მიდგომა

დაავადების ადრეული სტადიის მკურნალობა ეფექტურადაა შესაძლებელი ანტიბიოტიკებით. შორსწასულ დაავადებას შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული შეფასება; თუმცა, თუ ეს შესაძლებელია, თავი უნდა ავარიდოთ გაჭრას და დრენირებას ან ქირურგიულ ამოკვეთას, ვინაიდან ამ პროცედურებმა შესაძლოა დაარღვიოს ლიმფური დრენაჟი, გამოიწვიოს სინუსური ტრაქტების ფორმირება და გაართულოს შეხორცების პროცესი. თუ დამადასტურებელი ლაბორატორიული ტესტები არ არის სწრაფი ან ხელმისაწვდომი, სავარაუდო ვენერიული ლიმფოგრანულომის კლინიკური სინდრომის მქონე პაციენტებში უნდა დაიწყოს ემპირიული მკურნალობა.[21]

პირველადი ვენერიული ლიმფოგრანულომას მქონე პაციენტები

დაავადების ადრეულ სტადიაზე დოქსოციკლინი რეკომენდებულია, როგორც პირველი რიგის თერაპია. პირველადი ვენერიული ლიმფოგრანულომისთვის არ უნდა გახდეს საჭირო ანტიბიოტიკებით გახანგრძლივებული მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი რეტროსპექტიული მიმოხილვით, მამაკაცებთან სექსის მქონე მამაკაცებისთვის, რექტული LGV-ის დროს საკმარისია 7-14 დღიანი კურსი, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 21 დღეზე ნაკლები ხანგრძლივობის მკურნალობის ეფექტიანობას.[45]

როდესაც ტეტრაციკლინი უკუჩვენებაა, (მაგ. ტეტრაციკლინზე ალერგიის მქონე პაციენტები ან ორსული ან მეძუძური დედები) ერითრომიცინი არის უპირატესი მკურნალობა.

აგრეთვე, ალტერნატიული მკურნალობაა აზითრომიცინი. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევებისას არ დამტკიცებულა მისი ეფექტიანობა, მისი გამოყენება ძირითადად მიღებულია თუ პაციენტი ორსულადაა ან არის მეძუძური დედა, თუ პაციენტს აქვს გვერდითი რეაქციები დოქსოციკლინზე ან ერითრომიცინზე, ან თუ წამლის არასწორი მოხმარება პრობლემას წარმოადგენს.[1][30][44] LGV პროქტიტის მქონე 125 პაციენტის კვლევაში კლინიკური და მიკრობიოლოგიური განკურნების მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ 3 კვირის განმავლობაში აზითრომიცინის კვირაში ერთხელ მიღება ისეთივე ეფექტურია, როგორც სტანდარტული დოქსიციკლინი.[46]

თუ თერაპიიდან 3 კვირის შემდეგ კვლავ არის წარმოდგენილი დაავადება, უნდა გამოირიცხოს ალტერნატიული დიაგნოზი. სხვა ინფექციებისთვის ან ბაქტერიული სუპერ-ინფექციებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების გახანგრძლივება ან მათი სპექტრის გაფართოება.

მეორეული ვენერიული ლიმფოგრანულომას მქონე პაციენტი

ანტიბიოტიკები გამოიყენება ინფექციის აღმოსაფხვრელად, ისევე როგორც დაავადების ადრეულ სტადიებზე.

ბუბონიდან ჩირქის ასპირაცია ხდება ნორმალური კანიდან ლატერალური მიდგომის საშუალებით, რათა მოხდეს გახევისა და სინუსური ტრაქტების ფორმირების პრევენცია.[1][47]

როდესაც შესაძლებელია საზარდულის ბუბონის გაჭრა და დრენირება ან ქირურგიული ამოკვეთა თავიდანაა არიდებული, ვინაიდან ამ პროცედურებმა შესაძლოა დაარღვიოს ლიმფური დრენაჟი, გამოიწვიოს სინუსური ტრაქტების ფორმირება და გაართულოს შეხორცების პროცესი.[1][22]

მესამეული ვენერიული ლიმფოგრანულომას მქონე პაციენტები

ანტიბიოტიკები გამოიყენება ინფექციის აღმოსაფხვრელად, ისევე როგორც დაავადების ადრეულ სტადიებზე.

Esthiomene-თან ან ელეფანტიაზთან დაკავშირებული გენიტალიების ცვლილება შესაძლოა არ მოგვარდეს მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპიით. ანტიბიოტიკოთერაპიის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ განიხილება პლასტიკური ქირურგიული რეკონსტრუქცია და არსებობს მტკიცებულება, რომ ალაგებული იყო აქტიური დაავადება.[1][22][47]

შორსწასულ ანორექტულ დაავადებას შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული შეფასება სპეციალიზირებული და გამოცდილი გუნდის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ანთებითი პროცესი უმჯობესდება, რექტული სტრიქტურები ან აღმოიფხვრება მხოლოდ ანტიბიოტიკოთერაპიით. ქირურგიული ჩარევის ჩვენებებია: სტრიქტურის ფორმირება, ნაწლავის ობსტრუქცია, რექტოვაგინალური ფისტულა და ანალური არხის, ანალური სპინქტერისა და პერინეუმის დესტრუქცია[1][47]

უსიმპტომო ვენერიული ლიმფოგრანულომის მქონე პაციენტი

დოქსოციკლინის 7-დღიანი კურსი ძირითადად გამოიყენება არა-LGV Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული უსიმპტომო რექტული ინფექციების დროს; თუმცა ევროპის გაიდლაინები რეკომენდაციას არ უწევს 21 დღეზე ხანმოკლე კურსს.[1]

მიუხედავად იმისა, რომ ერითრომიცინის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზების რეჟიმის მტკიცებულება ნაკლებია, ერითრომიცინის ერთჯერადი დოზის შემდეგ, ტესტირებისთვის დაბრუნებისას, უსიმპტომო რექტული ქლამიდიური ინფექციების მქონე პაციენტების 20% -მდე კვლავ დადებითი რჩება, იმ პაციენტების 1-10%-თან შედარებით რომლებმაც დოქსოციკლინით იმკურნალეს.[44]

ვენერიულ ლიმფოგრანულომასთან ექსპოზირებული პაციენტები

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირით 60 დღის განმავლობაში სიმპტომების მქონე პარტნიორთან ან ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი ვენერიული ლიმფოგრანულომას დაზიანებასთან ან ლიმფური კვანძის ან სწორი ნაწლავის გამონადენთან, უნდა დაუკავშირდეს საავადმყოფოს შეფასებისთვის და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ან ანტიბიოტიკოთერაპიისთვის.[1][30]

ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ადრეული სავარაუდო მკურნალობა, ვინაიდან პირველადი დაზიანებები იშვიათად დგინდება.

აივ ინფექციით კოინფექცია

აივ ინფექციისა და ვენერიული ლიმფოგრანულომას მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ მკურნალობის ერთნაირი რეჟიმი, ისე როგორც მათ , რომლებიც არიან აივ-უარყოფითები; თუმცა საჭიროა შემდგომი მეთვალყურეობა რათა დარწმუნდეთ რომ დაავადება ალაგებულია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას