კვლევები

1-ად შესაკვეთი გამოკვლევები

ველსის კრიტერიუმები/ჟენევის ქულა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა გამოვთვალოთ ფილტივს ემბოლიაზე ეჭვის მიტანის დროს

თითოეული ჩამოთვლილი ინსტრუმენტი ანიჭებს გარკვეულ მაჩვენებელს (მაგ. ქულას) ანამნეზის ან გასინჯვის რომელიმე მონაცემს, რისი ჯამიც ადგენს, არის თუ არა ფილტვის ემბოლია სავარაუდო.

მგრძნობელობა 88%-დან (გამარტივებული გადამოწმებული ჟენევა) 96%-მდე (გამარტივებული ველსი), ხოლო სპეციფიკურობა 48%-დან (გადამოწმებული ჟენევა) 53%-მდე (გამარტივებული გადამოწმებული ჟენევა), როდესაც კლინიკური გადაწყვეტილების მიღების თითოეული ინსტრუმენტი (თავდაპირველი ველსი, მოდიფიცირებული ველსი, გამარტივებული ველსი, გადამოწმებული ჟენება და გამარტივებული გადამოწმებული ჟენება; D-დიმერის ტესტირება ყველა მათგანის შემთხვევაში, როდესაც ფილტივს ემბოლია ნაკლებად სავარაუდოა) პირველადი ჯანდაცივს რგოლის მონაცემთა კრებულის ფარგლებში ჩაითვალა ვალიდურად.[101]

მარტივი გამოყენების კუთხით, კლინიკაში რეკომენდებულია ველსის მოდიფიცირებული კრიტერიუმებისა და ჟენევას გადახედილი ქულის გამარტივებული ვერსიების შემოღება.[100] ორივე გამარტივებულმა ვერსიამ გაიარა ვალიდაცია; არცერთი არ არის უპირატესი მეორესთან შედარებით.[87][101] თუმცა, ჟენევას ქულა მთლიანად ეფუძნება ობიექტურ კლინიკურ მონაცემებს და უფრო ადვილი გასამეორებელია (ველსის კრიტერიუმების ორივე ვერსია მოიცავს სუბიექტურ კლინიკურ ნაწილს-"ალტერნატიული დიაგნოზი ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე ფილტვის ემბოლია").[102]

ფილტვის ემბოლიის გამოსარიცხად საკმარისი არ რის კლინიკური (პრეტესტი) ალბათობის ქულა. მისი ინტერპრეტირება საჭიროა დამატებით ტესტებთან კომბინაციაში.

[ ფილტვის ემბოლიის უელსის ქულა Opens in new window ]

[ ჟენევის შესწორებული ქულა მოზრდილებში ფილტვის ემბოლიის კლინიკური ალბათობის შესაფასებლად Opens in new window ] [Figure caption and citation for the preceding image starts]: თავდაპირველი და გამარტივებული ველსის კრიტერიუმები (მოდიფიცირებული)შექმნილია BMJ ცოდნის ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7e39b9e3[Figure caption and citation for the preceding image starts]: თავდაპირველი და გამარტივებული ჟენევის ქულა (გადახედილი)შექმნილია BMJ ცოდნის ცენტრის მიერ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@66450e0c

შედეგი

ველსის თავდაპირველი კრიტერიუმები: ფილტვის ემბოლია ნაკლებად სავარაუდო ≤4, ფილტვის ემბოლია სავარაუდო >4; ველსის გამარტივებული კრიტერიუმები: ფილტივს ემბოლია ნაკლებად სავარაუდო ≤1, ფილტვის ემბოლია სავარაუდო >1; გადმოწმებული ჟენების ქულა: ფილტვის ემბოლია ნაკლებად სავარაუდო ≤5, ფილტივს ემბოლია სავარაუდო >5; გამარტივებული ჟენების ქულა: ფილტვის ემბოლია ნაკლებად სავარაუდო ≤2, ფილტივს ემბოლია სავარაუდო >2

მრავლობითი-დეტექტორის მქონე კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ფილტვის ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ენიშნებათ პაციენტებს PE სავარაუდო კლინიკური (წინასწარ ტესტის) ალბათობით ან ზღურბლზე ზემოთ D-დიმერით.[4][87]

კომპიუტერულ ტომოგრაფიულ ფილტვის ანგიოგრაფიას გააჩნია საუკეთესო დიაგნოსტიკური სიზუსტე თანამედროვე არაინვაზიურ რადიოლოგიურ სხვა მეთოდებს შორის.[111] მოსალოდნელი თანაფარდობა, რომ ფილტვის ემბოლია დადასტურდეს სეგმენტურ ან ქვესეგმენტურ განტოტებაში ავსების დეფექტით არის 24.1 (მერყეობს 12.4-46.7-მდე), მაშინ როდესაც გამორიცხვის ალბათობა არის 0.11 (მერყეობს 0.06-0.19-მდე),[111]

სპეციფიკურობაა 96%.[137] უარყოფითი CT სკანირების შემდეგ მომდევნო ვენური თრომბოემბოლიური მოვლენის სამთვიანი სიხშირე არის <2%.[111][138]

CT სკანირება უკუნაჩვენებია პაციენტების დაახლოებით 25%-ში კონტრასტული ალერგიის ან თირკმლის უკმარისობის გამო.[137] თუმცა CT სკანირების შედეგად ექსპოზიციის დროს რადიაციის დოზა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე დოზა, რომელიც აზიანებს ნაყოფს და, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მისი ჩატარებისგან თავი არ უნდა შევიკავოთ ორსულ პაციენტებში.[139]

კომპიუტერულ ტომოგრაფიული ფილტვის ანგიოგრამის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში საფრთხილოა და საჭიროა ალტერნატიული რადიოლოგიური სტრატეგიების იმპლემენტირება შეძლებისდაგვარად.[135][140] გამოყენების შემთხვევაში საჭიროა მაიონიზებელ რადიაციასთან ექსპოზიციის ფრთხილი მონიტორინგი და მისი მინიმიზაცია.[141]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: CTPA სკანირება კონტრასტით აჩვენებს მარჯვენა ფილტვის არტერიის ემბოლიას (იხილეთ ისარი)Seth W. Clemens-ის კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვის შემდეგ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@7f98b540

შედეგი

დიაგნოზი დასტურდება ფილტვის არტერიის თრომბოზის პირდაპირი ვიზუალიზაციით; გამოჩნდება სანათურის როგორც ნაწილობრივი, ისე სრული ავსების დეფექტი

ვენტილაციურ-პერფუზიული (V/Q) სკანირება

ტესტი
შედეგი
ტესტი

ვენტილაცია/პერფუზიის სკანირება, უმჯობესად ერთი ფოტონის ემისიის კომპიუტერული ტომოგრაფიით (SPECT, რომელიც ამცირებს არადამაჯერებელი სკანირებების რაოდენობას), წარმოაგდენს CTPA-ის ალტერნატივას.[112]

შესაძლო მწვავე ფილტვის ემბოლიის მქონე პაციენტების პროსპექტულმა კვლევამ გამოავლინა V/Q SPECT სკანირების 97%-იანი მგრძნობელობა და 88%-იანი სპეციფიკურობა.[142] რეტროსპექტულ კვლევაში, შესაძლო ფილტვის ემბოლიის მქონე 2328 პაციენტში ფილტვის ემბოლიის საბოლოო დიაგნოზის მქონე 608 პაციენტიდან 601-ს აღენიშნებოდა დადებითი პასუხი V/Q ერთეული ფოტონური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (SPECT) სკანირებაზე (99%-იანი მგრძნობელობა), ხოლო ფილტვის ემბოლიის საბოლოო დიაგნოზის არმქონე 1153 პაციენტს აღენიშნებოდა უარყოფითი V/Q SPECT სკანირების შედეგი (98% სპეციფიკურობა).[143]

რეტროსპექტულ კვლევაში, შესაძლო ფილტვის ემბოლიის მქონე 2328 პაციენტში ფილტვის ემბოლიის საბოლოო დიაგნოზის მქონე 608 პაციენტიდან 601-ს აღენიშნებოდა დადებითი პასუხი V/Q ერთეული ფოტონური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიის (SPECT) სკანირებაზე (99%-იანი მგრძნობელობა), ხოლო ფილტვის ემბოლიის საბოლოო დიაგნოზის არმქონე 1153 პაციენტს აღენიშნებოდა უარყოფითი V/Q SPECT სკანირების შედეგი (98% სპეციფიკურობა).[143] შესაძლო მწვავე ფილტვის ემბოლიის მქონე პაციენტების პროსპექტულმა კვლევამ გამოავლინა V/Q SPECT სკანირების 97%-იანი მგრძნობელობა და 88%-იანი სპეციფიკურობა.[142]

V/Q სკანირება წარმოადგენს რადიაციულ და საშუალო სირთულის პროცედურას და შეიძლება იყოს შესაბამისი პაციენტებისთვის უკუჩვენება ან შედარებით უკუჩვენება CT-ზე (მაგალითად: ალერგია კონტრასტზე, თირკმლის საშუალო და მძიმე ხარისხის უკმარისობა, ორსულობა, ახალგაზრდა პაციენტები).[4]

შედეგი

ფილტვის ემბოლიის ალბათობა მეტია, როდესაც ვენტილაციის მიდამო არ არის პერფუზირებული; უარყოფითი V/Q სკანირების პასუხი ეფექტიანად გამორიცხავს ფილტვის ემბოლიის დიაგნოზს

კოაგულოგრამა

ტესტი
შედეგი
ტესტი

უნდა განხორციელდეს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR), პროთრომბინის დროის (PT) და აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის (aPTT) ტესტები.

ანტიკოაგულაციის დაწყებამდე საჭიროა საბაზისო მონაცემების დადგენა.

დამხმარეა საწყისი ანტიკოაგულაციის უსაფრთხოებისა და ტიპის არჩევანისთვის.

შედეგი

საწყისი მაჩვენებლები; სწორი თერაპიული ინტერვალის დადგენა

შარდოვანა და კრეატინინი, ღვიძლის ფუნქციის ტესტები

ტესტი
შედეგი
ტესტი

თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტის არჩევანი და ზოგიერთი ანტიკოაგულანტის დოზის კორექტირება. საწყისი მაჩვენებლების განსაზღვრა აუცილებელია.

შედეგი

საბაზისო მნიშვნელობები; გადაწყვეტილება ყველაზე შესაფერისი ანტიკოაგულანტისა და დოზის შესახებ

FBC

ტესტი
შედეგი
ტესტი

შესაძლოა მიუთითებდეს თრომბოციტოპენიაზე.

ჰეპარინით მკურნალობა შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰეპარინით გამოწვეულ თრომბოციტოპენიასთან, თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა საჭიროა როგორც საწყის ეტაპზე, ასევე რეგულარულად მკურნალობის განმავლობაში.

თრომბოციტების მომატებული რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს ესენციურ თრომბოციტოზზე ან მიელოპროლიფერაციულ დაავადებაზე. ღრმა თრომბოციტოპენია შეიძლება იყოს ზოგიერთი ანტიკოაგულანტის გამოყენების უკუჩვენება.

შესაძლოა გამოავლინოს ანემია, ლეიკოპენია.

შედეგი

საბაზისო მაჩვენებლები

ფილტვის ემბოლიის გამორიცხვის კრიტერიუმი (PERC)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ექიმთა ამერიკული კოლეჯის გაიდლაინებით რეკომენდებულია გამორიცხვის კრიტერიუმების გამოყენება (PERC) იმ პაციენტებში, რომელთაც ფილტვის ემბოლიის ძალიან დაბალი კლინიკური ალბათობა აქვთ.[87]

პაციენტებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა PERC (გამორიცხვის) კრიტერიუმს (ასაკი <50 წელი; საწყისი გულისცემის სიხშირე <100 დარტყმა წუთში; საწყისი ჟანგბადით გაჯერება >94% ოთახის ჰაერზე; ფეხის ცალმხრივი შეშუპების არარსებობა; ჰემოფთიზის არარსებობა; ბოლო 4 კვირის განმავლობაში ოპერაციის ან ტრავმის არარსებობა; ვენური თრომბოემბოლიზმის ანამნეზის არარსებობა; ესტროგენის გამოყენების არარსებობა) ფილტვის ემბოლიის რისკი მიჩნეულია რომ არის დაბალი ტესტირების რისკთან შედარებით და შესაბამისად შემდგომი კვლევა არ არის რეკომენდებული. თუ პაციენტი არ აკმაყოფილებს გამორიცხვის ყველა კრიტერიუმს, შესაძლებელია სტრატიფიკაცია D-დიმერის ტესტირებით.[87]

კვლევების ერთ მეტა-ანალიზში შეაფასეს გამორიცხვის კრიტერიუმების სიზუსტე ფილტვის ემბოლიის გამოსარიცხად. აღმოჩნდა, რომ მგრძნობელობა იყო 97%.[104]

შედეგი

ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების წარუმატებლობა (დადებითი ქულა)

D-დიმერის ტესტი

ტესტი
შედეგი
ტესტი

D-დიმერის ტესტირება ნაჩვენებია: ჰემოდინამიკურად სტაბილურ პაციენტებში PE-ს არა მაღალი კლინიკური ალბათობით; პაციენტები, რომლებიც შეფასებულნი არიან ფილტვის ემბოლიის გამორიცხვის კრიტერიუმების (PERC) ქულის გამოყენებით და რომლებიც არ აკმაყოფილებენ მის ყველა კრიტერიუმს (პაციენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ PERC-ის ყველა კრიტერიუმს, არიან PE-ს საკმარისად დაბალი რისკის ქვეშ, რომ D-დიმერის ტესტი არ არის საჭირო); პაციენტები, რომელთა საწყისი რისკის სტრატიფიკაცია განსაზღვრავს მათ, როგორც PE-ს დაბალი რისკის ქვეშ და რომლებმაც არ გაიარეს შეფასება PERC-ით.[4][87]

კლინიცისტებმა არ უნდა მიიღონ D-დიმერის გაზომვა PE-ს მაღალი კლინიკური ალბათობის მქონე პაციენტებში; მითითებულია დაუყოვნებელი ვიზუალიზაცია[87]

D-დიმერის ტესტირება არის ძალიან მგრძნობიარე (>95%), მაგრამ არასპეციფიკური.

პლაზმური D-დიმერის ნორმალური დონე უსაფრთხოდ გამორიცხავს PE-ს პაციენტებში, რომელთაც აქვთ პრეტესტით PE-ს ნაკლებადსავარაუდო ალბათობა და შემდგომი გამოკვლევა არ არის საჭირო.[87][95] ამ პაციენტებში ფილტვის ემბოლიის რისკი 3 თვეში არის <1%.[105][106]

D-დიმერი შეიძლება დარეგულირდეს ასაკზე (ნორმალური არის <ასაკი × 10 მიკროგრამი/ლ ≥50 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში) ან დაავადების წინასწარი ტესტირების ალბათობა (1000 ნანოგრამი/მლ შეწყვეტა დაბალი ალბათობის მქონე პაციენტებში, ან 500 ნანოგრამი/მლ საშუალო ალბათობის მქონე პაციენტები) სპეციფიკურობის გაზრდის მიზნით და, შესაბამისად, იმ პაციენტების პროცენტული მაჩვენებლის გასაზრდელად, რომლებსაც შეუძლიათ თავიდან აიცილონ ვიზუალიზაციის კვლევა.[4][107][108]

კიბოს მქონე პაციენტებში, ასაკის ამგვარმა შეზღუდვამ გააორმაგა პაციენტების რაოდენობა, რომელთაც გამოერიცხათ ფილტვის ემბოლია კლინიკური გადაწყვეტილებით და D-დიმერით, რადიოლოგიის გარეშე.[109] YEARS ალგორითმი რისკისადმი ადაპტირებული D-დიმერის ზღურბლებთან ერთად შესწავლილი იყო ორსულ პაციენტებში PE-ზე ეჭვმიტანილი.[110]

შედეგი

მომატებული

გასათვალისწინებელი კვლევები

გულმკერდის რენტგენოგრაფია (რენტგენი)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ნორმალური გულმკერდის რენტგენი არ გამორიცხავს PE-ს, როგორც დიაგნოზი.[115] თუმცა, გულმკერდის დასხივებამ შეიძლება გამორიცხოს პაციენტის სიმპტომების სხვა მიზეზები, როგორიცაა პნევმოთორაქსი ან პნევმონია.[115]

შესაძლოა გამოავლინოს ფლეიშნერის ნიშანი/მკვეთრად გამოხატული ფილტვის ცენტრალური არტერია (20%); ვესტერმარკის ნიშანი/ოლიგემია ფილტვის ემბოლიის გავრცელების მიდამოში (11%); ჰამპტონის ამობურცულობა/პლევრული დაჩრდილვის მიდამოები, რომელიც შეესაბამება ფილტვის ემბოლიის გავრცელების ადგილს (27%).[99][127][129][144]

ფილტვის ემბოლიაზე ეჭვის მიტანის დროს გამოსხივებასთან დაკავშირებული პირველი გამოკვლევა გულმკერდის რენტგენია.[134]

შედეგი

ატელექტაზები, დიაფრაგმის ერთი თაღის აწევა, გამოკვეთილი ფილტვის ცენტრალური არტერია, ოლიგემია ემბოლიზმის უბანში

მაგნიტურ-რეზონანსული (MR) ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

MR დაფუძნებული გამოსახულება იშვიათად გამოიყენება CTPA-ს სიმარტივის და შესრულების მახასიათებლების გამო.

არსებობას სამი განსხვავებული ტექნიკა: გადოლინიუმის საკონტრასტო საშუალებით გაძლიერებული ანგიოგრაფია (Gd-MRA), რეალური დროის ანგიოგრაფია (RT-MRA) და MR-პერფუზიის გამოსახულებები.[116][Figure caption and citation for the preceding image starts]: Gd-MRA აჩვენებს მარჯვენა ფილტვის მთავარი არტერიის ფილტლვის ემბოლიას (იხილეთ ისარი)Seth W. Clemens-ის კოლექციიდან; გამოიყენება ნებართვის შემდეგ [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@62d7fb97

შეგვიძლია გამოვიყენოთ ცენტრალური და სეგმენტური არტერიების შესაფასებლად.[115]

მაღალი სპეციფიკურობა (91%-დან - 98%-მდე)ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.

დაბალი სენსიტიურობა (75%-დან - 93%-მდე) უარყოფითი პასუხისას არ არის სანდო ფილტვის ემბოლიის გამოსარიცხად.[116]

გადოლინიუმის საკონტრასტო ნივთიერება, რომელიც გამოიყენება Gd-MRa და MR პერფუზიის გამოკვლევების დროს, არის შედარებით უკუჩვენება ორსულობის პირობებში.

შედეგი

დიაგნოზი დასტურდება ფილტვის არტერიის თრომბოზის პირდაპირი ვიზუალიზაციით; გამოჩნდება სანათურის როგორც ნაწილობრივი, ისე სრული ავსების დეფექტი

პულმონური ანგიოგრაფია

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოსტიკური სიზუსტის მიუხედავად, ფილტვის ანგიოგრაფია იშვიათად გამოიყენება ფილტვის ემბოლიის დიაგნოსტიკისთვის ან გამორიცხვისთვის.[4]​​[118] იგი ასოცირებულია ავადობის/სიკვდილობის რისკის მატებასთან და CTPA (ნაკლებინვაზიური) საშუალებას გვაძლევს მსგავსი დიაგნოსტიკური სიზუსტე მივიღოთ.[4][119]

უარყოფითი პროგნოზული მაჩვენებელი აღწევს 99%-ს.[145]

ინვაზიური ტესტი, ავადობაა 3-დან-6%-მდე და სიკვდილობა 0.2-დან-0.5%-მდე.[119][146]

მის ფარგლებში გამოიყენება საკონტრასტო ნივთიერება; შედარებითი უკუჩვენება ორსულობა და თირკმლის უკმარისობაა.

შედეგი

დიაგნოზი დგინდება ფილტვის არტერიის სრული ან არასრული შევსების დეფექტის ვიზუალიზაციით.

ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)

ტესტი
შედეგი
ტესტი

ეკგ-ის გამოყენებით ფილტვის ემბოლიის დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურება ან გამორიცხვა არ შეგვიძლია, ხოლო სპეციფიკური მაჩვენებლები კი მხოლოდ ამყარებენ შესაძლო ფილტვის ემბოლიის დიაგნოზის არსებობას.[89][128][129]

თუმცა, ეკგ შეიძლება გამოვიყენოთ მარჯვენა პარკუჭის ფუნქციის შესაფასებლად პაციენტებში, რომელთაც დადასტურებული ემბოლია აქვთ შოკის ან ჰიპოტენზიის გარეშე.[4][21]​​​​ მარჯვენა პარკუჭის დისფუნქცია არის არასასურველი შედეგის წინაპირობა და ამ პაციენტებში რისკის სტრატიფიკაციის საშუალებას იძლევა.[130][131][132]

თუ დეფინიციური რადიოლოგიური კვლევა ხელმისაწვდომი არ არის, ექოკარდიოგრაფია შეიძლება განვიხილოთ შოკით ან ჰიპოტენზიით წარმოდგენილი პაციენტის შემთხვევაში.[4][95]​​

შედეგი

მარჯვენა პარკუჭის დისფუნქცია; მარჯვენა პარკუჭის გაგანიერება

არტერიული სისხლის აირები

ტესტი
შედეგი
ტესტი

არტერიული სისხლის აირების ანალიზს საკმაოდ შეზღუდული დიაგნოსტიკური გამოყენება აქვს როგორც ცალკე, ასევე სხვა კლინიკურ ცვლადებთან კომბინაციაში შესაძლო ფილტვის ემბოლიის დროს.[126]

ფილტვის მწვავე ემბოლიაზე ეჭვის მიტანის დროს არტერიული სისხლის აირების ნორმალური მაჩვენებლების პირობებში ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ ფილტვის ემბოლია გულ-ფილტვის დაავადების არმქონე პირების 38%-ში და არსებული გულ-ფილტვის პათოლოგიით დაავადებულ პირებთა 14%-ში.[127]

შედეგი

ჰიპოქსია და ჰიპოკაპნია შესაძლოა მიუთითებდეს

თრომბოფილიის სკრინინგი

ტესტი
შედეგი
ტესტი

მემკვიდრული თრომბოფილია იმდენად საკმარისად არ ცვლის მორეციდივე თრომბოზის პროგნოზულ რისკს, რომ ზეგავლენა იქონიოს მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე და, შესაბამისად, მიზანშეწონილია ტესტირების მიმართ კონსერვატიული მიდგომის გამოყენება.[21] ზოგიერთი გაიდლაინის მიხედვით, ტესტირება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტირების პასუხი ზეგავლენას იქონიებს კლინიკურ გადაწყვეტილებაზე (მაგ არაპროვოცირებული ღრმა ვენის თრობოზის მქონე პაციენტებში, როდესაც განიხილება ანტიკოაგულანტების გამოყენების შეწყვეტა).[22]

არსებობს კამათი იმის თაობაზე, უპირატესობა უნდა მიენიჭოს თუ არა ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულების ფართო სკრინინგს ან მხოლოდ კლინიკური ეჭვის საფუძველზე.[124][125]

შედეგი

დადებითია მემკვიდრული თრომბოფილიების დროს; მომატებული ტიტრი/დარღვეული პასუხი გულისხმობს ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომს

ექოსკოპია

ტესტი
შედეგი
ტესტი

ორსულ პაციენტებში შესაძლო ფილტვის ემბოლიის დროს რეკომენდებულია ბილატერალური ვენური კომპრესიის ულტრაბგერა, რათა დადასტურდეს თრომბოზის არსებობა, რომელიც თავის მხრივ ფილტვის ემბოლიის არსებობაზე მიუთითებს.[4][134]

შედეგი

ულტრაბგერითი ხელსაწყოს გამოყენების მეშვეობით ვენის სანათურზე სრულად კომპრესიის შეუძლებლობა

YEARS კრიტერიუმები

ტესტი
შედეგი
ტესტი

დიაგნოსტიკური ალგორითმი PE-ს გამორიცხვის მიზნით; აერთიანებს დიფერენციალურ D-dimer cutoff მნიშვნელობებს პრეზენტაცი შეიძლება გამოიწვიოს CTPA-ს საჭიროების შემცირება, მაგრამ გამოქვეყნებულია რამდენიმე ვალიდირებული კვლევა.

YEARS კრიტერიუმებია: ღრმა ვენების თრომბოზის კლინიკური ნიშნები; ჰემოპტიზი; და არის თუ არა PE ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი.[147]

YEARS კრიტერიუმები შეფასებული იყო ორსულ პაციენტებში, რომლებიც ეჭვმიტანილია PE-ზე.

ფილტვის ემბოლიის გამოსარიცხად საკმარისი არ რის კლინიკური (პრეტესტი) ალბათობის ქულა. მისი ინტერპრეტირება საჭიროა დამატებით ტესტებთან კომბინაციაში.

შედეგი

PE გამორიცხულია, როდესაც არცერთი YEARS კრიტერიუმი არ არის დაკმაყოფილებული და D-დიმერის დონე არის <1000 ნგ/მლ, ან YEARS კრიტერიუმებიდან ≥1 დაკმაყოფილებულია და D-დიმერის დონე არის <500 ნგ/მლ.

ტროპონინი

ტესტი
შედეგი
ტესტი

ტროპონინი შეიძლება გამოყენებულ იქნას მწვავე PE-ს სიმძიმის კატეგორიის დადგენაში, რომელიც გავლენას ახდენს დაავადების მართვის გადაწყვეტილებებზე.

რეკომენდებულია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ან მომატებული ფილტვის ემბოლიის სიმძიმის ინდექსი (PESI), ან მარჯვენა პარკუჭის ანომალიები გამოსახულების დროს.[4]

შედეგი

შესაძლოა იყოს მომატებული; შესაძლოა დაგვჭირდეს პროგნოზის განსაზღვრისთვის

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას