კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
FBC
ტესტი
საბაზისო ჰემატოკრიტის, ჰემოგლობინის და MCV-ს განსასაზღვრად.
გამოსადეგია B12 ვიტამინის მძიმე ფორმისა და გახანგრძლივებული დეფიციტისთვის, მაგრამ არ არის გამოსადეგი B12 ვიტამინის ადრეული დეფიციტის სადიაგნოსტიკოდ.
არ არის გამოსადეგი B12 ვიტამინის დეფიციტის გამოსარიცხად, ვინაიდან ბევრ პაციენტს B12 ვიტამინის დეფიციტით შესაძლოა ჰქონდეს ნორმალური ჰემატოლოგიური პარამეტრები.[77]
შედეგი
მომატებული MCV, დაბალი ჰემატოკრიტი
პერიფერიული სისხლის ნაცხში
ტესტი
კლასიკურად ნანახია ჰიპერსეგმენტირებული პოლიმორფონუკლეური უჯრედები და მეგალოციტები მძიმე ფორმის B12 ვიტამინის დეფიციტისას, რაც იწვევს მეგალობლასტურ ანემიას.
მეგალოციტები არის სისხლის წითელი უჯრედების პრეკურსორები, რომელთა რაოდენობის ზრდა განპირობებულია ჰემოპოეზისათის B12 ვიტამინის მნიშვნელობის გამო.
შესაძლოა ნორმალური იყოს ადრეული დეფიციტის დროს.
შედეგი
მეგალოციტები, ჰიპერსეგმენტირებული პოლიმორფონუკლეური უჯრედები
შრატში ვიტამინი B12
ტესტი
შრატში B12 ვიტამინი <148 პიკომოლი/ლ (<200 პიკოგრამი/მლ) მიუთითებს B12 ვიტამინის ნაკლებობის ალბათობას. დამადასტურებელი დიაგნოზი ზოგადად არ არის საჭირო და უნდა დავიწყოთ ემპირული მკურნალობა[1][2]
დამატებითი ანალიზები უნდა ჩატარდეს B12 ვიტამინის შესაძლო დეფიციტის გამოსარიცხად (148-258 პიკომოლი/ლ [201-350 პიკოგრამი/მლ]).
პაციენტებს შრატში B12 ვიტამინით >258 პიკომოლ/ლ (>350 პიკოგრამ/მლ) ნაკლებსავარაუდოა, ჰქონდეთ B12 ვიტამინის დეფიციტი. თუმცა, ვიტამინი B12 დონე >258 პიკომოლი/ლ (> 350 პიკოგრამი/მლ) არ გამორიცხავს ვიტამინი B12-ის დეფიციტს, განსაკუთრებით თუ ეჭვი გვაქვს პერნიციოზულ ანემიაზე. შრატში ვიტამინ B12-ის ცრუ ნორმალური ან მაღალი დონე დაფიქსირდა პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია შიდა ფაქტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების ხელის შემშლელი მოქმედებით ლაბორატორიულ გამოკვლევებში.[3][4][5][6] უნდა ჩატარდეს შემდგომი ტესტირება მეთილმალონის მჟავაზე, ჰომოცისტეინზე და ჰოლოტრანსკობალამინზე, რათა დადგინდეს არის თუ არა ვიტამინი B12 დეფიციტური.
შრატში B12 ვიტამინის ოპტიმალური დონე ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური ფუნქციისთვის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი.
შედეგი
<148 პიკომოლ/ლ (<200 პიკოგრამი/მლ) სავარაუდო დეფიციტი; 148-დან 258 პიკომოლამდე/ლ (201-დან 350 პიკოგრამ/მლ-მდე) შესაძლო დეფიციტი; >258 პიკომოლ/ლ (>350 პიკოგრამი/მლ) ნაკლებ სავარაუდო დეფიციტი, მაგრამ არ გამორიცხავს დიაგნოზს, განსაკუთრებით თუ პერნიციოზული ანემიის ეჭვია.
რეტიკულოციტების რაოდენობა
ტესტი
გამოიყენება B12 ვიტამინის დეფიციტის ჰემოლიზური ანემიისგან სადიფერენციაციოდ.
რეტიკულოციტების დაბალი მაჩვენებლი მიუთითებს დაქვეითებულ პროდუქციაზე, განსხვავებით ჰემოლიზური ანემიისა, რომლის დროსაც რეტიკულოციტების მაჩვენებელი გაიზრდება.
შედეგი
რეტიკულოციტების კორეგირებული დაბალი ინდექსი
გასათვალისწინებელი კვლევები
მეთილმალონილ მჟავა (MMA)
ტესტი
ქსოვილებში B12 ვიტამინის დეფიციტის მარკერი
სიფრთხილე გვამრთებს თირკმეების დაავადებების დროს, რადგანაც ამ დროს იმატებს MMA-ის დონე.[1]
მომატებული მეთილმალონილის მჟავა შესაძლოა იყოს ცრუ და საჭიროებს შემდგომ დაკვირვებას იმის დასადგენად, ნორმალიზდება თუ არა მკურნალობის შედეგად.
შედეგი
მომატებულია (>0.4 მიკრომოლი/ლ, მაგრამ შესაძლოა იყოს ლაბორატორიულ-სპეციფიკური)
ჰომოცისტეინი
ტესტი
ქსოვილებში B12 ვიტამინის დეფიციტის მარკერი
არ არის ისეთი სპეციფიკური, როგორც მეთილმალონილ მჟავა B12 ვიტამინის დეფიციტისთვის.[1] ასევე ფოლიუმის მჟავას მატებას დეფიციტი და ჰიპოთირეოიდიზმი.
შედეგი
მომატებულია (>15 მიკრომოლი/ლ [>2.03 მგ/დლ], მაგრამ შესაძლოა იყოს ლაბორატორიულ-სპეციფიკური)
ჰოლოტრანსკობალამინი (hTC)
ტესტი
ქსოვილებში B12 ვიტამინის დეფიციტის მარკერი
ტრანსკობალამინთან დაკავშირებული B12 ვიტამინის ზომები. დაბალი დონეები ნორმის ქვედა ზღვარზე მყოფი B12 ვიტამინით შრატში არაშესაფერის აბსორბციაზე მიუთითებს.
რამდენიმე კვლევამ აჩვენა hTC ანალიზის უფრო დიდი დიაგნოსტიკური სიზუსტე, ვიდრე სხვა ანალიზებით, რომლებიც აფასებენ ვიტამინის B12 დეფიციტის მარკერებს.[66]
შედეგი
<35 პიკოგრამ/ლ სადიაგნოსტიკოა
შიდა ფაქტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები (anti-IFAB)
ტესტი
როგორც კი B12 ვიტამინის დეფიციტი დადასტურდება, anti-IFAB ანტისხეულმა შესაძლოა განსაზღვროს არის თუ არა პერნიციოზული ანემია მიზეზი. მხოლოდ 50% მგრძნობიარე, მაგრამ ძალიან სპეციფიკური პერნიციოზული ანემიისთვის.[2]
ანტი-IFAB-ზე ტესტირება უნდა ჩატარდეს ვიტამინი B12 ჩანაცვლებითი თერაპიის დაწყებამდე, რადგან ვიტამინი B12-ის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ცრუ დადებითი შედეგები.[70][71]
შედეგი
დადებითი, თუ პერნიციოზული ანემია არის მიზეზი
ანტიპარიეტული უჯრედის (APC) ანტისხეული
ტესტი
როდესაც B12 ვიტამინის დეფიციტი დადასტურდება, ანტიპარიეტული უჯრედების ანტისხეულებით სხვა ანალიზებთან ერთად შესაძლოა განისაზღვროს არის თუ არა პერნიციოზული ანემიის მიზეზი.
ეს ანალიზი მაღალმგრძობიარეა(85%), მაგრამ არასპეციფიკურია, რადგანაც ანტიპარიეტული უჯრედების ანტისხეულები შესაძლოა მომატებული იყოს ატროფიული გასტრიტის დროს.[2]
შედეგი
დადებითი შედეგი შესაძლოა მიუთითებდეს პერნიციოზულ ანემიაზე; დადებითი შედეგი არ არის საკმარისი პერნიციოზული ანემიის დიაგნოსტირებისთვის, იმიტომ რომ პარიეტული უჯრედების ანტისხეულები შესაძლოა მომატებული იყოს ატროფიული გასტრიტის დროს
შრატის გასტრინი (უზმოზე)
ტესტი
გასტრინის დონე იმატებს კუჭის აქლორჰიდრიის დროს და შესაძლოა მიუთითებდეს პერნიციოზულ ანემიაზე.[72]
შედეგი
მოამტებულია, თუ პერნიციოზული ანემიაა მიზეზი
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას