პირველადი პრევენცია
პირველად პრევენციას წარმოადგენს თავშეკავება სქესობრივი კონტაქტისგან იმ პირთან, რომელსაც აქვს LGV; პრეზერვატივი შეიძლება ბოლომდე ეფექტური არ იყოს Chlamydia trachomatis-ის გავრცელებული წყლულოვანი კერებიდან გადაცემისას, განსაკუთრებით თუ ეს კერები მოიცავს პერინეუმსა და საზარდულს. დამცავი მეთოდების მუდმივმა გამოყენებამ ორალური, ვაგინალური და ანალური სექსის დროს შესაძლოა შეამციროს ვენერიული ლიმფოგრანულომის შეძენის რისკი. გაურეცხავი სექს სათამაშოები არ უნდა გაზიარდეს პარტნიორებს შორის და უნდა იყოს პრეზერვატივით დაცული.
მეორეული პრევენცია
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირით 60 დღის განმავლობაში სიმპტომების მქონე პარტნიორთან ან ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი ვენერიული ლიმფოგრანულომას დაზიანებასთან ან ლიმფური კვანძის ან სწორი ნაწლავის გამონადენთან, უნდა დაუკავშირდეს საავადმყოფოს შეფასებისთვის და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ან ანტიბიოტიკოთერაპიისთვის.[30]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას