პროგნოზი

მოსალოდნელია სრული გამოჯანმრთელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მკურნალობა ადრეულად იწყება; თუმცა, შესაძლოა მოხდეს რე-ინფექცია ან რეციდივი. როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია არ იწყება ადრეულად, ვენერიული ლიმფოგრანულომა შესაძლოა პროგრესირდეს გვიან სტადიებამდე. გენიტალიის ქრონიკულმა შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწიბურების გაჩენა, ბიფროზი, პერმანენტული ვიზუალური ცვლილება, რასაც შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული რეკონსტრუქცია. ანოგენიტალური ვენერიული ლიმფოგრანულომის გვიან სტადიებზე, სტრიქტურის ან ფისტულის ფორმირებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს პროქტექტომია, პერინეული ამოკვეთა და პერმანენტული კოლოსტომია. ამ შემთხვევებისას შეხორცების პროცესი შესაძლოა იყოს გახანგრძლივებული და ავადობასთან დაკავშირებული.[1]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას