ეპიდემიოლოგია

Chlamydia trachomatis-ის L1, L2 და L3 სეროლოგიური ვარიანტები ენდემურია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკის, კარიბისა ზღვის ქვეყნებისა და აფრიკის ტროპიკული რეგიონებისთვის. ისტორიულად, ვენერიული ლიმფოგრანულომა იშვიათ დაავადებად განიხილება ზომიერი კლიმატური პირობების მქონე განვითარებულ ქვეყნებში. თუმცა, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ურბანულ ზონებში ადგილი ჰქონდა ვენერიული ლიმფოგრანულომას ეპიდაფეთქებას მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთამ, ხშირად სიფილისის, აივ-ის და C ჰეპატიტის ტრანსმისიით.[9][10] ვენერიული ლიმფოგრანულომა იშვიათად გვხვდება შეერთებულ შტატებში, მაგრამ რადგან ის არ არის შეტყობინებადი ინფექცია, შემთხვევების მაჩვენებლების დადგენა რთულია.

ინფექცია შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ პიკური სიხშირე 15-დან 40 წლამდეა, ასაკი, როდესაც სქესობრივი აქტივობა პიკს აღწევს.[11] ვენერიული ლიმფოგრანულომა უფრო ხშირად აღინიშნება მამაკაცებში, რადგან ადრეული ნიშნები უფრო აშკარაა მამაკაცებში, მაგრამ ითვლება, რომ მამაკაცები და ქალები სავარაუდოდ თანაბრად არიან დაზარალებულები.[11] ზოგიერთმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა MSM-ებში გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში, დაადგინა, რომ ვენერიული ლიმფოგრანულომა უსიმპტომოა შემთხვევათა ერთ მეოთხედში.[12][13]

ამ რეგიონებიდან მოხსენებები ცხადყოფს, რომ ჰერპეს სიმპლექს ვირუსთან ან სიფილისთან შედარებით ვენერიული ლიმფოგრანულომა ნაკლებად არის გენიტალური წყლულოვანი დაავადების უპირატესი გამომწვევი მიზეზი და შანკროიდთან შედარებით ნაკლებად იწვევს საზარდულის სიმფადენოპათიას.[14][15][16]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას