შემთხვევის ანამნეზი

შემთხვევის ანამნეზი #1

30 წლის აივ ინფექციის მქონე მამაკაცს აქვს პროგრესული ანორექტული ტკივილის, მუცლის სპაზმური ტკივილის, რექტული სისხლდენისა და დიარეას 3 კვირიანი ანამნეზი. ის აღნიშნავს, რომ სხვა დაწესებულებაში გაისინჯა ექიმის მიერ, რომელმაც ჩათვალა, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს ნაწლავის ანთებითი დაავადება. პაციენტმა მიიღო დანიშნული მეტრონიდაზოლი, მაგრამ სიმპტომები კვლავ პროგრესირებდა. მას არ ჰქონდა ცხელება, წონის კლება, დისკომფორტი და დაღლილობა. იგი ხშირად მოგზაურობს ამსტერდამში, ნიდერლანდებში, სადაც აღნიშნავს, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში ჰქონდა ანალური სქესობრივი კავშირი მამაკაც პარტნიორთან და ხშირად არ იყენებდა პრეზერვატივს. მას არა აქვს საზარდულის ლიმფადენოპათია. მას აქვს ანორექტული კიდის შევიწროება და მომატებული მგრძნობელობა.

შემთხვევის ანამნეზი #2

27 წლის მამაკაცს აქვს მარჯვენა საზარდულში პროგრესულად მზარდი წარმონაქმნის 2 კვირიანი ანამნეზი. წარმონაქმნები ანთებითია, პაციენტი უჩივის ცხელებას, ართრალგიასა და შეუძლოდ ყოფნას. იგი არ აღნიშნავს დაწყლულებას, პიურიას ან დიზურიას. იგი 4 კვირის წინ დაბრუნდა სამხრეთაღმოსავლეთი აზიიდან. ის ამბობს, რომ იქ ყოფნის პერიოდში მოიხმარდა კოკაინს და ჰქონდა სექს მუშაკთან დაუცველი სქესობრივი კავშირი. მარჯვენა საზარდულისა და ბარძაყის ლიმფური კვანძები (საზარდულის იოგის ზევით და ქვევით) ოვალურია, დაახლოებით 3 სმ სიდიდის, უმოძრაო და მტკივნეულია პალპაციისას. კანი ამ არეში სქელი და გამკვრივებულია.

სხვა გამოვლინებები

ექსტრაგენიტალური გამოვლინებები იშვიათია, მაგრამ LGV შეიძლება გამოვლინდეს ფარინგიტით, ენის და ხახის დაწყლულოვნებით ან ყელის ლიმფადენოპათიით.[3][4][5] LGV ასიმპტომურ მატარებლებში იდენტიფიცირდება ხახის და ურეთრის ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტით.[6] დისემინირებული დაავადება ვითარდება ბაქტერიული გავრცელების შედეგად განპირობებული მდგომარეობებით, როგორიცაა ართრიტი, ჰეპატიტი, პერიკარდიტი, პნევმონია ან მენინგოენცეფალიტი.[7] ასევე ხშირადაა დაკავშირებული კვანძოვანი ერითემა.[8] ქრონიკული ინფექციის გართულებამ აბსცესის გახევისას შესაძლოა გამოიწვიოს ფიბროზი და სინუსური ტრაქტებისა და ანოგენიტალური ტრაქტის სტრიქტურების ფორმირება. ქალებში ამან შესაძლოა გამოიწვიოს esthiomene (გენიტალიის ფიბროზული ელეფანტიაზი) ან ფისტულა, რომელიც მოიცავს შარდსადენს, საშოს, შარდსაწვეთსა და სწორ ნაწლავს კაცებში ასევე აღწერილია გასინჯვით მიღებული მონაცემი, რომელიც ცნობილია როგორც saxophone penis ან penoscrotal ელეფანტიაზი.[2] გვიანი გართულებები იშვიათია და უფრო ხშირად შესწავლილია მამაკაცებში პროტოკოლიტის შემდეგ.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას