კრიტერიუმები
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC)[30]
LGV-ის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ მონაცემებს, კომბინაციაში დამხმარე დამადასტურებელ ტესტთან, როგორიცაა Chlamydia trachomatis-ის იდენტიფიცირება ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტით, პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე დაფუძნებული გენოტიპირებით ან ქლამიდიის სეროლოგიური ანალიზით (კომპლემენტის ფიქსაციის ტიტრებით). დიაგნოზს ასევე ადასტურებს ეპიდემიოლოგიური ინფორმაცია და გენიტალური წყლულების, რეგიონალური ლიმფადენოპათიის ან პროქტოკოლისტის სხვა მიზეზების გამორიცხვა. მხოლოდ სეროლოგიური ტესტირება არ არის საკმარისი, მაგრამ შესაბამის კლინიკურ კონტექსტთან კომბინაციაში, კომპლემენტის ფიქსაციის ტიტრი 1:64-ზე მეტი შესაძლოა დაგვეხმაროს ვენერიული ლიმფოგრანულომას დიაგნოზის დადასტურებაში.
გაერთიანებული კავშირი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების წინააღმდეგ[1]
LGV-ის დიაგნოზი დასტურდება სეროლოგიური ვარიანტის სპეციფიკური Chlamydia trachomatis-ის დნმ-ის იდენტიფიცირებით ინფექციის ადგილიდან აღებულ ნიმუშებში (მაგ. პირველადი ანოგენიტალური კერიდან წყლულოვანი მასალა, პროქტოსკოპური გამოკვლევიდან მიღებული ანორექტული ნაცხი ან ბუბონის ასპირატი). თუ თანამედროვე ლაბორატორია ხელმისაწვდომია, ტესტირება ორ ეტაპად მიმდინარეობს: ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT) C trachomatis-ზე და თუ იგი დადებითია, NAAT-ის მეშვეობით დგინდება LGV სეროლოგიური ტიპის სპეციფიკური დნმ. თუ მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტი ხელმისაწვდომი არ არის, ვენერიული ლიმფოგრანულომის წინასწარი დიაგნოზი შესაძლოა დაისვას ქლამიდიის გვარის სპეციფიკური სეროლოგიური ანალიზის მეშვეობით. ანტისხეულის მაღალი ტიტრი (განსაკუთრებით IgA გარე მემბრანის ცილის ანტისხეულები) ვენერიულ ლიმფოგრანულომაზე მიმანიშნებელი კლინიკური სინდრომის მქონე პაციენტებში ხელს უწყობს დიაგნოზის დადასტურებას.[42] დაბალი ტიტრი არ გამორიცხავს ვენერიული ლიმფოგრანულომას ინფექციას, ისევე როგორც მაღალი ტიტრი ვენერიული ლიმფოგრანულომას სიმპტომატოლოგიის არმქონე პაციენტებში არ ადასტურებს დაავადებას.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას