კრიტერიუმები
B12 ვიტამინის დეფიციტის დონე შრატში
ვიტამინის B12 დეფიციტის ალბათობა შეიძლება განისაზღვროს შრატის ვიტამინი B12 დონის მიხედვით შემდეგნაირად:[1][2]
B12 ვიტამინის მოსალოდნელი დეფიციტი: <148 პიკომოლი/ლ (<200 პიკოგრამი/მლ)
B12 ვიტამინის შესაძლო დეფიციტი: 148- 258 პიკომოლი/ლ (201 - 350 პიკოგრამი/მლ)
B12 ვიტამინის დეფიციტი ნაკლებსავარაუდოა: >258 პიკომოლი/ლ (>350 პიკოგრამი/მლ).
ვიტამინი B12 დონე >258 პიკომოლი/ლ (> 350 პიკოგრამი/მლ) არ გამორიცხავს ვიტამინი B12-ის დეფიციტს, განსაკუთრებით თუ ეჭვი გვაქვს პერნიციოზულ ანემიაზე. შრატში ვიტამინ B12-ის ცრუ ნორმალური ან მაღალი დონე დაფიქსირდა პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტებში, რაც გამოწვეულია შიდა ფაქტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების (ანტი-IFAB) ხელის შემშლელი მოქმედებით ლაბორატორიულ გამოკვლევებში.[3][4][5][6]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას