გართულებები
პირველადი ვენერიული ლიმფოგრანულომის წყლულები, თერაპიის მიუხედავად, მაინც ალაგდებიან. ვენერიული ლიმფოგრანულომას წყლულოვანმა ბუნებამ შესაძლოა გაზარდოს აივ ინფექციებისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისადმი მიმღებლობა და მოწყვლადობა.[51]
მესამეული ვენერიული ლიმფოგრანულომისასა, ქრონიკულმა ლიმფედემამ შესაძლოა გამოიწვიოს გენიტალიის ანატომიური ცვლილებები, რომელსაც შესაძლოა დასჭირდეს პლასტიკური რეკონსტრუქციული ოპერაცია.
როდესავ ვენერიული ლიმფოგრანულომა მესამეული ვენერიული ლიმფოგრანულომისას გამოვლენილია ანორექტული სინდრომის სახით, ქრონიკულმა პროქტოკოლიტმა შესაძლოა გამოიწვიოს სტრიქტურის და ფისტულის ფორმირება. იშვიათია, თუმცა, თუ არ მოხდება ამ სტრიქტურების ქირურგიულად შესწორება, ობსტრუქციით განპირობებული ნაწლავის პერფორაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სეფსისი და სიკვდილი.
მეორეული ვენერიული ლიმფოგრანულომისას შესაძლოა ბუბონი გასკდეს და შექმნას ფისტულა ან სინუსური ტრაქტები. ამან შესაძლოა გაართულოს შეხორცების პროცესი და გამოიწვიოს მადეფორმირებელი ნაწიბურები და ფიბროზი.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას