მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

მწვავე

სიმპტომური

Back
1-ლი რიგის – 

პარენტერული ცანოკობალამინი ან ჰიდროქსი კობალამინი

პაციენტები,B12 ვიტამინის დეფიციტის მძიმე ფორმის ჰემატოლოგიური (პანციტოპენია და გამოხატული სიმპტომური ანემია) ან ნევროლოგიური (ქვემწვავე კომბინირებული სპინალური დეგენრაციით, დემენცია ან კოგნიტიური დარღვევები) სიმპტომებით, საჭიროებენ მწვავე და გადაუდებელ მკურნალობას.[90]

პარენტერული ციანოკობალამინის მწვავე რეჟიმში უნდა მივცეთ ყოველდღიურად 1-2 კვირის განმავლობაში და შემდეგ კვირაში ერთხელ 1 თვემდე, სანამ მნიშვნელოვანი რეტიკულოციტოზი არ აღინიშნება ძვლის ტვინში.[91]

ძვლის ტვინის გაძლიერებული რეტიკულოციტოზი შესაძლოა გაიზომოს 1-2 კვირაში მკურნალობაზე პასუხის სახით. დეფიციტის სხვა მარკერები, როგორიცაა მეთლმალონილის მჟავა, ჰომოცისტეინი და საშუალო კორპუსკულური მოცულობა, უნდა ნორმალიზდეს 8 კვირაში ადექვატური მკურნალობის შემთხვევაში.

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამი ინტრამუსკულურად/კანქვეში დღეში ერთხელ 1-2 კვირის განმავლობაში, რასაც მოსდევს 1000 მიკროგრამი კვირაში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში კვირაში სამჯერ 2 კვირის განმავლობაში, რასაც მოსდევს 1000 მიკროგრამი 3 თვეში ერთხელ

Back
პლიუს – 

მიმართვა ნევროლოგთან და/ან ჰემატოლოგთან

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტებს, რომლებსაც მძიმე ფორმის ნევროლოგიური სიმპტომები აქვთ, შესაძლოა დასჭირდეთ ნევროლოგიური და ფსიქოგერიატრიული მიმართვა და შეფასება მწვავე პარენტერული მკურნალობის რეჟიმის დაწყებასთან ერთად. ზოგიერთ შემთხვევაში, ნევროლოგიური სიმპტომები შესაძოა შეუქცევადი იყოს მიუხედავად შრატში B12 ვიტამინის დონეების ნორმალიზაციისა.

სიმპტომატური ანემიისა და პანციტოპენიის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია და ჰემატოლოგის კონსულტანტის რეფერირება.

ორსული ქალების მართვა უნდა მოხდეს მათ მეანთან კონსულტაციით.

Back
განიხილე – 

სისხლის გადასხმა ± დიურეტიკები

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

პაციენტები, რომელბსაც აქვთ სიმპტომური ანემია და პანციტოპენია, საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას, ჰემატოლოგიურიკონსულტაციას და იშვიათად შესაძლოა, დასჭირდეთ ერითროციტების გადასხმა.

თუ არის გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები, ერითროციტული მასა უნდა მივცეთ დაბალი დოზით დიურეტიკებთან ერთად.

ორსულობის დროს საჭიროა თავი ავარიდოთ დიურეტიკების გამოყენებს, იმ შემთხვევების გარდა როცა მათგან სარგებელი აღემატება რისკს და მხოლოდ კონსულტანტის ხელმძღვანელობით.

პირველადი პარამეტრები

ბუმეთანიდი: 0.5 - 2 მგ პერორulად/ინტრავენურად დღეში ერთხელ ან ორჯერ თავიდან, გაზარდეთ პასუხის შესაბამისად მაქსიმუმ 10 მგ/დღე-მდე.

Back
განიხილე – 

პერორული ფოლიუმის მჟავა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

ფოლიუმის მჟავას დამატება შესალოა დამხმარე იყოს ჰემატოლოგიური დარღვევების მოხსნის თვალსაზრისით.

პირველადი პარამეტრები

ფოლიუმმჟავა: 1 მგ პერორალურად, დღეში ერთხელ

Back
პლიუს – 

მთელი ცხოვრების განმავლობაში პერორული ან პარენტერული ციანოკობალამინი ან პარენტერული ჰიდროქსიკობალამინი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტების უმრავლესობა, რომელსაც აქვს B12 ვიტამინის დეფიციტი საჭიროებს მთელი ცხოვრების განმავლობაში შემანარჩუნებელ თერაპიას დღეში ერთხელ პერორული ციანოკობალამინით ან თვეში ერთხელ პარენტერალური ციანოკობალამინით.

პერორული ციანოკობალამინი მიიჩნევა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის შესაბამისად. პარენტერული ციანოკობალამინი ხშირად ენიშნებათ მთ,რომელთაც არ შეუძლიათ დღიურად აბების მიღება ან, მათთვის, ვისთანაც წარუმტებელი აღმოჩნდა პერორული თერაპია. ის ასევე შეიძლება განიხილოთ, როდესაც არსებობს საფრთხე/შეშფოთება ორალური ვიტამინის B12 ჩანაცვლებითი თერაპიის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით.[98]

ზოგიერთმა კლინიცისტმა შესაძლოა სცადოს პერორული ციანოკობალამინის შემანარჩუნებელი ეფექტური დოზის შემცირება. ჩანაცვლების შემდეგ შესაძლოა აუცილებელი გახდეს პერიოდული მონიტორინგი იმ პაციენტების აღმოსაჩენად, ვინც შრტში დონეს ინარჩუნებს პერორულად <1000 მიკროგრამი/დღე დოზით.[99] თუმცა, აბსორბცია შესაძლოა ცვალებადი იყოს და ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს უფრო ნაკლები ვიდრე მაქსიმალური კლინიკური და ლაბორატორიული პასუხი პერორული ციანოკობალამინის დოზით <100 მიკროგრამი/დღეში.[100][101][102]

აბსორბცია შესაძლოა მაქსიმალურად გამოხატული იყოს მშიერ კუჭზე მიღების შემთხვევაში.

დღიური პერორული ციანოკობალამინით მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხი უნდა იყოს 8 კვირაში. თუ ამის შემდეგ შრატში B12 ვიტამინი მნიშვნელოვნად არ იმატებს, კლინიცისტმა უნდა შეცვალოს პარენტერალური ციანოკობალამინით (თუ უკვე არ გამოიყენეს) ან განიხილოს სხვა მიზეზები

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამ პერორულად დღეში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში/კანქვეშ თვეში ერთხელ

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში ყოველ 3 თვეში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

პერორული ან პარენტერული ციანოკობალამინი ან პარენტერული ჰიდროქსიკობალამინი

B12 ვიტამინის დეფიციტის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე პაციენტების მკურნალობა (მაგ. მსუბუქი ფორმის ანემია; დიზესთეზიები/პასეთეზიები, პოლინეიროპათია, დეპრესია) კლინიკური უპირატესობის გათვალისწინებით არის - დღეში ერთხელ პერორული ციანოკობალამინი ან თვეში ერთხელ პარენტერული ციანოკობალამინი.

პაციენტებთან, რომმლებიც ნამკურნალები არიან პერორული ციანოკობალამინით, პასუხი უნდა შემოწმდეს 8 კვირაში. თუ ამის შემდეგ შრატში B12 ვიტამინი მნიშვნელოვნად არ იმატებს, კლინიცისტმა უნდა შეცვალოს პარენტერალური ციანოკობალამინით (თუ უკვე არ გამოიყენეს) ან განიხილოს სხვა მიზეზები

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამი პერორულად დღეში ერთხელ; 1000 მიკროგრამი კუნთებში/კანქვეშ თვეში ერთხელ

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში ყოველ 3 თვეში ერთხელ

Back
პლიუს – 

მთელი ცხოვრების განმავლობაში პერორული ან პარენტერული ციანოკობალამინი ან პარენტერული ჰიდროქსიკობალამინი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ყველა</strong> პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

პაციენტების უმრავლესობა, რომელსაც აქვს B12 ვიტამინის დეფიციტი საჭიროებს მთელი ცხოვრების განმავლობაში შემანარჩუნებელ თერაპიას დღეში ერთხელ პერორული ციანოკობალამინით ან თვეში ერთხელ პარენტერალური ციანოკობალამინით.

პერორული ციანოკობალამინი მიიჩნევა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის შესაბამისად. პარენტერული ციანოკობალამინი ხშირად ენიშნებათ მთ,რომელთაც არ შეუძლიათ დღიურად აბების მიღება ან, მათთვის, ვისთანაც წარუმტებელი აღმოჩნდა პერორული თერაპია. ის ასევე შეიძლება განიხილოთ, როდესაც არსებობს საფრთხე/შეშფოთება ორალური ვიტამინის B12 ჩანაცვლებითი თერაპიის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით.[98]

ზოგიერთმა კლინიცისტმა შესაძლოა სცადოს პერორული ციანოკობალამინის შემანარჩუნებელი ეფექტური დოზის შემცირება. ჩანაცვლების შემდეგ შესაძლოა აუცილებელი გახდეს პერიოდული მონიტორინგი იმ პაციენტების აღმოსაჩენად, ვინც შრტში დონეს ინარჩუნებს პერორულად <1000 მიკროგრამი/დღე დოზით.[99] თუმცა, აბსორბცია შესაძლოა ცვალებადი იყოს და ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს უფრო ნაკლები ვიდრე მაქსიმალური კლინიკური და ლაბორატორიული პასუხი პერორული ციანოკობალამინის დოზით <100 მიკროგრამი/დღეში.[100][101][102]

აბსორბცია შესაძლოა მაქსიმალურად გამოხატული იყოს მშიერ კუჭზე მიღების შემთხვევაში.

დღიური პერორული ციანოკობალამინით მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხი უნდა იყოს 8 კვირაში. თუ ამის შემდეგ შრატში B12 ვიტამინი მნიშვნელოვნად არ იმატებს, კლინიცისტმა უნდა შეცვალოს პარენტერალური ციანოკობალამინით (თუ უკვე არ გამოიყენეს) ან განიხილოს სხვა მიზეზები

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამ პერორულად დღეში ერთხელ

მეორეული ვარიანტები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში/კანქვეშ თვეში ერთხელ

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში ყოველ 3 თვეში ერთხელ

უსიმპტომო ან ზღვრული დეფიციტი

Back
1-ლი რიგის – 

საკვები დანამატები + მულტივიტამინები

ხანდაზმულების დაახლოებით 35%ს აქვს B12 ვიტამინის დეფიციტის მტკიცებულება.[11][12][13][14][15][16]

შრატში დაბალი ვიტამინი B12 (<148 პიკომოლი/ლ; <200 პიკოგრამი/მლ) შეიძლება არ იყოს დაკავშირებული სიმპტომებთან. მაგრამ დიეტური რჩევები ცხოველური წარმოშობის საკვების (როგორიცაა ხორცი, თევზი, კვერცხი და რძე) მიღების მნიშვნელობაზე და მულტივიტამინის დანამატების მიღებაზე, რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის მკურნალობა ამ ჯგუფში.

კომბინირებულმა კვებამ და მულტივიტამინებმა უნდა დააკმაყოფილოს დღიური რეკომენდებული რაოდენობა 2.4 მიკროგრამი/დღეში.[58]

Back
მე-2 რიგის – 

მთელი ცხოვრების განმავლობაში პერორული ან პარენტერული ციანოკობალამინი ან პარენტერული ჰიდროქსიკობალამინი

თუ საკვები და მულტივიტამინების დანამატები არ გვეხმარება ან თუ დიეტა არ გაუმჯობესდა, რეკომენდებულია ცაინოკობალამინით მკურნალობა.

პაციენტების უმრავლესობა, რომელსაც აქვს B12 ვიტამინის დეფიციტი საჭიროებს მთელი ცხოვრების განმავლობაში შემანარჩუნებელ თერაპიას დღეში ერთხელ პერორული ციანოკობალამინით ან თვეში ერთხელ პარენტერალური ციანოკობალამინით.

პერორული ციანოკობალამინი მიიჩნევა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის შესაბამისად. პარენტერალური ციანოკობალამინი ხშირად გადანახულია იმ პაციენტებისთვის,რომელთაც არ შეუძლიათ ყოველდღიურად აბების მიღება ან მაღალი დოზით პერორული თერაპია წარუმატებელია. ის ასევე შეიძლება განიხილოთ, როდესაც არსებობს საფრთხე/შეშფოთება ორალური ვიტამინის B12 ჩანაცვლებითი თერაპიის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით.[98]

ზოგიერთმა კლინიცისტმა შესაძლოა სცადოს პერორული ციანოკობალამინის შემანარჩუნებელი ეფექტური დოზის შემცირება. ჩანაცვლების შემდეგ შესაძლოა აუცილებელი გახდეს პერიოდული მონიტორინგი იმ პაციენტების აღმოსაჩენად, ვინც შრტში დონეს ინარჩუნებს პერორულად <1000 მიკროგრამი/დღე დოზით.[99] თუმცა, აბსორბცია შესაძლოა ცვალებადი იყოს და ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს უფრო ნაკლები ვიდრე მაქსიმალური კლინიკური და ლაბორატორიული პასუხი პერორული ციანოკობალამინის დოზით <100 მიკროგრამი/დღეში.[100][101][102]

აბსორბცია შესაძლოა მაქსიმალურად გამოხატული იყოს მშიერ კუჭზე მიღების შემთხვევაში.

დღიური პერორული ციანოკობალამინით მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხი უნდა იყოს 8 კვირაში. თუ ამის შემდეგ შრატში B12 ვიტამინი მნიშვნელოვნად არ იმატებს, კლინიცისტმა უნდა შეცვალოს პარენტერალური ციანოკობალამინით (თუ უკვე არ გამოიყენეს) ან განიხილოს სხვა მიზეზები

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამ პერორულად დღეში ერთხელ

მეტი

მეორეული ვარიანტები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში/კანქვეშ თვეში ერთხელ

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში ყოველ 3 თვეში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

საკვები დანამატები + მულტივიტამინები

ვეგანებს ან მკაცრი ვეგეტარიანელებს უნდა ურჩიონ, შეავსონ დიეტა შესაბამისი ვიტამინით B12-ით გამდიდრებული საკვებით და მულტივიტამინური დანამატებით, რათა დააკმაყოფილონ რეკომენდებული დიეტური დოზა 2.4 მიკროგრამი/დღეში.[58][93]

ორსულ და მეძუძურ ქალებს, რომლებსაც აქვთ მკაცრი ვეგეტარიანული ან ვეგანური დიეტა, უნდა მიიღონ კონსულტაცია B12 ვიტამინის ადეკვატური მიღებისა და დანამატების შესახებ.[103]​ ვეგანურ დიეტაზე მყოფი მეძუძური დედის რძე ჩვილს მხოლოდ ადეკვატური რაოდენობით B12 ვიტამინს მიაწვდის იმ შემთხვევაში, თუ დედა დამატებით მიიღებს B12 ვიტამინის საკვებ დანამატებს[97]

Back
მე-2 რიგის – 

მთელი ცხოვრების განმავლობაში პერორული ან პარენტერული ციანოკობალამინი ან პარენტერული ჰიდროქსიკობალამინი

ურჩიეთ შემანარჩუნებელი მკურნალობა დღეში ერთხელ პერორული ციანოკობალამინით ან თვეში ერთხელ პარენტერული ციანოკობალამინით მთელი ცხოვრების განმავლობაში.

პერორული ციანოკობალამინი მიიჩნევა შემანარჩუნებელი თერაპიისთვის შესაბამისად. პარენტერული ციანოკობალამინი ხშირად ენიშნებათ მთ,რომელთაც არ შეუძლიათ დღიურად აბების მიღება ან, მათთვის, ვისთანაც წარუმტებელი აღმოჩნდა პერორული თერაპია. ის ასევე შეიძლება განიხილოთ, როდესაც არსებობს საფრთხე/შეშფოთება ორალური ვიტამინის B12 ჩანაცვლებითი თერაპიის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით.[98]

ზოგიერთმა კლინიცისტმა შესაძლოა სცადოს პერორული ციანოკობალამინის შემანარჩუნებელი ეფექტური დოზის შემცირება. ჩანაცვლების შემდეგ შესაძლოა აუცილებელი გახდეს პერიოდული მონიტორინგი იმ პაციენტების აღმოსაჩენად, ვინც შრტში დონეს ინარჩუნებს პერორულად <1000 მიკროგრამი/დღე დოზით.[99] თუმცა, აბსორბცია შესაძლოა ცვალებადი იყოს და ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს უფრო ნაკლები ვიდრე მაქსიმალური კლინიკური და ლაბორატორიული პასუხი პერორული ციანოკობალამინის დოზით <100 მიკროგრამი/დღეში.[100][101][102]

აბსორბცია შესაძლოა მაქსიმალურად გამოხატული იყოს მშიერ კუჭზე მიღების შემთხვევაში.

დღიური პერორული ციანოკობალამინით მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხი უნდა იყოს 8 კვირაში. თუ ამის შემდეგ შრატში B12 ვიტამინი მნიშვნელოვნად არ იმატებს, კლინიცისტმა უნდა შეცვალოს პარენტერალური ციანოკობალამინით (თუ უკვე არ გამოიყენეს) ან განიხილოს სხვა მიზეზები

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამ პერორულად დღეში ერთხელ

მეტი

მეორეული ვარიანტები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში/კანქვეშ თვეში ერთხელ

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში ყოველ 3 თვეში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

პარენტერული ცანოკობალამინი ან ჰიდროქსი კობალამინი

პაციენტებმა, რომლებსაც გასტროინტესტინური ტრაქტის ქრონიკული დაავადება აქვთ, რამაც შესაძლოა მალაბსორბცია ან არაადეკვატური აბსორბცია გამოიწვიოს,( მაგ. პერნიციოზული ანემია, კრონის დაავადების და ცელიაკია) და პაციენტებმა, რომლებსაც ჩაუტარდათ კუჭის ოპერაცია ან ტერმინალური ილიექტომია, უნდა იმკურნალონ პარენტერული ციანოკობალამინით.[1][94]

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში/კანქვეშ თვეში ერთხელ

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში ყოველ 3 თვეში ერთხელ

Back
1-ლი რიგის – 

პერორული, პარენტერული ან ინტრანაზალური ციანოკობალამინი ან პარენტერული ჰიდროქსიკობალამინი

პაციენტებმა, რომელთაც გაუკეთდათ ბარიატრიული ოპერაციია, შესაძლოა ვერ შეძლონ შრატის B12 ვიტამინის დონის შესაბამისად შენარჩუნება მულტივიტამინებით; შესაბამისად პერორული, პარენტერული ან ინტრანაზალური ციანოკობალამინი უნდა დაემატოს.[74][95]​ ბარიატრიული ქირურგიისთვის ოპტიმიზებულმა ორალურმა მულტივიტამინის დანამატმა აჩვენა პოტენციური სარგებელი ვიტამინის დეფიციტის შემცირებაში Roux-en-Y კუჭის შემოვლითი ოპერაციის შემდეგ, მაგრამ მტკიცებულება შეზღუდულია.შეზღუდულია[96]

ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი უფრო მეტად გავრცელებულია ევროპაში. ციანოკობალამინთან შედარებით ჰიდროქსოკობალამინი არის უფრო დიდხანს შენარჩუნებული ორგანიზმში, მაგრამ კვლევებით დადგენილი არ არის უპირატესობა ციანოკობალამინთან.

პირველადი პარამეტრები

ციანოკობალამინი: 350-1000 მიკროგრამი პერორულად დღში ერთხელ; ან 1000 მიკროგრამი კუნთებში/კანქვეშ თვეში ერთხელ; ან 3000 მიკროგრამი კუნთებში.კანქვეშ ყოველ 6 თვეში ერთხელ; ან 500 მიკროგრამი ინტრანაზალურად კვირაში ერთხელ

მეტი

ან

ჰიდროქსიკობალამინი: 1000 მიკროგრამი კუნთებში ყოველ 3 თვეში ერთხელ

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას