განხილვები პაციენტთან

კლინიცისტი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტის კონტროლი მიმდინარეობს, როგორც კლინიკურად არის ნაჩვენები, რადგანაც ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ნევროლოგიური სიმპტომების სრული ალაგება არ მოხდეს, მიუხედავად ადექვატური მკურნალობისა. უნდა აიხსნას, რომ მკურნალობამ შესაძოლოა განაპირობოს მხოლოდ ნეიროფსიქიატრიული გართულებების პრევენცია.

პაციენტებს უნდა ავუხსნათ ცხოველური საკვების მიღების მნიშვნელობა, როგორიცაა თევზი, ხორცი, კვერცხი და რძე ან მულტივიტამინების დანამატის მიღება.[58]

მცენარეული დიეტის მქონე პაციენტებისთვის (მათ შორის, ვეგანები და მკაცრი ვეგეტარიანელები) სპეციფიკური რჩევები მოიცავს საკვებთან ერთად ვიტამინის B12 დანამატის მიღებას და საკვები პროდუქტების არჩევას, რომლებიც ეტიკეტირებულია, როგორც ვიტამინი B12-ით გამდიდრებული.[111]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას