პირველადი პრევენცია
B12 ვიტამინის რეკომენდებული მაქსიმალური დოზა (RDA) მამაკცებში და 14 წლის და უფროს ქალებში შეადგენს 2.4 მიკროგრამს/დღეში.[58] ორსულობის და ლაქტაციის დროს რეკომენდებული მაქსიმალური დოზა (RDA) არის შესაბამისად 2.6 და 2.8 მიკროგრამი დღეში.[58][59]
B12 ვიტამინის უმეტესობა აითვისება მიღებული ხორციდან და რძის პროდუქტებიდან და B12 ვიტამინის მარაგი სხეულში წლების განმავლობაში რჩება. საკვების გამდიდრების პოლიტიკამ შეიძლება შეამციროს ვიტამინის B12 დეფიციტის რისკი.[60]
[ ]
B12 ვიტამინის დეფიციტის მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებმა შეიძლება განიხილონ ვიტამინი B12-ის ჩართვა, როცა კვების ძირითადი პროდუქტები გამდიდრებულ ფოლიუმის მჟავით. ეს ხელს შეუწყობს ფოლიუმის მჟავას ჭარბი მოხმარების არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას.[61][62]
ვეგანები და მკაცრად ვეგეტარიანელები შესაძოა იყვნენ B12 ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშ და უნდა მიიღონ B12 ვიტამინის დანამტი საკვებთან ერთად ან მულტივიტამინების სახით, რომელიც შეიცავს მინიმუმ 2.4 მიკროგრამ B12 ვიტამინს ყოველდღიურად. ვისაც ანამნეზში კუჭის შუნტირება ან გასტრექტომია აქვს, უნდა დავუმატოთ საკვებში დამატებითი B12 ვიტამინი.[63]
მეორეული პრევენცია
ვეგანები და ხანდაზმული პაციენტები მულტივიტამინური დანამატების ან B12 ვიტამინით გამდიდრებული საკვების მიღების გარეშე B12 ვიტამინის დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ არიან. B12 ვიტამინის დანამატების ოპტიმალური დოზა დაუზუსტებელია, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს ოპტიმალური აბსორბციისთვის შესაძლოა დასჭირდეთ >500 მიკროგრამი/დღეში პერორული დოზა.[112] ვეგანების და მკაცრი ვეგეტარიანელების უმეტესობამ თავისუფლად უნდა აითვისოს თავისუფალი ვიტამინი B12 სტანდარტული მულტივიტამინებიდან ან გამდიდრებული საკვებიდან, და მინიმალური სამიზნე მიღება უნდა აკმაყოფილებდეს რეკომენდებულ დიეტურ ნორმას (2,4 მიკროგრამი/დღეში). ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში, რომლებსაც აქვთ B12 ვიტამინის მცირე მარაგები, ერთმა კვლევამ აჩვენა მარაგების გაუმჯობესება თუ მიიღებს 50 მიკროგრამი/დღეში სუბლინგვალური ვიტამინის B12 ან ვიტამინი B12 2000 მიკროგრამი/კვირაში სუბლინგვალურად.[93] შედეგები მხარს უჭერს სუბლინგვალური დანამატის გამოყენებას დაბალი დოზებით ამ პოპულაციაში.[93]
პაციენტებში, რომლებსაც პერნიციოზული ანემიის დიაგნოზი დაესვათ (შიდა ფაქტორის ნაკლებობის გამო), რეკომენდებულია ენდოსკოპიური კონტროლი კუჭის კიბოს განვითარების მაღალი რისკის გამო. კუჭის კიბოს ორ-სამჯერ მეტი რისკი აღინიშნება პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტებში.[81]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას