ეტიოლოგია

Chlamydia trachomatis-ით დაუნფიცირება ხდება ლორწოვანი გარსთან ან დაზიანებული კანთან კონტაქტის საშუალებით. სქესობრივი გზით გადაცემა ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ ექსტრაგენიტალური უბნები შეიძლება დაინფიცირდეს არასქესობრივი კონტაქტით ინოკულაციისას, შემთხვევითი ლაბორატორიული ინჰალაციით, ან როდესაც გადაცემა ხდება ფომიტებითან კონტაქტით.

პათოფიზიოლოგია

ქლამიდია არის ობლიგატური ინტრაცელულარული ბაქტერია. Chlamydia trachomatis-ის ინფექციური ფორმა რის უმარტივესი ორგანიზმი, რომელიც უჯრედებში შედის ფაგოციტოზის ან ენდოციტოზის გზით. ორგანიზმი ებმის ეპითელირ უჯრედებს ძირითადი გარეთა მემბრანის პროტეინის, OmcB პროტეინისა და ჰეპარინ სულფატის რეცეპტორების მეშვეობით.[17]

მაშინ როცა ქლამიდიის სხვა ინფექციები შეზღუდულია ინოკულაციის ადგილზე, ვენერიული ლიმფოგრანულომის სეროტიპები ვრცელდება პირდაპირ რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, სადაც ლიმფოციტებსა და მონოციტებში ისინი განიცდიან პროლიფერაციას როგორც რეტიკულური ორგანიზმები. რეტიკულური ორგანიზმები გარდაიქმნებიან მარტივ ორგანიზმებად და მათი შემცველი ჩართული სხეულაკები სკდებიან მასპინძლის უჯრედში. შედეგად უჯრედი იშლება, ათავისუფლებს მის ინფიცირებულ შიგთავსს და სიცოცხლის ციკლი გრძელდება უჯრედიდან-უჯრედში.[18] დაინფიცირებული ეპითელიური უჯრედები წარმოქმნიან ანთებით ციტოკინებსა და საწყის ნეიტროფილურ პასუხს. ინ ვიტრო კვლევებმა დაადგინეს, რომ გამა ინტერფერონი აინჰიბირებს რეპლიკაციას, თუმცა არ ასრულებს სიცოცხლის ციკლს.[19]

ჰეტეროსექსუალურ კაცში საზარდულისა და ბარძაყის კვანძები თავდაპირველად ყველაზე ხშირად ჩართული კვანძებია. ქალებსა და მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან გავრცელებული გამოვლენილი სიმპტომია მუცლის ქვედა წილისა და ზურგის ტკივილი, რაც დაკავშირებულია მენჯის ღრმა და წელის ლიმფური კვანძების ჩართულობასთან. ქალებში ამ კვანძების ჩართულობა განპირობებულია საშვილოსნოს ყელიდან და საშოს უკანა კედლიდან ლიმფური გავრცელებით. ლიმფურ კვანძებში ანთება ხდება ადგილობრივად და როდესაც გარშემო ქსოვილი ერთვება პროცესში იქმნება ანთებითი წარმონაქმნები. როგორც კი ლიმფური ანთება ჩირქოვანი გახდება, შესაძლოა წყლულები გაერთიანდეს ან გახდეს ნეკროზული. ბუბონები (ანთებითი, მტკივნეული, შეშუპებული ლიმფური კვანძები) შესაძლოა სპონტანურად გასკდეს და შექმნას ფისტულა ან სინუსური ტრაქტები. ლიმფური ფორმა რემოდელირდება ნაწიბურებითა და ფიბროზით. შემდგომმა ობსტრუქციამ შესაძლოა განაპირობოს გენიტალიის ელეფანტიაზი. სისტემური გამოვლინება შესაძლოა მოხდეს სინუსური ტრაქტების საშუალებით პირდაპირი ექსტენსიით ან ბაქტერიემიული გავრცელებით.[20]

კლასიფიკაცია

კლინიკური კლასიფიკაცია[1]

დადგენილია ვენერიული ლიმფოგრანულომის სამი სტადია: პირველადი, მეორეული და მესამეული

პირველადი სტადია:

  • ხასიათდება ინოკულაციის ადგილას (შესაძლოა გენიტალიები ან ანუსი) სასქესო ორგანოების უმტკივნეულო ანთებითა და დაწყლულებით, რომელიც სპონტანურად ხორცდება რამდენიმე დღეში, ეს ხშირად შეუმჩვნეველია პაციენტის მიერ.

მეორეული სტადია:

  • საზარდულის კლასიკური გამოვლინება ნაკლებად გავრცელებული ნიშანია, მაგრამ ვითარდება პირველადი დაზიანების განვითარებიდან რამდენიმე კვირაში, წარმოდგენილია როგორც მტკივნეული, ცალმხრივი საზარდულის ან ბარძაყის ლიმფადენოპათია, შესაძლო ბუბონებით (ხშირად მოხსენებულია როგორც "საზარდულის სინდრომი")

  • როდესაც შეძენილია რექტალურ ლორწოვანთან პირდაპირი ექსპოზიციის შედეგად, პროქტოკოლიტი არის კიდევ ერთი გამოვლინება ძირითად სიმპტომებთან ერთად, რომლებიცაა ანორექტული ტკივილი, რექტული სისხლდენა ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, დიარეა ან ყაბზობა, მუცლის სპაზმური ტკივილი, ანორექტული ხვრელის შემცირება ან ტენეზმუსი.

  • პაციენტი შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ცხელებით, შეუძლოდ ყოფნით, ზურგის ან მუცლის ტკივილით ან ართრალგიებით. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა იყოს ნანახი greenblatt-ის ღრმულის ნიშანი (აღწერს საზარდულის ლიმფური კვანძის დამახასიათებელ , სოსისის მსგავს შეშუპებას საზარდულის იოგის ზევით და ბარძაყის ლიმფურ კვანძს საზარდულის იოგის ქვევით, სადაც საზარდულის იოგი ქმნის ჩაღრმავებას შეშუპებებს შორის).

მესამეული სტადია:

  • ხასიათდება ქრონიკული და პროგრესული ედემით, რომელიც იწვევს გენიტალიების გადიდებას, ნაწიბურების გაჩენასა და საბოლოოდ დესტრუქციულ დაწყლულებას.

  • ეს ქალებში ყველაზე ხშირი გამოვლინება, რაც განპირობებულია მათში პირველადი და მეორეული სტადიების ნაკლებობით.

  • ქრონიკული ინფექციის გართულებამ აბსცესის გახევისას შესაძლოა გამოიწვიოს ფიბროზი და სინუსური ტრაქტებისა და ანოგენიტალური ტრაქტის სტრიქტურების ფორმირება. ქალებში ამან შესაძლოა გამოიწვიოს esthiomene (გენიტალიის ფიბროზული ელეფანტიაზი) ან ფისტულა, რომელიც მოიცავს შარდსადენს, საშოს, შარდსაწვეთსა და სწორ ნაწლავს. კაცებში ასევე აღწერილია გასინჯვით მიღებული მონაცემი, რომელიც ცნობილია როგორც saxophone penis ან penoscrotal ელეფანტიაზი.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას