვდილობის მიხედვით.[4]​​[95] კვლევებით ნაჩვენებია, რომ PESI და sPESI მსგავსი სიზუსტით ახდენს მოკლევადიანი სიკვდილობის პროგნოზირებას, თუმცა შემოკლებული ვერსია უფრო ადვილი გამოსაყენებელია.[195][196] sPECI-ის გამოყენებით მაღალი რისკის კატეგორიაში მოხვედრილ პაციენტებს აღენიშიშნებათ ხანმოკლე სიკვდილობა (10.9%), ხოლო დაბალი რისკის ატეგორიაში შემავალი პაციენტები კი 30-დღიანი სიკვდილობის 1%-ს ავლენენ.

სიკვდილობა ხშირად განპირობებულია კარდიოგენური შოკით, მარჯვენა პარკუჭის კოლაფსის შემდგომ განვითარებული. ერთ-ერთი სისტემური მიმოხილვის და მეტა-ანალიზის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობდა ფილტვის მწვავე ემბოლიის მქონე 3283 ჰემოდინამიკურად სტაბილური პაციენტი, გამოვლინდა, რომ ხანმოკლე სიკვდილობის რისკი მნიშვნელოვნად მაღალი იყო მარჯვენა პარკუჭის დისფუნქციის მქონე პაციენტებში იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც მარჯვენა პარკუჭის დისფუნქცია არ უვლინდებოდათ (შანსების თანაფარდობა 2.29, 95%, კუმულაციური ინციდენტობა 1.61-დან 3.26-მდე).[212] ჰოსპიტალური ან 30-დღიანი სიკვდილობა მარჯვენა პარკუჭის დისფუნქციის 1223 პაციენტიდან 167-ს აღენიშნა (13.7%), ხოლო 2060 პაციენტიდან, რომელთაც მარჯვენა პარკუჭის დისფუნქცია არ აღენიშნებოდა, სიკვდილობა 134-ში აღინიშნა (6.5%).[212]

რეესტრის მონაცემები ადასტურებს, რომ ფილტვის მწვავე ემბოლიის მქონე პაციენტებში ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა <90 მმ.ვწყ.სვ.) დაკავშირებულია მომატებულ სიკვდილობასთან.[213] იმ 1875 პაციენტიდან, რომლებიც ჩართულნი იყვნენ პროსპექტულ ობსერვაციულ "გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ფილტვის ემბოლია რეალურ მსოფლიო რეესტრში", ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული ჰოსპიტალური სიკვდილობა (13.8% 3.0%-ის წინააღმდეგ, P <0.001) და 30-დღიანი სიკვდილობა (14.0% 1,8%-ის წინააღმდეგ) P<0.001) იყო მნიშვნელოვნად მაღალი ჰიპოტენზიის მქონე 58 პაციენტში, ვიდრე მათში, ვისაც ჰიპოტენზია არ უვლიდნებოდა.[213] საერთაშორისო პროსპექტული "Registro Informatizado de la Enfermedad TromboEmbolica venosa (RIETE)"-ის რეესტრში, ჰიპოტენზიით (სისტოლური არტერიული წნევა <90 მმ.ვწყ.სვ.) თანდართული სიმპტომური ფილტვის ემბოლიის მქონე 248 პაციენტში 90-დღიანი სიკვდილობის დონე აღწევდა 9.27%-ს, ხოლო სიმპტომური არამასიური ფილტვის ემბოლიის მქონე პაციენტებში სიკვდილობა 2.99% იყო.[94]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას