ეპიდემიოლოგია

ფრემინგჰემის შთამომავლობის კვლევამ გამაოვლინა, რომ აშშ-ს მოზრდილთა 39% B12 ვიტამინის დეფიციტის რისკის ქვეშაა(განისაზღვრება როგორც შრატში B12 ვიტამინი <258 პიკომოლ/ლ [<350 პიკოგრამ/მლ]).[10] პრევალენტობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და მოზრდილ ადამიანებში ცვალებადობს 5-15 % დიაპაზონში შესწავლილი პოპულაციის და სადიაგნოსტიკო მეთოდების მიხედვით.[11][12][13][14][15][16][17]​​​

შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, ვიტამინის B12 დეფიციტის გავრცელება არის დაახლოებით 6% 60 წელზე ახალგაზრდა ადამიანებში და თითქმის 20% 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.[18] B12 ვიტამინის ზღვრული დონე გვხვდება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის დაახლოებით 20%-ში.[19]მსოფლიოს სხვა რეგიონებში ჩატარებულმა კვლევებმა, მათ შორის სკანდინავიასა და ახლო აღმოსავლეთში, გამოავლინა შრატში ვიტამინი B12 დაბალი დონე (<148 პიკომოლ/ლ [<200 პიკოგრამი/მლ]) გამოკვლეული პოპულაციის 25%-დან 70%-მდე.[20][21][22][23][24]

მოსალოდნელია, რომ B12 ვიტამინის დეფიციტის გავრცელება გაიზრდება ვეგანიზმისა და ვეგეტარიანობის მზარდი პოპულარობის გამო. დეფიციტის ზუსტი გავრცელება ვეგანებსა და მკაცრი ვეგეტარიანელებს შორის ძნელია შეფასდეს კვლევის მეთოდის ჰეტეროგენურობის გამო; თუმცა, ასაკიდან გამომდინარე, ის შეიძლება მერყეობდეს 11%-დან 90%-მდე.[25][26]

კუჭის შემოვლითი ანასტომოზის ოპერაციის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ვიტამინის B12 დეფიციტის ზრდა. Roux-en-Y კუჭის შემოვლითი ოპერაციამ შეიძლება გამოიწვიოს დეფიციტი პაციენტების ნახევარში საწყის პოსტოპერაციულ წლებში არაადექვატური შეწოვის გამო.[27][28]

B12 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის დროს ქალების 20%-დან 30%-მდე და განსაკუთრებით ხშირია თუ ქალი ვეგეტარიანელია ან ვეგანი.[11][29] ერთმა სისტემატურმა მიმოხილვამ დაადგინა, რომ ვიტამინი B12 დონე მცირდება პირველიდან მესამე ტრიმესტრამდე.[30]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას