სკრინინგი

სკრინინგის საკითხი საკამათოა, მაგრამ კლინიცისტმა უნდა გაითვალისწინოს გარკვეული რისკფაქტორები, ვიტამინის B12 დეფიციტის ტესტირების განხილვისას.

  • ხანდაზმული ასაკი: B12 ვიტამინის დეფიციტის გაზრდილი რისკი.[11][12][13][14][15][16]

  • გარკვეული მედიკამენტების ქრონიკულმა გამოყენებამ: მეტფორმინი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და ანტიკონვულანტები შეიძლება პაციენტი დეფიციტის რისკის ქვეშ დააყენოს.[31][32][37][38][49][50][51][52]

  • არასწორი კვება და ვეგანური ან მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა: ვიტამინის დეფიციტის გაზრდილი რისკი; შეიძლება შემოთავაზებული იყოს შრატში ვიტამინის დონის მონიტორინგი[26][48]

  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები: შეიძლება გამოიწვიოს მალაბსორბცია ან არაადექვატური აბსორბცია (მაგ., კრონის დაავადება, ცელიაკია).​[46][47]

  • ისაც კუჭის ოპერაცია ან შუნტირება აქვს გაკეთებული, არასათანადო აბსორბციის გამო, აქვს B12 ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკი.[27][45] პაციენტები, რომლებმაც გაიარეს კუჭის ოპერაცია ან ტერმინალური ილეექტომია, რეგულარულად უნდა შემოწმდეს დეფიციტისთვის.[27][45][46][47][74]

  • დიაბეტური პოლინეიროპათია (DPN) ან DPN-ის გაუარესება: შეიძლება იყოს B12 ვიტამინის თანმხლები დეფიციტის გაზრდილი რისკი.[80]

  • პერიფერიული ნეიროპათია (იდიოპათიური): პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ B12 ვიტამინის დეფიციტის გაზრდილი რისკი.[7]

კუჭის კიბოს ორ-სამჯერ მეტი რისკი აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც პერნიციოზული ანემია აქვთ და შესაძლოა აუცილებელი გახდეს პაციენტის ენდოსკოპიური კონტროლი.[81]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას