დიფერენციული დიაგნოზები

სიფილისი (Treponema pallidum)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სიფილისი გენიტალიის წყლულის გამოვლინების დიფერენციალურია; თუმცა სიფილისის მიერ გამოწვეული პირველადი შანკრი როგორც წესი განსხვავდება გამკვრივებული კუთხეებით და დაკავშირებული საზარდულის ლიმფადენოპათია ძირითადად ორმხრივი და უმტკივნეულოა.

კვლევები

პლაზმის სწრაფი აღდგენა ან VDRL ტესტი დამამტკიცებელი ტრეპონემას ანტისხეულების ფლუორესცენტული აბსორბციის დამადასტურებელი ტესტით ყოველთვის უნდა გაიგზავნოს ვენერიული ლიმფოგრანულომის დიაგნოსტიკური გამოკვლევისთვის. პირველადი სიფილისური შანკრის ნაცხის მიკროსკოპიამ ბნელ ველში ასევე შესაძლოა გამოავლინოს ტრეპონემების არსებობა.[35]

გონოკოკური პროქტიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძირითადად გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან და რომლებსაც აქვთ ანალური სქესობრივი კავშირის ანამნეზი, რადგეან გონოკოკი ხშირად გადაეცემა და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უსიმპტომოა, მწვავე გამოვლინებით ის ძალიან ჰგავს პროქტიტის ადრეულ სტადიებზე ვენერიული ლიმფოგრანულომას, მაგრამ ვენერიული ლიმფოგრანულომა პროგრესირებს გვიან სტადიებში გამოხატული გრანულომატოზური ანთებით, სტრიქტურებითა და ქრონიკული დაწყლულებებით.[36]

კვლევები

დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია ნაცხით, რომელიც იგზავნება კულტურის დასათესად, გრამის წესით შეღებვით, ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტით ან დნმ სინჯით Neisseria gonorrhoeae-ზე.

გენიტალური ჰერპესი (HSV)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გენიტალური ჰერპესი როგორც წესი წარმოდგენილია როგორც მტკივნეული ვეზიკულა, რომელიც წყლულდება; მაშინ როდესაც ვენერიული ლიმფოგრანულომას პირველადი წყლულები უმტკივნეულოა. გენიტალური ჰერპესი როგორც წესი დაკავშირებულია ორმხრივად საზარდულის ლიმფადენოპათიასთან, საპირისპირო არის ვენერიული ლიმფოგრანულომისას, რომლის დროსაც მეტწილად ცალმხრივია.

კვლევები

კლინიკური დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს დაზიანებიდან ნაცხის კულტივირებით ან პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით.[30]

მაიმუნის ყვავილის ვირუსი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებს, როგორც წესი, აღენიშნებათ დამახასიათებელი გამონაყარი, რომელიც პროგრესირებს თანმიმდევრული ეტაპებით. ამასთან, სხეულის ყველა დაზიანებულ უბანზე დაზიანების განვითარების ეტაპები ერთი და იგივეა. გამონაყარი ხშირად ვითარდება ხელისა და ფეხის გულებზე. შეიძლება ასოცირებული იყოს ცხელებასთან, ლიმფადენოპათიასთან, ზურგის ტკივილსა და მიალგიასთან. ამჟამინდელი ეპიდაფეთქებისას გამონაყარი ატიპიურია, ხშირად ლოკალიზებულია სასქესო ორგანოებში, პერინეალურ/პერიანალურ ან პერიორალურ მიდამოებში და სხვა მიდამოებში არ ვრცელდება.

კვლევები

კანის დაზიანების მასალის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია: დადებითი მაიმუნის ან ორთოპოქსივირუსის დნმ-ზე.

შანკროიდი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შანკროიდი განსხვავდება ვენერიული ლიმფოგრანულომისგან რამდენიმე მტკივნეული პაპულების არსებობით, რომელიც სწრაფად ჩირქდება და ექსუდაციურია.

კვლევები

გრამის წესით შეღებვა (გრამ უარყოფითი ჩხირები იღებება სქემით, რომელსაც უწოდებენ "თევზების გუნდს") და Haemophilus ducreyi-ის კულტურა ხშირად სასარგებლოა, თუმცა მათი სპეციფიკურობა და ინფორმატიულობა დაბალია. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ანალიზი ხელმისაწვდომია.[30]

საზარდულის გრანულომა/დონოვანოზი (Klebsiella granulomatis)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვენერიული ლიმფოგრანულომას მსგავსია, წყლულოვანი დაზიანებები უმტკივნეულოა, მაგრამ საზარდულის გრანულომა ვრცელდება კანქვეშ და როგორც წესი პროგრესირებს ნამდვილი ლიმფადენიტის გარეშე. გენიტალური დაზიანებები სისხლძარღვოვანია, ძალიან friable და შეზრდილი.

კვლევები

დასკვნითი დიაგნოზი საჭიროებს მუქი-შეღებვით ვიზუალიზაციას, ქსოვილზე დონოვანის სხეულების არსებობას ან ბიოფსიას. კულტურით რუტინული იზოლირება რთულია.[30]

ფილარიაზი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ლიმფური ფილარიაზი არის ენდემურ რეგიონებში წარმოდგენილი საზარდულის ლიმფადენოპათიის დიფერენციალი ; თუმცა, კიდურების ქავილი და კანის გამოვლინება უფრო მეტად მიუთითებს პარაზიტულ ინფექციაზე, ვიდრე ვენერიულ ლიმფოგრანულომაზე.

კვლევები

სისხლში შესაძლებელია ფილარიაზის გამომწვევი მიკრო-ფილარიას დადგენა. ღამის ციკლურმა მიკრო ფილარიამ შეიძლება მოახდინოს სისხლის მიმოქცევაში დიეთილკარბამაზინის დოზით პროვოცირება დღის განმავლობაში, თუ ღამით სისხლის ტესტირება უშედეგოა.

კანის ნაფხაჭნის დაავადება (Bartonella henselae)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მიუხედავად იმისა, რომ კატის-ნაკაწრის დაავადების მახასიათებელი გამოვლინება რეგიონული ლიმფადენოპათიაა, პაციენტთა უმრავლესობა ანამნეზში აღნიშნავს უახლოეს წარსულში კნუტთან კონტაქტს.

კვლევები

დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია ლიმფური კვანძების PCR-ით, მაგრამ კლინიკურ ნიშნებთან ერთად სეროლოგიური ტესტირება უპირატესი საწყისი ანალიზია.[37]

ტულარემია (Francisella tularensis)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტულარემია როგორც წესი გადაეცემ ტკიპათ ან ცხოველის ექსპოზიციით. პორტალური შესვლიდან გამომდინარე, ტულარემია შესაძლოა გამოვლინდეს როგორც წყლულოვან-ჯირკვლოვანი სინდრომი, მაგრამ კანის პირველადი დაზიანება არის პაპულები, რომლებიც ნეკროზდება და ტოვებს მტკივნეულ წყლულს. რეგიონული ლიმფადენოპათია შესაძლოა ამ ყველაფერს წინ უძღოდეს, პარალელურად არსებობდეს ან განვითარდეს ამის შემდეგ. ვენერიული ლიმფოგრანულომას დროს ლიმფადენოპათია ჩნდება პირველადი წყლულის შემდეგ, რომელიც უმტკივნეულოა და წინ უძღვის მას.

კვლევები

F tularensis-ის იზოლირება იშვითად შესაძლებელი სისხლიდან, ლიმფური კვანძებიდან ან ჭრილობებიდან, მაგრამ ლაბორატორიის პერსონალისთვის საშიშროებისა და ამ ორგნიზმის ბიოტერორიზმის იარაღად შესაძლო გამოყენების გამო, ლაბორატორიის პერსონალმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. სწრაფი დიაგნოსტიკური ტესტები ხელმისაწვდომია სეროლოგიური და პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ანალიზით.[38]

ბუბნური შავი ჭირი (Yersinia pestis)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

შავი ჭირით განპირობებული საზარდულის ბუბონის მქონე პაციენტებს როგორც წესი მწვავე ავადმყოფობა აქვთ. ბუბონები ვითარდებიან სწრაფად და არის მომატებული მგრძნობელობა.

კვლევები

Y pestis-ის იზოლირება შესაძლებელია სისხლის კულტურიდან ან კანის კერის ნაცხიდან. ლაბორატორიის პერსონალისთვის და მისი, როგორც ბიოტერორიზმის იარაღად გამოყენების საფრთხის გამო, საეჭვო შემთხვევაში უნდა მოხდეს ლაბორატორიული პერსონალის გაფრთხილება. სავარაუდოდ დაავადებულ პაციენტებში ხელმისაწვდომია სეროლოგიური ანალიზი, მაგრამ მხოლოდ იმათთვის ვისაც უარყოფითი კულტურა აქვს.[39]

TB (ტუბერკულოზის მიკობაქტერია ან დისემინირებული მიკობაქტერიული კომპლექსი)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

LGV და ტუბერკულოზი (TB) იზიარებენ ქრონიკული სინუსების ფორმირებისადმი მიდრეკილებას, განსაკუთრებით აივ-დადებით პაციენტებში, როდესაც ექსტრა-პულმონური ტუბერკულოზი შეიძლება გამოვლინდეს შარდ-სასქესო, გასტროინტესტინური ჩართულობით ან ლიმფადენიტით (scrofula). როგორც წესი, მიკობაქტერიული ინფექციები დაკავშირებულია ჰემატოგენურ გავრცელებასა და კონსტიტუციურ სიმპტომებთან.

კვლევები

ტუბერკულინის ტესტი ან გაწმენდილი პროტეინის დერივატივი როგორც წესი დადებითია. დასკვნითი დიაგნოზისთვის საჭიროა ქირურგიული ნიმუშების და/ან კულტურის მჟავაგამძლე შეღებვით ბიოფსია

ამებიაზი (Entamoeba histolytica)

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, რომლებიც იმყოფებიან ენდემურ რეგიონებში და აქვთ პროქტოკოლიტი, E histolytica-ს ინფექცია შეიძლება ჰგავდეს LGV-ს.[40] ინვაზიური დაავადების ცნობილი ნიშნები და სიმპტომებია: დიარეა, დიზენტერია და haeme- დადებითი განავალი.

კვლევები

ამებური პროქტოკოლიტის დიაგნოზი დგინდება განავალში პარაზიტის დადგენით.

ლიმფომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ლიმფომა როგორც წესი დაკავშირებული იქნება კონსტიტუციურ სიმპტომებსა და ზოგად ლიმფადენოპათიასთან.

კვლევები

ლიმფომის დიაგნოზი დგინდება ბიოფსიისას ლიმფური კვანძის ჰისტოპათოლოგიით.

Incarcerated საზარდულის თიაქარი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

საზარდულის წარმონაქმნის დიფერენციალურია. თიაქარის დადგენა ყველაზე ხშირად გასინჯვითა შესაძლებელი და მოქმედებს რათა შეამციროს თიაქარი.

კვლევები

CT შესაძლოა დამხმარე იყოს მენჯის ანატომიის შესაფასებლად.

ნაწლავთა ანთებითი დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პროქტოკოლიტისთვისაა დიფერენციალური. ვენერიული ლიმფოგრანულომა ძირითადად შემოისაზღვრება დისტალური სიგმოიდური კოლინჯითა და სწორი ნაწლავით, მაშინ როცა კრონის დაავადება შესაძლოა გასტროინტესტინური ტრაქტრის ნებისმიერ დონეზე გავრცელდეს.[24]

კვლევები

დიფერენცირება ხდება რექტული ნაცხის ან ბიოფსიის ნიმუშზე ჩატარებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით  Chlamydia trachomatis-ზე.

ციტომეგალოვირუსული (CMV) კოლიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

აივ ინფექციის/შიდსის მქონე პაციენტებში პროქტოკოლიტის დიფერენციალურია. ვენერიული ლიმფოგრანულომა როგორც წესი არის დისტალური სიგმოიდისა და სწორი ნაწლავის საზღვარზე.[41]

კვლევები

პროქტოსიგმოიდოსკოპიით მიღებული ჰისტოპათოლოგიური ნიმუში შესაძლოა დაგვხმაროს ციტომეგალოვირუსის დიფერენცირებაში. შრატის პოლიმერაზულმა ჯაჭვურმა რეაქციამ ასევე უნდა დაადგინოს მაღალი ხარისხის ვირემია.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას