მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

უსიმპტომო მოზარდი და მოზრდილი პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ვენერიული ლიმფოგრანულომის ექსპოზიცია

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკები

უსიმპტომო ადამიანისთვის, რომელსაც სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა ვენერიული ლიმფოგრანულომის მქონე პაციენტთან.

სქესობრივი კონტაქტის მკურნალობის გაიდლაინი განსხვავდება რეგიონის მიხედვით. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირით 60 დღის ან 3 თვის განმავლობაში სიმპტომების მქონე პარტნიორთან ან ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი ვენერიული ლიმფოგრანულომას დაზიანებასთან ან ლიმფური კვანძის ან სწორი ნაწლავის გამონადენთან, უნდა დაუკავშირდეს საავადმყოფოს შეფასებისთვის და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ან ანტიბიოტიკოთერაპიისთვის.[1][30]

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები რეკომენდაციას უწევს დოქსიციკლინის 7 დღიან კურსს.[30] ევროპული გაიდლაინი არ უწევს რეკომენდაციას კურსის გამოყენებას 3 კვირაზე ნაკლები დროის განმავლობაში.[1]

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: 100 მგ პერორალურად, დღეში ორჯერ, 7-21 დღის განმავლობაში

მწვავე

ვენერიული ლიმფოგრანულომას ყველა სტადია

Back
1-ლი რიგის – 

ანტიბიოტიკები

დოქსოციკლინი არის რეკომენდებული პირველი რიგის თერაპია.

დოქსიციკლინი უკუნაჩვენებია ტეტრაციკლინზე ალერგიის მქონე პაციენტებში და ორსულ ქალებში ან მეძუძურ დედებში. ამ პაციენტებში მისაღები ალტერნატივაა მაკროლიდები. ექსპერტების აზრით მაკროლიდები, ქლამიდიას სხვა სეროლოგიური ვარიანტების წინააღმდეგ მათი ეფექტიანობის გათვალისწინებით, განიხილება ვენერიული ლიმფოგრანულომის ეფექტურ მკურნალობად.[44]

თუ თერაპიიდან 3 კვირის შემდეგ კვლავ არის წარმოდგენილი დაავადება, უნდა გამოირიცხოს ალტერნატიული დიაგნოზი. სხვა ინფექციებისთვის ან ბაქტერიული სუპერ-ინფექციებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების გახანგრძლივება ან მათი სპექტრის გაფართოება.

პირველადი პარამეტრები

დოქსოციკლინი: 100 მგ პერორალურად დღეში ორჯერ 21 დთის განმავლობაში

მეორეული ვარიანტები

აზიტრომიცინი: 1გ პერორალურად კვირაში ერთხელ 3 კვირის განმავლობაში

ან

ერითრომიცინი: 500 მგ პერორალურად დღეში ოთხჯერ 21 დღის განმავლობაში

Back
განიხილე – 

ჩირქის ასპირაცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

შორსწასული დაავადება შესაძლოა საჭიროებდეს ქირურგიულ შეფასებას.

ბუბონიდან ჩირქის ასპირაცია უნდა მოხდეს ნორმალური კანიდან ლატერალური მიდგომის საშუალებით, რათა მოხდეს გახევისა და სინუსური ტრაქტების ფორმირების პრევენცია.

როდესაც შესაძლებელია გაჭრა და დრენირება ან ქირურგიული ამოკვეთა თავიდანაა არიდებული, ვინაიდან ამ პროცედურებმა შესაძლოა დაარღვიოს ლიმფური დრენაჟი, გამოიწვიოს სინუსური ტრაქტების ფორმირება და გაართულოს შეხორცების პროცესი.[1][22][47]

Back
განიხილე – 

ქირურგიული რეკონსტრუქცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია <strong>ზოგიერთი</strong> პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

Esthiomene-თან ან ელეფანტიაზთან დაკავშირებული გენიტალიების ცვლილება შესაძლოა არ მოგვარდეს ვენერიული ლიმფოგრანულომისთვის მხოლოდ სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიით. ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ განიხილება პლასტიკური ქირურგიული რეკონსტრუქცია და არსებობს მტკიცებულება, რომ ალაგებული იყო აქტიური დაავადება.[1][22][47]

შორსწასულ ანორექტულ დაავადებას შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული შეფასება, ვინაიდან რექტული სტრიქტურა არ აღმოიფხვრება ვენერიული ლიმფოგრანულომისთვის მხოლოდ სტანდარტული ანტიბიოტიკოთერაპიით. ქირურგიული ჩარევის ჩვენებებია: სტრიქტურის ფორმირება, ნაწლავის ობსტრუქცია, რექტოვაგინალური ფისტულა და ანალური არხის, ანალური სპინქტერისა და პერინეუმის დესტრუქცია.[1][47]

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას