დიფერენციული დიაგნოზები
სტენოკარდია, არასტაბილური
ნიშნები / სიმპტომები
ტიპიური კარდიალური ტკივილი გულმკერდის არეში რომელიც აღწერილია როგორც რეტროსტერნალურად ზეწოლის ან სიმძიმის შეგრძნება და გადაეცემა ყბას, ხელს ან კისერს.
ტკივილი შესაძლოა პერიოდული ან პერსისტენტული იყოს.
სხვადასხვა რისკ ფაქტორებია დიდი ხნის მანძილზე არსებული ჰიპერტენზია, დიაბეტი ან ჰიპერქოლესტეროლემია.
მხოლოდ ნიშნებიდან და სიმპომებიდან გამომდინარე შესაძლოა რთული გასარჩევი იყოს ფილტვის ემბოლიიდან.
კვლევები
ST სეგმენტის დეპრესია ეკგ-ს მოსაზღვრე განხრებში.
ტროპონინის ნორმალური მაჩვენებელი აღნიშნული ტესტები ფილტვის ემბოლიის დროს შეიძლება მომატებული იყოს. ფილტვის ემბოლიის უარყოფითი დიაგნოსტიკური რადიოლოგიური კვლევა.
კორონარულ ანგიოგრაფიაზე კორონარული არტერიის კრიტიკული სტენოზი.
მიოკარდიუმის ინფარქტი ST სეგმენტის ელევაციის გარეშე (NSTEMI)
ნიშნები / სიმპტომები
წარმოდგენილია გულმკერდის ცენტრალურ არეში ტკივილი,სიმძიმის, წნევის ან შებოჭვის შეგრძნება.
გასინჯვის შედეგად მოპოვებული მონაცემები განსხვავებულია და მერყეობს ნორმიდან კრიტიკულად შეუძლოდ მყოფ პაციენტებამდე კარდიოგენული შოკის დროს.
მწვავე გარემოებაში ხშირად რთულია ფილტვის ემბოლიიდან განსხვავება.
კვლევები
ეკგ არ ავლენს ST სეგმენტის ელევაციას, მაგრამ შრატის კარდიული ბიომარკერები მომატებულია
ეკგ-მ შესაძლოა აჩვენოს არასპეციფიკური იშემიური ცვლილებები, როგორიცაა ST სეგმენტის დეპრესია ან T კბილის ინვერსია.
შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვის სისხლძარღვების შეგუბების ორმხრივი მატება გულ-მკერდის რადიოგრაფიაზე, რომელიც მიუთითებს გულის შეგუბებით უკმარისობაზე.
მომატებული ტროპონინი ისინი ასევე შეიძლება იყოს მომატებული PE-ს ფონზე.
ექოკარდიოგრაფიაზე მარცხენა პარკუჭის რეგიონული კედლის მოძრაობის დარღვევა.
მიოკარდიუმის ინფარქტი, ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე (STEMI)
ნიშნები / სიმპტომები
წარმოდგენილია გულმკერდის ცენტრალურ არეში ტკივილი,სიმძიმის, წნევის ან შებოჭვის შეგრძნება.
გასინჯვის შედეგად მოპოვებული მონაცემები განსხვავებულია და მერყეობს ნორმიდან კრიტიკულად შეუძლოდ მყოფ პაციენტებამდე კარდიოგენული შოკის დროს.
მწვავე გარემოებაში ხშირად რთულია ფილტვის ემბოლიიდან განსხვავება.
კვლევები
ST სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირება ხდება შესაბამისი კლინიკური ანამნეზის მქონე პაციენტში ST სეგმენტის პერსისტენტული ელევაციით ეკგ-ს 2 ან მეტ ანატომიურად მოსაზღვრე განხრაში.
მომატებული ტროპონინი ისინი ასევე შეიძლება იყოს მომატებული PE-ს ფონზე.
ექოკარდიოგრაფიაზე მარცხენა პარკუჭის რეგიონული კედლის მოძრაობის დარღვევა.
კორონარულ ანგიოგრაფიაზე კორონარული არტერიის კრიტიკული სტენოზი.
პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
მხოლოდ ნიშნებიდან და სიმპომებიდან გამომდინარე შესაძლოა რთული გასარჩევი იყოს.
ჩირქოვანი ნახველით პროდუქტიული ხველა.
ცხელება >39.0°C (102.2°F); როგორც წესი მაღალია ფილტვის ემბოლიის დროს არსებულ ცხელებაზე.[148]
კვლევები
სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ნორმალურ პირობებში >11 x 10⁹/ლ (>11,000/მიკროლიტრი).
გულმკერდის რენტგენმა შესაძლოა გამოავლინოს ფოკალური დაჩრდილვა და ფილტვის კონსოლიდაციის სხვა მახასიათებლები. მსგავსი სურათის ნახვა შესაძლებელია ფილტვის ემბოლიის დროსაც.
ნახველის კულტურის ზრდა ორგანიზში, რომელიც იწვევს პნევმონიას.
ფილტვის ემბოლიისთვის უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის საზოგადოებრივი გავრცელების რეგიონში ცხოვრება/მოგზაურობა, ან ახლო კონტაქტი შესაძლო/დადასტურებულ შემთხვევასთან.
შეიძლება რთული იყოს ბაქტერიული პნევმონიისგან გარჩევა კლინიკურად. ცხელების, ხველის და დისპნოეს გარდა სხვა ხშირი პირველი სიმპტომებია ყელის ტკივილი, მიალგია, დაღლილობა და გემოს და/ან ყნოსვის შეგრძნების ცვლილება.
სუნთქვის დარღვევის მქონე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ტაქიკარდია, ტაქიპნოე ან ჰიპოქსია თანმხლები ციანოზით.
COVID-19 დაკავშირებულია PE-ს რისკთან.[18]
კვლევები
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითია SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
ბრონქიტი, მწვავე
ნიშნები / სიმპტომები
მეტად ფარული, სიმპტომების ქვემწვავე გამოვლინება ფილტვის ემბოლიასთან შედარებით.
დიფუზური მსტვინავი სუნთქვა/ ხიხინი ფილტვის აუსკულტაციისას.
ჩირქოვანი ნახველით პროდუქტიული ხველა.
კვლევები
ნორმალური გულმკერდის რენტგენი. მსგავსი სურათის ნახვა შესაძლებელია ფილტვის ემბოლიის დროსაც.
ფილტვის ემბოლიისთვის ნორმალური D-დიმერი სწორი კლინიკურ გარემოცვაში ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
ფქოდი, მწვავე გამწვავება
ნიშნები / სიმპტომები
წინა/მიმდინარე თამბაქოს მოწევის ანამნეზი
დიფუზური მსტვინავი სუნთქვა ფილტვის აუსკულტაციისას.
ფილტვის აუსკულტაციისას სუნთქვის ხმიანობის დიფუზური შემცირება.
რესპირატორული ციკლის გაზრდილი ამოსუნთქვის ფაზა.
ფილტვის ემბოლია შესაძლოა წარმოდგენილი იყოს უცნობი მიზეზით ფქოდ გამწვავების მქონე პაციენტთა 6-დან-25%-ში.[149][150][151]
კვლევები
გულმკერდის რენტგენზე ჰიპერინფლაციის, გაბრტყელებული დიაფრაგმის და გაზრდილი რეტროსტერნალური ჰაერის მტკიცებულება.
სპირომეტრიაზე FEV1და FEV1/FVC -ის არასრული შექცევადი შემცირება.
ნორმალური ტროპონინ I და T. ნორმალური თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდი
ექოკარდიოგრაფიაზე მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების ნორმალური ფუნქციონირება.
ფქოდ-ის მეორადად განვითარებული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში ექოკარდიოგრაფიაზე შესაძლოა გამოვლინდეს მარჯვენა პარკუჭის დაჭიმულობა ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად. მსგავსი სურათის ნახვა შესაძლებელია ფილტვის ემბოლიის დროსაც.
ფილტვის ემბოლიისთვის ნორმალური D-დიმერი სწორი კლინიკურ გარემოცვაში ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
ასთმა, მწვავე გართულება
ნიშნები / სიმპტომები
წინა ასთმის/ატოპიის ანამნეზი
დიფუზური მსტვინავი სუნთქვა ფილტვის აუსკულტაციისას.
ფილტვის აუსკულტაციისას დიფუზურად შემცირებული სუნთქვის ხმიანობა.
რესპირატორული ციკლის გახანგრძლივებული ამოსუნთქვის ფაზა.
კვლევები
გულმკერდის ნორმალური რადიოგრაფია. ამის ნახვა ასევე შესაძლებელია ფილტვის ემბოლიის დროსაც.
პიკური ნაკადის გაზომვის შექცევადი შემცირება (ამოსუნთქული ჰაერის მაქსიმალური ნაკადი ან FEV1).
ნორმალური ტროპონინი და ნორმალური თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდი
D-დიმერი, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ფილტვის ანგიოგრამა და ვენტილაცია-პერფუზიის (V/Q) სკანირების პასუხები ნორმაშია.
გულის შეგუბებითი უკმარისობა, გამწვავება
ნიშნები / სიმპტომები
მხოლოდ ნიშნებიდან და სიმპტომებიდან გამომდინარე შესაძლოა რთული გასარჩევი იყოს.
მეტად ფარული, სიმპტომების ქვემწვავე გამოვლინება ფილტვის ემბოლიასთან შედარებით.
ხშირია ორთოპნეა, ღამის პაროქსიზმული დისპნოე და წონის დადგენილი მომატება.
ქვედა კიდურის ორმხრივად შეშუპების მომატება.
ფილტვის აუსკულტაციისას დიფუზური ხიხინი.
მომატებული საუღლე ვენის წნევა.
ფილტვის ემბოლიისას შესაძლოა გამოვლინდეს მარჯვენა მხრივი გულის უკმარისობის ნიშნები.
კვლევები
გულმკერდის რადიოგრაფიაზე ფილტვის ვასკულური შეგუბების გაზრდა , გულის გაზრდილ სილუეტთან ერთად.
გულმკერდის რადიოგრაფიაზე ორმხრივი ალვეოლური ინფილტრატები.
თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდი (BNP) ეს შესაძლოა იყოს PE დროსაც, მაგრამ PE ნაკლებად იწვევს თავის ტვინის ნატრიურეტული პეპტიდის მატებას>1000 ნანოგრამი/ლ (>1000 პიკოგრამი/მლ).[152]
მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დაქვეითება ექოკარდოგრაფიაზე განდევნის ფრაქციის დაქვეითებით.
ფილტვის ემბოლიისთვის ნორმალური D-დიმერი სწორი კლინიკურ გარემოცვაში ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
პრიკარდიტი
ნიშნები / სიმპტომები
მხოლოდ ნიშნებიდან და სიმპომებიდან გამომდინარე შესაძლოა რთული გასარჩევი იყოს.
ტკივილი გულმკერდის არეში უმჯობესდება ადგომასთან ერთად და უარესდება წოლისას.
კვლევები
ეკგ-ზე ყველა განხრაში ST სეგმენტის ელევაცია.
ეკგ-ზე ელექტრიკული alternans
გულმკერდის ნორმალური რადიოგრაფია. შესაძლოა გამოჩნდეს გაზრდილი გულის სილუეტი.
მომატებული ტროპონინი მსგავსი სურათის ნახვა შესაძლებელია ფილტვის ემბოლიის დროსაც.
პერიკარდიუმის ეფუზია ექოკარდიოგრაფიაზე.
ფილტვის ემბოლიისთვის ნორმალური D-დიმერი სწორი კლინიკურ გარემოცვაში ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
ტამპონადა, გულის
ნიშნები / სიმპტომები
მხოლოდ ნიშნებიდან და სიმპტომებიდან გამომდინარე შესაძლოა რთული გასარჩევი იყოს.
კლასიკური ნიშნებია ბეკის ჰიპოტენზიის ტრიადა, გულის მოყრუებული ხმიანობა, საუღლე ვენის მომატებული წნევა, თუმცა ესენი ყოველთვის წარმოდგენილი არ არის.
პაციენტი ხშირად უჩივის დისპნოეს და ტკივილს გულმკერდის არეში.
კვლევები
ნორმალური გულმკერდის რენტგენი. შესაძლოა გამოჩნდე გაზრდილი გულის ჩრდილი
დიაგნოსტიკური ღირებულებისაა ექოკადრიოგრაფიაზე პერიკარდიული ეფუზია, რომელსაც ახლავს ტამპონადის ფიზიოლოგიის ნიშნები.
ფილტვის ემბოლიისთვის ნორმალური D-დიმერი სწორი კლინიკურ გარემოცვაში ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
ფილტვის ჰიპერტენზია ქრონიკული თრომბოემბოლიური დაავადების გამო
ნიშნები / სიმპტომები
ფილტვის ემბოლიის ანამნეზი; ფილტვის წილების ხმიანობა (ფილტვის ხმაური) წარმოდგენილია შემთხვევათა 30%-ში.[153]
მეტად ფარული, სიმპტომების ქვემწვავე გამოვლინება ფილტვის ემბოლიასთან შედარებით.
დადგენილი წონის მატება.
ქვედა კიდურის ორმხრივი შეშუპება
კვლევები
ეკგ-ზე შესაძლოა გამოვლინდეს ღერძის მარჯვენამხრივი გადახრა, ფილტვისმიერი გული და/ან მარჯვენა ჰისის კონის ტოტის ბლოკადა.
ნორმალური D-დიმერი/გულმკერდის რენტგენი.
ვენტილაცია-პერფუზია ფილტვის სცინტიგრაფია: ერთი ან მეტი სეგმენტური ზომის ან უფრო დიდი შეუთავსებელი პერფუზიის დეფექტი.
ფილტვის ანგიოგრაფია: სისხლძარღვოვანი ქსელი ან ჯგუფური შევიწროვება, ინტიმას უსწორმასწორობა, ჯიბის დეფექტი, უეცარი კუთხოვანი შევიწროვება და პროქსიმული ობსტრუქცია.
პნევმოთორაქსი
ნიშნები / სიმპტომები
მხოლოდ ნიშნებიდან და სიმპომებიდან გამომდინარე შესაძლოა რთული გასარჩევი იყოს.
გულმკერდის უახლოეს წარსულში არსებული ტრავმის ანამნეზი.
ფილტვის აუსკულტაციისას ცალმხრივად სუნთქვის ხმიანობის შესუსტება.
დაზიანებულ მხარეს ჰიპერ-რეზონანსულობა პერკუსიით.
დაზიანებული ფილტვიდან ტრაქეის საპირისპირო მხარეს გადახრა.
კვლევები
პერიფერიაზე ფილტვის მარკირების დაკარგვა გულმკერდის რენტგენზე ფილტვის კოლაფსის მტკიცებულებაა.
გულმკერდის რენტგენზე შეიძლება დაინახოს პნევმოთორაქსის მტკიცებულება, რომელიც დაკავშირებულია ნეკნების მოტეხილობასთან.
ფილტვის ემბოლიისთვის ნორმალური D-დიმერი სწორი კლინიკურ გარემოცვაში ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
კოსტოქონდრიტი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტები, რომელთაც აქვთ გულმკერდის წინა კედლის უეცრად გამოვლენილი ტკივილი, უარესდება გულმკერდის გარკვეული მოძრაობითა და ღრმა ჩასუნთქვით.
პალპაციისას მომატებული მგრძობელობაა ნეკნ-ხრტილოვან სახსარზე (განსაკუთრებით მეორედან-მეხუთემდე).
კვლევები
არ არის სპეციფიკური დიაგნოსტიკური ტესტები.
ფილტვის ემბოლიის კვლევისას ნორმალური D-დიმერი ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
პანიკური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
უეცარი გამოვლინება, შფოთვა, გულის წასვლის შეგრძნება და გულის ფრიალი.
განმეორებითი, ინტენსიური შიშის/დისკომფორტის დაყოფილი პერიოდები.
მღელვარების შეგრძნება შესაძლოა გამოხატონ როგორც სიკვდილის ან სიცოცხლისთვის საშიში დაავადების შიშით.
კვლევები
კლინიკური დიაგნოზი საჭიროებს ფსიქიატრიულ შეფასებას.
ფილტვის ემბოლიის კვლევისას ნორმალური D-დიმერი ან უარყოფითი დიაგნოსტიკური ვიზუალიზაციური კვლევა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას