დიფერენციული დიაგნოზები
ფოლიუმის მჟავას (ვიტამინი B9) დეფიციტი
ნიშნები / სიმპტომები
ზოგადად არ ვლინდება ნევროლოგიური სიმპტომებით. იშვიათია ფოლიუმის მჟავას საკვებ დანამატად გამოყენების ერაში აშშ-ში.
კვლევები
შრატში ფოლიუმის დონე დაბალია.
გახსოვდეთ, რომ შრატში ფოლიუმის მჟავას დაბალმა დონემ შესაძლოა გამოიწვიოს B12 ვიტამინის დონის ცრუ დაქვეითება.
უმკურნალეთ ფოლიუმის მჟავათი და ხელახლა გააკეთეთ ანალიზი.
მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS)
ნიშნები / სიმპტომები
ვლინდება მაკროციტული ანემიით და რთულია B12 ვიტამინის დეფიციტისგან დიფერენცირება.
MDS არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ხასითდება კლონური ქრომოსომული ანომალიით, არაეფექტური და დისპალზიური ჰემატოპოეზით, რაც იწვევს ≥1 ციტოპენიას და ვარიაბელური მიდრეკილებით მწვავე მიელოიდური ლეიკემიის განვითარებისკენ.
ეს დაავადებები შესაძლოა განვითარდეს ძირითადად პრეციპიტაციის გარეშე ან შესაძლოა დაკავშირებული იყოს წინა მკურნალობასთან ქიმიოთერაპიით ან რადიაციით.
კვლევები
სისხლის საერთო ანალიზით მიელოდისპლაზიური სინდრომის დროს ვლინდება ნორმოქრომული ან მაკროციტული წითელი უჯრედები; პაციენტების დაახლოებით 40%-ს აღენიშნება ნეიტროპენია და >30%-ს თრომბოციტოპენია. მორფოლოგიური დარღვევები მოიცავს ოვალურ მაკროციტულ წითელ უჯრედებს და გრანულოციტებს ფსევდო პელგერ-ჰუეტის (Pelger-Huet) ანომალიით (ჰიპოგრანურუიი და ჰიპოლობულური გრანულოციტები).
ძვლის ტვინის ჰისტოპათოლოგიით MDS-ში ვლინდება დისპლაზია არადიფერენცირებული მიელობლასტების ნაწილში.
ძვლის ტვინის ასპირატის პრუსიის ლურჯი რკინით შეღებვით შესაძლოა გამოვლინდეს რგოლისებრი სიდერობლასტები (ანომალიური ერითროიდული პრეკურსორი უჯრედები, რომლებსაც აქვთ გრანულები ბირთვის გარშემო).
ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
შესაძლოა გამოვლინდეს მაკროციტული ანემიის და კვებითი დეფიციტის სახით. ანამნეზში უნდა გამოვლინდეს ალკოჰოლის გამოყენება.
კვლევები
მომატებული ღვიძლის ფერმენტების დონე.
ღვიძლის ბიოფსიის ჰისტოპათოლოგიით ვლინდება ცხიმოვანი ცვლილებები, ანთება და ფიბროზის ვარიაბელურ ხარისხი, რაც იწვევს ციროზს ღვიძლის მძიმე, ქრონიკული ალკოჰოლური დაავადების დროს.
ჰიპოთირეოზი
ნიშნები / სიმპტომები
შესაZლოა გამოვლინდეს მაკროციტული ანემიით.
შესაძლოა გამოვლინდეს კუნთების და სახსრების ტკივილი, სისუსტე კიდურებში და დაღლილობა; ღრმა მყესების რეფლექსების დაყოვნებული რელაქსაცია მკაცრად მიუთითებს ჰიპოთირეოიდიზმზე.
კვლევები
მომატებული თიროიდ მასტიმულირებელი ჰორმონი, შემცირებული T3 და T4 და მომატებული კრეატინ კინაზა.
პერიფერიული ნეიროპათია
ნიშნები / სიმპტომები
კომპრესიული ნეიროპათია და დიაბეტით ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებით განპირობებული ნეიროპათია შესაძლოა რთული გასარჩევი იყოს B12 ვიტამინის დეფიციტის ნევროლოგიური სიმპტომებისგან.
კვლევები
ნერვის გამტარობის კვლევები და ელექტრომიოგრამა გვეხმარება ნეიროპათიის და დამახასიათებელი ნეიროპათიის დასადასტურებლად; ეს არის დემიელინიზაციური, აქსონური პოლინეიროპათია, მრავლობითი მონონეიროპათია, რადიკულოპათია ან პლექსოპათია.
B12 ვიტამინით მკურნალობამ შესაძლოა გააუმჯობესოს სიმპტომები, მაგრამ ნეიროპათია შესაძლოა შეუქცევადი იყოს.
დიაბეტური ნეიროპათია
ნიშნები / სიმპტომები
პარესთეზია ხშირი ნიშანია და შესაძლოა გამოვლინდეს კიდურებში ნეიროპათიის შედეგად მათთან, ვისაც აქვს გახანგრძლივებული დაუდგენელი დიაბეტი. სხვა ტიპის ნეიროპათია შესაძლოა არსებობდეს დიაბეტით დაავადებულ პირებში, მათ შორის აუტონომიური ნეიროპათია.
კვლევები
მომატებულია უზმოზე გლუკოზა ან HbA1c.
ანტიგლუტამინური მჟავა დეკარბოქსილაზას ანტისხეულები, კუნძლის უჯრედების ანტისხეულები და ინსულინის აvტოანტისხხეულები არის ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების 85%-ში, მაგრამ შესაძლოა ალაგდეს რამდენიმე წელიწადში.
მედიკამენტოზური მაკროციტოზი
ნიშნები / სიმპტომები
მედიაკმენტებით გამოწვეული მაკროციტოზი, მათ შრის ჰიდროქსიშარდოვანა, მეტოტრექსატი, ზიდოვუდინი, აზათიოპრინი, ცაპეციტაბინი და კლადრიბინი.
კვლევები
ჩვეულებრივ კლინიკური დიაგნოზი. შრატში მედიკამენტების დონის დადგენით შესაძლოა დადასტურდეს კავშირი.
დემენცია
ნიშნები / სიმპტომები
ხასიათდება კოგნიტიური (მეხსირების) ცვლილებებით, ფსიქიატრიული სიმპტომებით, პიროვნული ცვლილებებით, პრობლემური ქცევებითა და ყოველდღიური ფუნქციონირების ცვლილებებით.
შესაძლო განპირობებული იყოს სხვადასხვა ფქტორით, რომლებიც კლინიკურად არ განირჩვევა B12 ვიტამინის დეფიციტისგან.
კვლევები
ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმება ან ნეიროფსიქიატრიული ტესტირება უნდა ჩატარდეს, თუ დიაგნოზი გაურკვეველია.
B12 ვიტამინის ანალიზი ნორმაშია.
დეპრესია
პერნიციოზული ანემია (PA)
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტს აქვს ანემიისა და B12 ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები. მათ ასევე შესაძლოა ქონდეთ ცხელება და ჩივილი კუჭის ტკივილსა ან დისკომფორტზე. საერთო ნიშნებია: დაღლილობა, ქოშინი, პარესთეზია, მტკივნეული წითელი ენა, ფაღარათი და მსუბუქი სიყვითლე.
კვლევები
მას შემდეგ, რაც დადასტურდება ვიტამინის B12 დეფიციტი, ანტი-შიდა ფაქტორის ანტისხეულების (ანტი-IFAB) ტესტირებამ შეიძლება დაადგინოს არის თუ არა პერნიციოზული ანემია მიზეზი. ის მგრძნობიარეა მხოლოდ 50%-ით, მაგრამ მაღალსპეციფიკურია პერნიცოზული ანემიისთვის.[2] ანტი-IFAB-ზე ტესტირება უნდა ჩატარდეს ვიტამინი B12 ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე, რადგან ვიტამინი B12-ის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.[70][71]
ანტიპარიეტული უჯრედის ანტისხეული შესაძლოა სხვა ანალიზებთან ერთად დამხმარე იყოს პერნიციოზული ანემიის მიზეზის განსასაზღვრად. ის მაღალმგრძნობიარეა(85%) მაგრამ დაბალი სპეციფიკურობა აქვს პერნიციოზული ანემიისთვის. ანტიპარიეტული უჯრედის ანტისხეულები შესაძლოა მომატებული იყოს ატროფიული გასტრიტის დროს.[2]
როგორც კი პაციენტს შიდა ფაქტორს მისცემენ და B12 ვიტამინი ნორმაში მოვა, გასტრინის დონეც ნორმაში ჩადგება.
კრონის დაავადება
ნიშნები / სიმპტომები
კრონის დაავადების დროს შეიძლება დაზიანდეს გასტროინტესტინური ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი. სიმპტომები მრავალფეროვანია.
B12 დეფიციტის მომატებული რისკი ფიქსირდება ილეექტომიის დროს >20 სმ.[47]
კვლევები
ჰისტოლოგიური კვლევის კლასიკურ ნიშნებს მიეკთვნება ნაწლავის კედლის ყველა შრის დაზიანება გრანულომებით, წყლულებით და მწვავე და ქრონიკული ანთებით.
გლუტენური დაავადება-ცელიაკია
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს აქვთ გასტროინტესტინური ტრაქტის აუხსნელი სიმპტომები, ქრონიკული ფაღარათი, აუხსნელი რკინადეფიციტური ანემია, D ვიტამინის დეფიციტი ან კანზე გამონაყარი, რომელიც ჰერპესულ დერმატიტს შეესაბამება.
სხვა მდგომარეობებს მიეკუთვნება ზრდაში ჩამორჩენა, სიდაბლე, მძმე ფორმის განმეორებითი აფთოზური სტომატიტი, განმეორებით სპონტანური აბორტი და უნაყოფობა.
კვლევები
იმუნოგლობულინ A ანტიგლიადინ და ანტი-ენდომიზიური ანტისხეულები.
წვრილი ნაწლავის ჰისტოლოგია უფრო სპეციფიკური და მგრძნობიარე ანალიზია, რაც აჩვენებს ხაოების ატროფიას და ლორწოვანის ანთებას კრიპტების ჰიპერპლასტიური ცვლილებებით.
რკინა-დეფიციტური ანემია ყველაზე ხშირი კლინიკური გამოვლინებაა მოზრდილებში.
ფოლიუმის მჟავას (და უფრო იშვიათად B12 ვიტამინის) დეფიციტმა შესაძლაო გამოიწვიოს მაკროციტული ანემია.
Helicobacter pylori ინფექციით გამოწვეული პაპტიკური წყლული
ნიშნები / სიმპტომები
H pylori გრამ-უარყოფითი, მიკროაეროფილური ბაქტერიაა, რომელიც აინჰიბირებს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს. ის იწვევს დაბალი დონის ქრონიკულ ატროფიულ გასტრიტს და მტკიცედ არის დაკავშირებული თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულსა და კუჭის კიბოსთან.
ბაქტერიებით დაინფიცირებული ადამიანების 80% უსიმპტომოა.
კვლევები
ნახშირბად შარდოვანას ჩასუნთქვის ანალიზი დადებითია.
H pylori ინფექციის დასადგენი ყველაზე მეტად სანდო მეთოდი ენდოსკოპიური ბიოფსიაა. ჰისტოპათოლოგია გვიჩვენებს კუჭის ატროფიას, ანთებას და ბაქტერიულ ორგანზიმებს სპეციალური საღებავებით.
ქრონიკული პანკრეატიტი
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში ნაღვლკენჭოვანი დაავადება ან ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება
ხასიათდება განმეორებითი ან პერსისტენტული მუცლის ტკივილით და პანკრეასისა და მისი გარშემომყოფი სტრუქტურების პროგრესული დაზიანება, რაც იწვევს დანაწიბურებას და ფუნქციის დაკარგვას.
კვლევები
მუცლის ულტრაბგერითი კვლევით ან კტ გამოსახულებით შესაძლოა გამოვლინდეს პანკრეასის ფიბროზი და კალციფიკაცია.
პანკრეასის ფერმენტების გამოკვლევა ყველაზე მგრძნობიარე და სპეციფიკური ანალიზია მსუბუქი-საშუალო სიმძიმის პანკრეასის უკმარისობის ან ქრონიკული პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ, მაგრამ ის ხელმისაწვდომია მხოლოდ მცირე რაოდენობის ცენტრებში. პანკრეასის წვენი გროვდება კუჭ-თორმეტგოჯა ნაწლავის მილით ქოლეცისტოკინინით და/ან სეკრეტინით ეგზოგენური ჰორმონის სტიმულაციის დროს.
გვეხმარება პანკრეასული მალაბსორბციის არაპანკრეასულისგან დიფერენცირებაში.
წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი ზრდა
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში შესაძლოა გამოვლინდეს მდგომარეობები, რომლებიც ცვლის ნაწლავების ანატომიას, მოძრაობას და კუჭის მჟავას სეკრეციას. ეს მოიცავს პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენებას და ანატომიურ დარღვევებს ნაწლავებში, მათ შორის ფისტულას, დივერტიკულს და ბრმა მარყუჟებს ოპერაციის შემდეგ.
კვლევები
განმსაზრვრელი კვლევა საჭიროებს მლივი ნაწლავის სითხის კულტურას, რომელშიც იზრდება >10⁵ბაქტერია/მლ
წყალბადის ჩასუნთქვის ანალიზით შესაძლოა გამოვლინდედს მალაბსორბცია, მაგრამ არ არის ძალიან მგრძნობიარე ან სპეციფიკური ბაქტერიების ჭარბად ზრდის მიმართ.
ერთი კვირის განმავლობაში ანტიბიოტიკებით საცდელმა მკურნალობამ შესაძლოა დასვას დიაგნოზი.
ცოლინგერ-ელისონის სინდრომი
ნიშნები / სიმპტომები
მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გასტრინის გამომყოფი სიმსივნით, რაც იწვევს კუჭის მჟავას ჰიპერსეკრეციას, რაც იწვევს წყლულოვან დაავადებას. ის ყველაზე ხშირად ვლინდება მუცლის ტკივილით, ფაღარათითა და გასტროეზოფაგური რეფლუქსით. ნაკლები სიხშირით ვლინდება წონაში კლება, სისხლდენა გასტროინტესტინური ტრაქტიდან, გულისრევა და ღებინება.
კვლევები
უზმოზე შრატში მომატებული გასტრინი აქლორჰიდრიის არარსებობის დროს და დადებითი სეკრეციის ანალიზი ან ჰისტოლოგიურად გამოვლენილი ნეიროენდოკრინული სიმსივნე.
ტროპიკული სპრუ
ნიშნები / სიმპტომები
ითვლება, რომ დაავადება იყო ინიცირებული ან შენარჩუნებულია დაუზუსტებელი ინფექციით.
ვლინდება მალაბსორბციის ნიშნებითა და სიმპტომებით, კუჭის ტკივილით, ფაღარათით და შებერვით.
რეციდივის სიხშირე მნიშვნელოვანია ნამკურნალებ პაციენტებში, რომლებიც რჩებიან ან ბრუნდებიან ენდემურ მიდამოებში ტროპიკებში.
კვლევები
ენდოსკოპიითა და წვრილი ნაწლავების ბიოფსიით ვლინდება წვრილ ნაწლავებში ხაოების პროგრესული ატროფია ისევე, როგორც ცელიაკიას დროს.
მკურნალობის მცდელობა ანტიბიოტიკებით 6 თვის განმავლობაში იწვევს ლორწოვანი სტრუქტურის ნორმალიზებას წვრილ ნაწლავებში.
თევზის ბრტყელი ჭია (განიერი სოლიტერი Diphyllobothrium latum)
ნიშნები / სიმპტომები
თევზის ლენტის ჭიის სამშობლოა სკანდინავია, დასავლეთ რუსეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. თუმცა ის ახლა წარმოდგენილია ჩრდილოეთ ამერიკაში, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით.
ეს ინფექცია ჩნდება უმი თევზის ან თევზის პროდუქტების მიღების შემდეგ.
პაციენტებს აქვთ მალნუტრიციის სიმპტომები ანემიის ჩათვლით.
კვლევები
თევზის განიერი ჭიების კვერცხები ვლინდება ფეკალიებში 5-6 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემდეგ და ფეკალიების გამოკვლევა ადასტურებს დიაგნოზს.
HIV ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
მალნუტრიცია ხშირია აივ დაავადების დროს, განსაკუთრებით რესურსებით ღარიბ მიდამოებში. ციკლური ოპორტუნისტული ინფექცია, რომელიც იწვევს წონაში კლებასა და მადის დაკარგვას, ფაღარათთან და მალაბსორბციასთან ერთად, ხელს უწყობს მალნუტრიციას.
კვლევები
ენზიმთან შეკავშირებული იმუნოსორბენტული ანალიზი (ELISA) უნდა შეუკვეთოთ როდესაც აივ ანალიზი ნაჩვენებია. ცრუ-დადებითები შესაძლოა გამოვლინდეს ფანჯრის პერიოდში უშუალოდ ინფექციის შემდეგ და სანამ აივ საწინააღმდეგო ანტისხეულები განვითარდება. დადებითი შედეგი უნდა დადასტურდეს დასავლეთ ბლოტ ან მეორე ELISA ანალიზით. ფანჯრის პერიოდი შესაძლოა შემცირდეს 2-4 კვირამდე მეოთხე თაობის ანალიზების გამოყენებით რომლის შედეგადაც გამოვლინდება აივ-ის საწინააღმდეგო IgM და IgG ანტისხეულები და p24 ანტიგენი.[79] CDC: HIV - laboratory tests Opens in new window
ალფა თალასემია
ნიშნები / სიმპტომები
სისხლის მემკვიდრეობითი აუტოსომურ-რეცესიული დაავადება.
B12 ვიტამინის მოთხოვნილება იზრდება ალფა თალასემიის დროს; B12 ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა პირველი გამოვლინება იყოს. პაციენტებს, პირველ რიგში, უვლინდებათ ანემია, ჰეპატოსპლენომეგალია, წყლულები ფეხზე და ძვლის ტკივილი. ეს დაავადება უფრო ხშირია ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში, აზიაში, შუა აზიასა და სამხრეთ ან ამერიკაში.
კვლევები
FBC და პერიფერიული სისხლის ნაცხი აჩვენებს მიკროციტოზს, ერითროციტოზს, ჰიპოქრომიას და მსუბუქ ანემიას.
დიაგნოსტირდება ოჯახური კვლევის და რკინა-დეფიციტური ანემიის და ბეტა-თალასემიის გამორიცხვის კომბინაციით.
საბოლოო დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია ალფა-გლობინის ჯაჭვის დნმ-ის თანმიმდევრობით.
გაფანტული სკლეროზი
ნიშნები / სიმპტომები
B12 ვიტამინის დეფიციტის ნევროლოგიური გამოვლინებები შეასძლოა გავდეს გაფანტული სკლეროზის კლინიკურ სიმპტომებს. თუმცა, გაფანტული სკლეროზის თითქმის ყველა შემთხვევაში არსებობს, აგრეთვე თავის ტვინის დაზიანებები.
ვარიაბელური გამოვლენა: სივრცით და დროით გაცალკევებული მრავლობითი ეპიზოდი (მაგ: ნევროლოგიური სიმპტომები ვითარდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ადგილის დაზიანებებისგან). სიმპტომებს მიეკუთვნება კიდურების პროგრესული სისუსტე, სიარულის გართულება, ატაქსია, ბალანსის დარღვევა და პაროქსიზმული ვერტიგო.
კვლევები
თავის ტვინის მრტ კვლევით ვლინდება დემიელინიზაციის არეები.
ცერებროსპინური სითხის გამოკვლევით დგინდება მომატებულ IgG და ოლიგოკლონურ ზოლები.
სიფილისი (tabes dorsalis)
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში სიფილისური ინფექცია ან სქესობრივად გადამდები ინფექცია.
Tabes dorsalis-ის ნევროლოგიური სიმპტომები და კომბინირებული ქვემწვავე სპინალური დეგენერაცია შესაძლოა ერთნაირი იყოს.
კვლევები
ვენერიული დაავადებათა კვლევის ლაბორატორიის (VDRL) რეაქცია ყოველთვის არ არის შესაძლებელი დამოკიდებული იყოს დიფერენციულ დიაგნოზზე.
თავზურგტვინის სითხის გამოკვლევაა საჭირო ნეიროსიფილისის დიაგნოსტირებისათვის.
თავზურგტვინის სითხის VDRL რეაქტიულობის ანალიზი სპეციფიკურია, მაგრამ არ არი მგრძნობიარე ნეიროსიფილისის მიმართ.
ცერებროსპინური სითხის ტრეპონემული ანტისხეულის აბსორბციის რეაქტიულობის ანალიზი მგრძნობიარეა, მაგრამ არა - სპეციფიკური ნეიროსიფილისისთვის.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას