ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
ძირითადი რისკფაქტორებია >65 წლის ასაკი, ანამნეზში კუჭის ოპერაცია ( გასტრექოტომიას ან შეუნტირებას სიმსუქნის გამო) ვეგანური და ვეგეტარიანული დიეტა, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადება (მაგ: კრონის დაავადება ან ცელიაკია) და ცნობილი გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, H2 რეცეპტორების ანტაგონისტები, მეტფორმინი, ანტიკონვულსანტები).
ხანდაზმული ასაკი
ანამნეზში კუჭის ოპერაცია (გასტრექტომია ან შუნტირება სიმსუქნის გამო)
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
პარესთეზიები
შესძლოა იყოს ნევროლოგიური დაზიანების ადრეული და საეჭვო სიმპტომი.[18]
იშვიათი
ვეგანური და მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა
გასტროინტესტინური ქრონიკული დაავადება (მაგ. კრონის დაავადება ან ცელიაკია)
მედიკამენტი (პროტონების ტუმბოს ინჰიბიტორები, H2 რეცეპტორის ანტაგონისტები, მეტფორმინი, ანტიკონვულსანტები)
ატაქსია
B12 ვიტამინის დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს უკანა სვეტის დეგენერაცია და თანდათანობით - ატაქსიური სიარული.[75]
ვიბრაციის დაქვეითებული შეგრძნება
უკანა სვეტის დეგენერაციის კლასიკური ნიშანი.
რომბერგის დადებითი ტესტი
უკანა სვეტის დეგენერაციის კლასიკური ნიშანი.
სიფერმკრთალე
ზოგადად B12 ვიტამინის დეფიციტის გვიანი ნიშანი.
პეტექიები
ზოგადად B12 ვიტამინის დეფიციტის გვიანი ნიშანი.
გლოსიტი
ზოგადად B12 ვიტამინის დეფიციტის გვიანი ნიშანი.[18]
კუთხოვანი ქეილიტი
პაციენტი კუთხოვანი ქეილიტით უნდა გამოვიკვლიოთ B12 ვიტამინის დეფიციტზე.
რისკფაქტორები
ძლიერი
ასაკი >65 წელი
პრევალენტობა, გავრცელება ასაკის მატებასთან ერთად იმატებს და მოზრდილებში ცვალებადობს 5-35% დიაპაზონში, შესწავლილი პოპულაციის და სადიაგნოსტიკო მეთოდების მიხედვით.[11][12][13][14][15][16][17]
B12 ვიტამინის დეფიციტის რისკი ამ პოპულაციაში, სავარაუდოდ, დიეტური დეფიციტის შედეგია, კუჭის ფუნქციის დაქვეითება, რაც იწვევს მალაბსორბციას და პერნიციოზული ანემიის სიხშირის გაზრდას[11]
კუჭის ოპერაცია (შუნტირება ან რეზექცია)
ერთ-ერთ სისტემურ მიმოხილვაში B12 ვიტამინის დეფიციტი აღინიშნებოდა პაციენტების 6.5%-ში Roux-en-Y კუჭის შუნტირებიდან 12 თვის შემდეგ, შედარებით პაციენტების 2.3%-თან ოპერაციამდე.[27] რეტროსპექტულმა კვლევამ გამოავლინა დეფიციტი პაციენტთა 12%-ში Roux-en-Y კუჭის შუნტირებამდე, რომელიც გაიზარდა 19%-მდე ოპერაციიდან 1 წლის განმავლობაში და 29%-მდე 3 წელიწადში[44]
კუჭის ფუძის უჯრედები წარმოქმნის შიდა ფაქტორს, რომელიც უკავშირდება თავისუფალ B12 ვიტამინს და ხელს უწყობს შეწოვას თეძოს ნაწლავის ტერმინალურ ნაწილში. ვისაც კუჭის ოპერაცია ან შუნტირება აქვს გაკეთებული, არასათანადო აბსორბციის გამო, აქვს B12 ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკი.[27][45]
ქრონიკული გასტროინტესტინური დაავადება
ქრონიკული გასტროინტესტინური დაავადების (მაგ. კრონის დაავადება და ცელიაკია) დროს შესაძლოა ადგილი გქონდეს B12 ვიტამინის მალაბსორბციას ან არასაკმარის შეწოვას.
B12 ვიტამინის შეწოვა ხდება ტერმინალურ ილეუმში; შესაბამისად მათ, ვისაც აქვთ ტერმინალური ილეუმის დაავადება ასევე აქვთ B12 ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკი.[46] ერთ-ერთ კვლევაში, B12 ვიტამინის დეფიციტის მტკიცებულება იპოვეს კრონის დაავადების მქონე პაციენტთა 50%-ში, რომელთაც ამოჭრილი ჰქონდათ ტერმინალური ილეუმის >20 სმ.[47]
ვეგანური ან მკაცრი ვეგეტარიანული დიეტა
დეფიციტის ზუსტი გავრცელება ვეგანებსა და მკაცრი ვეგეტარიანელებს შორის (რომლებიც არ იღებენ დამატებით საკვებ დანამატებს) ძნელია შეფასდეს კვლევის მეთოდის არაერთგვაროვნების გამო; თუმცა, ასაკიდან გამომდინარე, ის შეიძლება მერყეობდეს 11%-დან 90%-მდე.[25][26]
ერთ-ერთი რანდომიზებული კვლევით ვლინდება, რომ 4 კვირიანმა ვეგანურმა დიეტამ გამოიწვია შრატში ვიტამინის B12 დონის მნიშვნელოვანი შემცირება (362 ნანოგრამი/დლ-დან 296 ნანოგრამ/დლ-მდე).[48]
მეტფორმინის გამოყენება
მეთფორმინის ქრონიკული გამოყენება იწვევს შრატში B12 ვიტამინის დონის დაქვეითებას და პაციენტის არის B12 ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ.[32][49][50][51]
ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში, B12 ვიტამინის დეფიციტის აბსოლუტური რისკი იყო 7,2%-ით მაღალი იმ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ხანგრძლივ (4,3 წელი) ინსულინთან და მეტფორმინთან, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ინსულინს და პლაცებოს (რაოდენობა საჭიროა ზიანის მიყენებისთვის. 13.8).[52]
მექანიზმი უცნობია, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს მალაბსორბციასთან.
H2 რეცეპტორის ანტაგონისტის ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორის გამოყენება
საკვებთან დაკავშირებული ვიტამინი B12 გამონთავისუფლება ხდება პეპტიური მჟავით (გამოიყოფა კუჭის მიერ). ამგვარად, ისინი, ვინც ქრონიკულ H2 რეცეპტორების ანტაგონისტებს ან პროტონების ტუმბოს ინჰიბიტორებს იღებენ, შესაძლოა ივყნენ B12 ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ.[31]
ერთ-ერთი დიდი შემთხვევა/კონტროლის დიზაინის კველევის თანახმად, პაციენტებში, რომლებთანაც 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხდებოდა პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორების ან H2 რეცეპტორების ანტაგონისტების გამოყენება, B12 ვიტამინის დეფიციტის რისკი იზრდებოდა.[53]
სუსტი
Helicobacter pylori-ით გამოწვეული ინფექცია
როგორც ჩანს, ორსულ ქალებში H pylori ინფექციასა და B12 ვიტამინის დეფიციტს შორის კავშირი არ არსებობს.[33][34] თუმცა, უცნობია იწვევს თუ არა ვიტამინ B12 -ის დეფიციტის მიზეზს მიკროორგანიზმი ან მასთან დაკავშირებული ატროფიული გასტრიტი.[35]
როგორც ჩანს, არ არსებობს კავშირი H pylori ინფექციასა და B12 დეფიციტს შორის ორსულ ქალებში.[36]
ანტიკონვულსანტის გამოყენება
აზოტის ოქსიდის ბოროტად გამოყენება
აზოტის ოქსიდის (N2O) არასწორმა გამოყენებამ რეკრეაციული მიზნებისთვის შეიძლება გაზარდოს ვიტამინის B12 დეფიციტის რისკი.[39][39]
ერთ გლობალურ სისტემატურ მიმოხილვასა და მეტაანალიზში, რეგისტრირებული რეკრეაციული მომხმარებლების 85%-მდე შესაძლოა ან დიდი ალბათობით ქონდათ ვიტამინი B12 დეფიციტი.[40]
N2O გარდაქმნის ვიტამინის B12-ის აქტიურ მონოვალენტურ ფორმას მის არააქტიურ ბივალენტურ ფორმაში. N2O-ით გამოწვეული ვიტამინის B12 დეფიციტის ნევროლოგიური შედეგები შეიძლება მოიცავდეს ნეიროპათიას და დამბლას.[41]
შაქრიანი დიაბეტი
ერთ-ერთი კვლევით გამოვლინდა B12 ვიტამინის დეფიციტი ტიპი 2 დიაბეტის მქონდე პირთა 22%-ში.[54] B12 ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა მარტივად მივიჩნიოთ ნეიროპათიის მიზეზად ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.[54]
ხანდაზმული დიაბეტით დაავადებული პაციენტები, რომლებიც იღებენ მეტფორმინს, შესაძლოა იმყოფებოდნენ B12 ვიტამინის დეფიციტის უფრო დიდი რისკის ქვეშ (რადგან მეტფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინის B12 დეფიციტი).[55]
ორსულობა
B12 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს ქალების 20%-დან 30%-მდე და განსაკუთრებით ხშირია თუ ქალი ვეგეტარიანელია ან ვეგანი.[11][29]
ერთმა სისტემატურმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ ვიტამინი B12 დონე მცირდება პირველიდან მესამე ტრიმესტრამდე.[30]
ორსულობის დროს B12 ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა განაპირობებდეს ნაადრევ მშობიარობას, დაბადებისას დაბალ წონას და ახალშობილის B12 ვიტამინის დაბალ დონეს.[56][57]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას