შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
65 წლის კაცმა მიმართა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას სუნთქვის უკმარისობის მწვავე გამოვლინებით 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად მან იგრძნო გულის წასვლა, თუმცა არ დაუკარგავს ცნობიერება. ის უჩივის ტკივილს გულმკერდის მარცხენა მხარეს, რომელიც უარესდება ღრმა ჩასუნთქვისას მას არ აქვს კარდიოპულმონური დაავადების ანამნეზი. ერთი კვირის წინ მას ჩაუტარდა მარცხენა მენჯის ბარძაყის ჩანაცვლებითი ოპერაცია, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ის იყო მწოლიარე 3 დღის განმავლობაში ცუდად კონტროლირებადი ტკივილის გამო. შემდეგ მან შენიშნა მარცხენა წვივის შეშუპება, რომელიც მტკივნეული იყო გასინჯვის დროს. ამჟამად ვლინდება ცხელება- 38.0°C (100.4°F), პულსი 112 დარტყმა წუთში, წნევა 95/65 მმ.ვწყ.სვ., ოთახის ჰაერზე ჟანგბადის სატურაცია 91%.
სხვა გამოვლინებები
სიმპტომები, რომელიც სავარაუდოს ხდის ფილტვის ემბოლიას არის ტკივილი გულმკერდის არეში, დისპნოე და შფოთვის შეგრძნება. ზოგჯერ ასევე ვითარდება სინკოპე და ის ძლიერ კავშირშია კოლტის გაზრდილ ტვირთთან. მნიშვნელოვანი ნიშნებია ტაქიპნოე სუნთქვის სიხშირით >16 სუნთქვა წუთში, ცხელება >37.8°C (>100.0°F), და გულისცემის სიხშირე >100 დარტყმა წუთში.[5]
PE შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი სიმპტომები ან თუნდაც იყოს ასიმპტომური. PE დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია სხვა ჩვენებებისთვის, როგორიცაა კიბოს სტადიირება.[6][7]
იმის გამო, რომ PE-ს სიმპტომებმა შეიძლება სხვა მდგომარეობების მსგავსი იყოს, დიაგნოზი ზოგჯერ დაგვიანებულია. ერთ კვლევაში, ფილტვის ემბოლიის დიაგნოზი იყო მოულოდნელი იმ პაციენტთა 70%-ში, რომლებიც საბოლოოდ გარდაიცვალნენ ამ მდგომარეობის გამო.[8] ადრეული ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან მოულოდნელი ფილტვის ემბოლიით დაღუპულებში, პაციენტების 79% -ში სიკვდილი დაფიქსირდა 1 საათის განმავლობაში და პაციენტების 93% -ში - 2.5 საათის განმავლობაში.[8]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას