მონიტორინგი

პაციენტები უნდა მივიდნენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთან, რათა დაადასტურონ დიაგნოსტიკური ტესტების შედეგები და უზრუნველყონ, რომ მდგომარეობა კლინიკურად აღმოფხვრილია. ზოგიერთი ავტორი რეკომენდაციას უწევს მკურნალობის დასრულებიდან 3-4 კვირის შემდეგ ტესტირებას ( უარყოფითი ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტი).[56] ევროპული გაიდლაინების თანახმად, განკურნების ტესტი საჭირო არ არის, თუ გავლილია დოქსიციკლინის რეკომენდებული 21-დღიანი კურსი; მაგრამ თუ გამოიყენებოდა მკურნალობის ალტერნატიული რეჟიმები, განკურნების ტესტის გაკეთება რეკომენდებულია მკურნალობის დასრულებიდან 4-6 კვირის შემდეგ.[1]

ვენერიული ლიმფოგრანულომის მქონე პაციენტები უნდა შეფასდნენ სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებზე, მათ შორის იმ ინფექციებზე, რომლებიც ენდემურია იმ რეგიონში, სადაც გავრცელებული ვენერიული ლიმფოგრანულომა. ეს ინფექციებია: გონორეა, შანკროიდი, სიფილისი, საზარდულის გრანულომა, გენიტალური ჰერპესი, ადამიანის პაპილომავირუსი, აივ ინფექცია და ვირუსული ჰეპატიტი.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას