განხილვები პაციენტთან
ვარფარინის დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია პაციენტის ცნობიერების ამაღლება. საჭიროა პაციენტის ინფორმირება ვარფარინის სწორად გამოყენების, სისხლის შედედების რეგულარული ტესტირების (INR) და შემდგომი მეთვალყურეობის ფარგლებში რეგულარული ვიზიტების შესახებ.
ვარფარინის დოზირება და მონიტორინგი განსხვავდება მრავალი სხვა მედიკამენტისგან.
ვარფარინის ფონზე სისხლის შედედება რთულდება და არსებობს სისხლდენის რისკი.
მედიკამენტის ეფექტი იზომება სისხლის შედედების კვლევით, რომელსაც INR ეწოდება.
ვარფარინის დოზა ხშირად იცვლება დროის განმავლობაში და ხშირია როცა დოზირება ვარირებს კვირის დღირს განმავლობაში (მაგ. 4 მგ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას; 5 მგ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს).
დოზირებისას ძირითადად გათვალისწინებულია კვირის განმავლობაში დოზირება, რადგან დღეების მიხედვით დოზები ვარიაბელურია.
სასურველი თუ სამიზნე INR-ის მაჩვენებელი, ზოგადად, არის 2-სა და 3-ს შორის
INR უნდა შემოწმდეს ხშირად (მონიტორინგი). ტარდება სისხლის ანალიზი, ხშირად კვირაში ერთხელ ან ორჯერ, სანამ სტაბილური დოზა არ მიიღწევა. შემდეგ ინტერვალი გახანგრძლივდება (4-12 კვირა).
პაციენტებს უნდა ვასწავლოთ რა მოიმოქმედონ დოზის გამოტოვების შემთხვევაში (მიდგომა განსხვავებულია ვარფარინის მმართველი ექიმების მიხედვით)
პაციენტს ნათლად უნდა ჰქონდეს გარკვეული ვარფარინის დღიური დოზა და ის, რომ ვარფარინის ტაბლეტები განსხვავებული შეფერილობისაა.
ასევე დამხმარეა აბების ყუთი.
ბევრი პრეპარატი ურთიერთქმედებს ვარფარინთან.
ამიტომ ექიმს/სამედიცინო სერვისების მიმწოდებელს , რომელიც მეთვალყურეობს მკურნალობას, აუცილებლად უნდა ეცნობოს რაიმე ახალი მედიკამენტის (მაგ. გამოწერილი წამალი, რეცეპტის გარეშე მიღებული, დანამატი ან ფიტო მედიკამენტი) მიღების დაწყების, დოზის ცვლილების ან შეწყვეტის შესახებ. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების(NSAIDs) მიღებისგან უმჯობესია თავის შეკავება, განსაკუთრებულ შემთხვევებში მათი გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
შეიძლება მედიკამენტი INR-ზე არ მოქმედებდეს, მაგრამ სისხლდენის რისკი შეიძლება მაინც მაღალი იყოს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებების გამო (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები).
დიეტის ცვლილებებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს INR-ზე.
განსაკუთრებით საკვების მიღებას, რომელიც დიდი რაოდენობით K ვიტამინს შეიცავს (მაგ. ისპანახი, ბროკოლი); ნებისმიერი რაოდენობის ბოსტნეულის და K-ვიტამინის შემცველი საკვების მიღება დაშვებულია, თუმცა მიღებული რაოდენობა სტაბილური უნდა იყოს კვირიდან კვირამდე. ალკოჰოლის მიღება დასაშვებია სიფრთხილით და მხოლოდ მცირე რაოდენობით. თავი უნდა ავარიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას.
ალკოჰოლის მიღება დასაშვებია სიფრთხილით და მხოლოდ მცირე რაოდენობით.
თავი უნდა ავარიდოთ გრეიფრუტის წვენის მიღებას.
მოერიდეთ მაღალი რისკის აქტივობებს.
პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი სახის აქტოვიბებისგან, რომელსაც შეიძლება სერიოზული ტრავმატიზმი ან სისხლდენის საშიშროება ახლდეს და თუ ეს შეუძლებელია, უნდა მიიღონ დამატებითი თავდაცვის ზომები.
პირდაპირი მოქმედების მქონე პერორალური ანტიკოაგულანტი
პირდაპირი პერორალური ანტიკოაგულანტები (DOAC) არ საჭიროებს კოაგულაციის ანალიზის ლაბორატორიულ მონიტორინგს. რამდენიმე მედიკამენტს შეუძლია ურთიერთქმედება DOAC-ებთან, რაც იწვევს სისხლდენის ან თრომბოზის გაზრდის რისკს (მაგალითად, პრიმიდონი, ამიოდარონი, დილთიაზემი, ვერაპამილი, რიფამპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი) წამალთაშორისი ურთიერთქმედებები მეტწილად დაკავშირებულია P450 ციტოქრომის ფერმენტთან და/ან ტრანსპორტერის გამტარობის გლიკოპროტეინის (P-gp) მექანიზმთან.[226]
პაციენტები სუბსეგმენტური PE და პროქსიმალური DVT-ის გარეშე ფეხებში, რომლებსაც აქვთ მორეციდივე VTE-ის დაბალი რისკი, უნდა იყვნენ ინფორმირებული პროგრესირებადი თრომბოზის კლინიკური ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ, რათა თვალყური ადევნონ და ხელახლა შეფასების აუცილებლობას, თუ ისინი არსებობს.[21]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას