შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი
68 წლის კაცი მიდის ექიმთან რუტინული გასინჯვის და ჰიპერტენზიის, ჰიპერლიპიდემიის და ჰიპოთირეოიდიზმის შემდგომი კონტროლისთვის. ის უჩივის მსუბუქად გამოხატულ დაღლილობას, მაგრამ სხვამხრივ ჯანმრთელია. ლაბორატორიული შეფასების შედეგებში აღსანიშნავია ჰემატოკრიტი 0.34 (34%), საშუალო კორპუსკულური მოცულობაა 110 fL (110 მიკრომეტრი³). შემდგომი გამოკითხვისას ის უარყოფს ალკოჰოლის მოხმარებას და ნებისმიერ სხვა სიმპტომს.
სხვა გამოვლინებები
B12 ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ნევროლოგიური ნიშნები და სიმპტომები (მაგ. ზურგის ტვინის ქვემწვავე კომბინირებული დეგენერაცია [გამოწვეული ზედა მოტორული ნეირონის დაზიანებით] და/ან პერიფერიული ნეიროპათია [ქვედა მოტორული ნეირონის დაზიანებით გამოწვეული]). პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ზედა და ქვედა მოტორული ნეირონების დაზიანების ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა დიზესთეზია/პარესთეზია, ატაქსია, კუნთების სისუსტე და ჰიპერრეფლექსია. რეფლექსები შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან არ ვლინდებოდეს (დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე).
კლინიცისტებმა უნდა განიხილონ B12 ვიტამინის დეფიციტის ტესტირება პაციენტებში, რომლებიც უჩივიან ნევროლოგიურ სიმპტომებს, თუნდაც მსუბუქად, რადგან ადრეულმა მკურნალობამ შეიძლება თავიდან აიცილოს მუდმივი ნევროლოგიური დაზიანება. შეიძლება ღირებული იყოს ფარული დეფიციტის ტესტირება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მსუბუქი კოგნიტური უკმარისობა ან დემენცია, მაგრამ საჭიროა მეტი კვლევა იმის დასადგენად, თუ რომელი B ვიტამინის დანამატებია სასარგებლო ამ პაციენტებისთვის.[7][8][9]
მეგალობლასტური ანემია ჰიპერსეგმენტირებული პოლიმორფონუკლეური უჯრედებით B12 ვიტამინის დეფიციტის კლასიკური ნიშანია, მაგრამ ტიპურად ვლინდება დეფიციტის გვიან სტადიებზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას