კვლევები
1-ად შესაკვეთი გამოკვლევები
გენიტალიის ან ლიმფური კვანძის ნიმუშების ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტი
ტესტი
ვენერიული ლიმფოგრანულომის წინასწარი დიაგნოზი შეიძლება დაისვას ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტით შარდისა და ლიმფური კვანძების ნიმუშების, აგრეთვე შარდსადენის, სწორი ნაწლავის, საშვილოსნოს ყელის და გენიტალური წყლულების ნაცხის გამოყენებით.[27] მიუხედავად იმისა რომ, აშშ-ში ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტი არ არის დაზუსტებული სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ რექტული ან პირ-ხახის ნიმუშების ანალიზისთვის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები რეკომენდაციას უწევს ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტით ტესტირებას პროქტიტის ან ექსტრაგენიტალური ინფექციების მქონე პაციენტებისთვის.[27]
შედეგი
დადებითი Chlamydia trachomatis -ზე (ვენერიული ლიმფოგრანულომის და არა-ვენერიული ლიმფოგრანულომის გენოვარი შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ კომერციულად ხელმისაწვდომი NAAT-ები ვერ განასხვავებენ მათ)
გრამის წესით შეღებისთვის ანოსკოპიით მიღებული ნაცხი
ტესტი
თუ მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, აღნიშნავენ ანალურ სქესობრივ კავშირს, განსაკუთრებით აივ-დადებითი პაციენტები, მათ ამ ნიშნებისას შესაძლოა დასჭირდეთ ემპირიული მკურნალობა, სანამ მოვა სხვა დამადასტურებელი ტესტების პასუხები.[21]
შედეგი
ანორექტალის გრამის წესით შეღებვა, რომელიც აჩვენებს 10 WBC/high-power field მიუთითებს ვენერიულ ლიმფოგრანულომაზე.
სითხე ან ნაცხი სპეციფიკური მოლეკულური ტესტირებისთვის
ტესტი
საბოლოო დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური ტესტირებით, როგორიცაა პჯრ-ზე დაფუძნებული გენოტიპინგი.
ნიმუშები, რომლებიც არიან ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტირებაზე დადებითი, უნდა გაიგზავნოს რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციისთვის. რექტული ნაცხი შესაძლოა გაიგზავნოს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ანალიზისთვის.
შედეგი
დადებითია Chlamydia trachomatis-ზე და ვენერიული ლიმფოგრანულომის სეროლოგიურ ვარიანტზე
ტესტირება სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე
ტესტი
პაციენტები, რომლებიც გადიან ტესტირებას ვენერიულ ლიმფოგრანულომაზე, ასევე უნდა გაიარონ ტესტირება სხვა ინფექციებზე (მაგ., სიფილისი, აივ, გონორეა, ჰერპესი და ჰეპატიტი B და C).პაციენტებს, რომელთა აივ ტესტები უარყოფითია, შეიძლება შესთავაზონ აივ-ის ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა (PrEP).[29][30]
შედეგი
დადებითი ან უარყოფითი სქესობრივად გადამდებ ინფექციაზე
გასათვალისწინებელი კვლევები
ენდოსკოპია ჰისტოპათოლოგიით
ტესტი
პროქტოკოლიტის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტები უნდა გადამისამართდნენ ანოსკოპიი ან პროქტოსიგმოიდოსკოპიისთვის. ნაწლავის ანთებით დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება განიხილოთ კოლონოსკოპია. ჰისტოლოგიურად, ინფექციის პათოგნომონური ნიშნები არ არის აღწერილი და დაზიანება შეიძლება ემთხვეოდეს ნაწლავის ანთებითი დაავადების შედეგებს, როგორიცაა კრიპტის აბსცესები და ფოკალური გრანულომის ფორმირება.[24][28]
შედეგი
ვენერიული ლიმფოგრანულომის დროს დაზიანებები ძირითადად შემოიფარგლება სწორი ნაწლავით და დისტალური სიგმოიდური მსხვილი ნაწლავით, მაშინ როდესაც კრონის კოლიტს შეიძლება ჰქონდეს უფრო მრავალფეროვანი განაწილება მსხვილ ნაწლავში; ვენერიული ლიმფოგრანულომის ჰისტოპათოლოგიამ შეიძლება გამოავლინოს მწვავე და ქრონიკული ანთება კრიპტის არქიტექტურის ნაკლები ცვლილებით, ვიდრე ჩვეულებრივ ჩანს ხოლმე ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს
შრატი კომპლემენტის ფიქსაციისთვის
ტესტი
მაღალი ტიტრით კომპლემენტის ფიქსაცია სიმპტომების არარსებობისას არ ადასტურებს ვენერიულ ლიმფოგრანულომას და დაბალი ტიტრი არ გამორიცხავს ვენერიულ ლიმფოგრანულომას.
შედეგი
1:64-ზე მეტი ტიტრი ან მისი 4-ჯერ მომატება ნიმუშების მწვავე და გამოჯანმრთელების პერიოდს შორის მიუთითებს აქტიურ ვენერიულ ლიმფოგრანულომაზე.
შრატი მიკრო-იმუნოფლუორესცენციისთვის
ტესტი
სეროტიპ-სპეციფიკურ მიკრო- იმუნოფლუორესცენციას კომპლემენტის ფიქსაციასთან შედარებით მაღალი სენსიტიურობა აქვს (>90%), მაგრამ არ შეუძლია განასხვავოს წარსულში მყოფი ინფექცია ამჟამად წარმოდგენილი ინფექციისგან. მიკრო-იმუნოფლუორესცენცია არის ფართოდ ხელმისაწვდომი.[34]
შედეგი
1:128-ზე მეტი ტიტრი მიმანიშნებელია დაავადებაზე, მაგრამ ვენერიული ლიმფოგრანულომას მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ 1:256-ზე მეტი ტიტრი.
მუცლის და მენჯის ღრუს კტ
ტესტი
მუცლის ღრუსა და მენჯის ვიზუალიზაციური კვლევა ინიშნება როდესაც მოსალოდნელია მენჯის ღრმა და რექტოსიგმოიდური ჩართულობა.
შედეგი
შესაძლოა დაადგინოს სტრიქტურების არსებობა მენჯის ღრმა ლიმფური კვანძები
მუცლისა და მენჯის MRI
ტესტი
მუცლის ღრუსა და მენჯის ვიზუალიზაციური კვლევა ინიშნება როდესაც მოსალოდნელია მენჯის ღრმა და რექტოსიგმოიდური ჩართულობა.
შედეგი
შესაძლოა დაადგინოს სტრიქტურების არსებობა მენჯის ღრმა ლიმფური კვანძები
სითხე ან ნაცხი კულტურისთვის
ტესტი
ყველაზე მეტად სპეციფიკური კვლევაა სითხის ასპირატიდან, გენიტალური ან რექტული წყლულიდან ქსოვილის კულტივირებით იზოლირება. C trachomatis-ის კულტურას აქვს დაახლოებით 30%იანი ინფორმატიულობა.[22] ტექნიკები განსხვავებულია ლაბორატორიებით და არ არის ფართოდ გავრცელებული, ვინაიდან სხვა ტექნიკებთან შედარებით უფრო მეტად მომთხოვნი და ნაკლებ სენსიტიურია.
შედეგი
დადებითია C trachomatis-ზე და მის LGV სეროლოგიურ ვარიანტზე
ახალი ტესტები
სითხე ან ნაცხი სეროლოგიური ტიპირებისთვის
ტესტი
ეპიდემიოლოგიური მიზნებისათვის დამამტკიცებელი ტესტირების გამოსაყენებლად.
შედეგი
ძირითადი გარე მემბრანის პროტეინის გენის დნმ თანმიმდევრობა
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას