ანამნეზი და გასინჯვა
ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
რისკ-ფაქტორების არსებობა
რისკფაქტორები მოიცავს სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებსა და ვენერიული ლიმფოგრანულომის ენდემურ რეგიონში დაუცველ სქესობრივ კავშირს.
საზარდულის ლიმფადენოპათია
მეორეულ სტადიაზე, კლასიკური გამოვლინებაა მტკივნეული ლიმფადენოპათია. ერთ მესამედს ექნება ორმხრივი კვანძოვანი ჩართულობა.[33]
იშვიათი
პროქტოკოლიტის არასპეციფიკური სიმპტომები
სიმპტომები, როგორიცაა ანორექტული ტკივილი, რექტული სისხლდენა ან ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი, დიარეა ან ყაბზობა, მუცლის სპაზმური ტკივილი, შემცირებული ანორექტული ხვრელი ან ტენეზმები პროქტოკოლიტის არასპეციფიკური სიმპტომებია. საჭიროა ამ სიმპტომების მქონე ვენერიული ლიმფოგრანულომის განვითარების მაღალი რისკის მქონე MSM-ების სკრინინგი.[21]
Greenblatt-ის ღრმულის ნიშანი
დასენიანებულ მამაკაცთა ოც პროცენტს ექნება ბარძაყისა და საზარდულის კვანძების ჩართულობა. ღრმული შექმნილია საზარდულის იოგის მიერ.[2]
გენიტალიის ელეფანტიაზი, saxophone penis, esthiomene
გვიანი სტადია შესაძლოა მოხდენს საწყისი ინფექციიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ეს ნიშნები კანქვეშა ქსოვილების პროგრესული ლიმფანგიტის, ქრონიკული ედემისა და მასკლეროზებელი ფიბროზის შედეგია.[22]
სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები
ხშირი
ცხელება, შეუძლოდ ყოფნა, ართრალგია
არასპეციფიკური სიმპტომებია, რომელიც შესაძლოა ახლდეს ლიმფურ გავრცელებას, რაც ინფექციაზე სისტემური პასუხის მიმანიშნებელია.
მუცლის ან ზურგის ქვედა წილის ტკივილი
არასპეციფიკური სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს თეძოს ღრმა კვანძების ჩართულობას.[22]
იშვიათი
გენიტალური ან ანალური წყლული
ბაქტერიემიული გავრცელების არასპეციფიკური ნიშნები
ართრიტი, ჰეპატიტი, პერიკარდიტი, პნევმონია და მენინგოენცეფალიტი ყველა არასპეციფიკური ნიშანია, რომელიც შესაძლოა თან ახლდეს ბაქტერიემიულ გავრცელებას, რაც მიუთითებს ინფექციისადმი სისტემურ პასუხზე.
კვანძოვანი ერითემა
კვანძოვანი ერითემა ზოგჯერ ასოცირდება ვენერიულ ლიმფოგრანულომასთან.[8]
ანოგენიტალური სინუს ტრაქტები, სტრიქტურები ან ფისტულები
ქრონიკული ინფექციის გართულებამ აბსცესის გახევისას შესაძლოა გამოიწვიოს ფიბროზი და სინუსური ტრაქტებისა და ანოგენიტალური ტრაქტის სტრიქტურების ფორმირება.
რისკფაქტორები
ძლიერი
სხვა სქესობრივად გადამდები ინფექციები
სხვა ინფექციების რისკის ქვეშ მყოფი პირები ასევე არიან ვენერიული ლიმფოგრანულომის რისკის ქვეშ. ძლიერი დამოუკიდებელი რისკ ფაქტორი შესაძლოა იყოს პარალელურად გონორეული პროქტიტის ან გენიტალიის წყლულოვანი დაავადების არსებობა, მათ შორის ანოგენიტალური ჰერპესისა და სიფილისის.[21]
ბოლოდროინდელი კვლევები ზუსტად ვერ ასხვავებს რისკფაქტორებს ან არ მოიცავს იმ მამაკაცებს, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; თუმცა სქესობრივი გზით გადამდებ სხვა დაავადებებთან კავშირი უმეტესად დაკავშირებულია სარისკო სექსუალურ ქცევასთან.
რისკული სქესობრივი ქცევა
რისკულ სქესობრივ ქცევაში მონაწილეობის მიღება (მათ შორის ანონიმურ ან ჩვეულ პარტნიორთან სექსი და დაუცველი სქესობრივი კავშირი) ძლიერი დამოუკიდებელი რისკ ფაქტორია.[21]
აივ- სეროპოზიტიურობა
კვლევები ვერ ადგენს, რომ ვენერიულ ლიმფოგრანულომისადმი მიდრეკილებაზე გავლენას ახდენს იმუნური სტატუსი ან წინა აივ-ინფექცია; თუმცა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ანთებითი ან წყლულოვანი ბუნება შესაძლოა ზრდიდეს აივ ინფექციის გადადებასა და მისადმი მიდრეკილებას.[22]
შემთხვევა-კონტროლის კვლევით, რომელიც ჩატარდა ნიდერლანდებში ენერიული ლიმფოგრანულომის ეპიდემიის შემდეგ და მოიცავდა მხოლოდ მამაკაცებს, რომლებსაც მამაკაცებთან აქვთ სექსი (MSM), აივ სეროპოზიტიურობა იყო ყველაზე ძლიერი დაკავშირებული ფაქტორი (ანორექტული ქლამიდიის არმქონე MSM-ების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით).[21]
2000-დან - 2009 წლამდე ჩატარებულ 13 კვლევის მეტა ანალიზში, იმ მამაკაცებს შორის, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, ვენერიული ლიმფოგრანულომას შემთხვევებს შორის აივ ინფექციის პრევალენტობა ვარირებდა 67%-დან-100%-მდე. ვენერიული ლიმფოგრანულომის მქონე იმ მამაკაცთა რაოდენობა, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან, 8-ჯერ უფრო მეტად ჰქონდა აივ ინფექცია, იმათთან შედარებით, რომელთაც ჰქონდათ არავენერიული ლიმფოგრანულომა ქლამიდიური ინფექცია.[23]
ასაკი (20-დან-40 წელი)
გადაცემა ძირითადად ხდება ყველაზე მაღალი სქესობრივი აქტივობის მქონე ასაკში.
მიუხედავად იმისა, რომ ვენერიული ლიმფოგრანულომა ხშირი არ არის ახალგაზრდა ასაკში, ჩვილები შესაძლოა დაინფიცირდნენ დედიდან დაბადების დროს.[22]
სუსტი
ვენერიული ლიმფოგრანულომას ენდემურ რეგიონში დაუცველი სქესობრივი კავშირი
მიუხედავად იმისა, რომ ვენერიული ლიმფოგრანულომის რისკფაქტორების უახლოესი კვლევები მოიცავს მხოლოდ ეპიდაფეთქებებს მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან, იგივე რისკფაქტორებია რელევანტურია ჰეტეროსექსუალი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ისინი ცხოვრობენ ან მოგზაურობენ ენდემურ რეგიონში. არაენდემურ ზონებში დაფიქსირებული შემთხვევები, როგორც წესი, არიან მოგზაურები, რომლებიც სტუმრობენ ენდემურ ზონებს.[22]
მამაკაცი
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს რომ მამაკაცებს ვენერიული ლიმფოგრანულომას შეძენის უფრო მაღალი რისკი აქვთ, მამაკაცებს უფრო მეტად უვლინდებათ ვენერიული ლიმფოგრანულომა მწვავე გამოვლინებით.[22]
არაენდემურ რეგიონებში ანორექტული ვენერიული ლიმფოგრანულომის ეპიდაფეთქებები აღწერილია იმ მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან.[9][12][21][24]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას