მიდგომა
დიაგნოზი დაფუძნებულია კლინიკურ ეჭვზე, ანამნეზის ფრთხილ შეკრებასა და გასინჯვაზე და სხვა ეტიოლოგიების გამორიცხვაზე, თუ ხელმისაწვდომია, დასკვნითი დიაგნოზის შესაბამისი მიკრობიოლოგიური ტესტირებით დადასტურებაზე.
ვენერიული ლიმფოგრანულომას თავდაპირველი სტადია
პირველადი სტადია ხასიათდება ინოკულაციის ადგილას სასქესო ორგანოების უმტკივნეულო ანთებითა და დაწყლულებით, რომელიც სპონტანურად ხორცდება რამდენიმე დღეში. ეს ხშირად შეუმჩნეველია პაციენტის მიერ და იშვიათად მოდიან ამ სტადიის დროს.[1]
ანამნეზი:
ანამნეზის ძირითადი კომპონენტებია ასაკი, სქესი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ანამნეზი, აივ ინფექციის სტატუსი, დაუცველი სქესობრივი კავშირის ანამნეზი (ანალური ან ვაგინალური), რისკის მქონე სქესობრივი ქცევა, ენდემური რეგიონის მცხოვრებთან სქესობრივი კონტაქტის ანამნეზი.
გასინჯვა
შესაძლოა ანთების ან დაწყლულებების ნახვა გენიტალიებზე ან ანუსზე; თუმცა ვინაიდან წყლულები ხორცდება რამდენიმე დღეში, პაციენტები იშვიათადაა წარმოდგენილი ამ სტადიით.[Figure caption and citation for the preceding image starts]: სასქესო ორგანოს დაწლყლება ვენერიული ლიმფოგრანულომის პირველადი გამოვლინებაა.Courtesy of Ronald Ballard; reproduced with permission from The Diagnosis and Management of Sexually Transmitted Infections in South Africa, 3rd ed., Johannesburg, South African Institute for Medical Research, 2000 [Citation ends].
ვენერიული ლიმფოგრანულომას მეორეული სტადია
მეორეული სტადია ძირითადად ვითარდება პირველადი დაზიანების განვითარებიდან რამდენიმე კვირაში და წარმოდგენილია როგორც მტკივნეუი, ცალმხრივი, საზარდულის ან ბარძაყის ლიმფადენოპათია, შესაძლო ბუბონით (ხშირად მოხსენებულია როგორც "საზარდულის სინდრომი"). ეს ყველაზე მეტად გავრცელებული გამოვლინებაა.[1] პაციენტებს შესაძლოა ჰქონდეთ პროქტოკოლიტის ან ბაქტერიემიული გავრცელების სიმპტომები.
ანამნეზი:
ანამნეზის ძირითადი კომპონენტებია ასაკი, სქესი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ანამნეზი, აივ ინფექციის სტატუსი, დაუცველი სქესობრივი კავშირის ანამნეზი (ანალური ან ვაგინალური), რისკის მქონე სქესობრივი ქცევა, ენდემური რეგიონის მცხოვრებთან სქესობრივი კონტაქტის ანამნეზი.
პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ ცხელებას, შეუძლოდ ყოფნას ან მუცლის ქვედა წილის ან ზურგის ტკივილს.
პროქტოკოლიტის მქონე პაციენტები შესაძლოა უჩიოდნენ ანორექტულ ტკივილს, რექტულ სისხლდენას, ლორწოვან-ჩირქოვან გამონადენს, დიარეას ან ყაბზობას, მუცლის სპაზმურ ტკივილს ან ტენეზმუსს.
ბაქტერიემიული გავრცელების მქონე პაციენტები შესაძლოა უჩიოდეს დაზიანებული ორგანოს სისტემასთან დაკავშირებულ სიმპტომებს (მაგ. ართრალგია, რესპირატორული კომპრომისი ან ღვიძლის ტკივილი და/ან სიყვითლე).
გასინჯვა
კლასიკური გამოვლინების მქონე პაციენტებს ექნებათ საზარდულის ტკივილი და შეშუპება. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა იყოს ნანახი greenblatt-ის ღრმულის ნიშანი (აღწერს საზარდულის ლიმფური კვანძის დამახასიათებელ , სოსისის მსგავს შეშუპებას საზარდულის იოგის ზევით და ბარძაყის ლიმფურ კვანძს საზარდულის იოგის ქვევით, სადაც საზარდულის იოგი ქმნის ჩაღრმავებას შეშუპებებს შორის). ასევე ხშირადაა დაკავშირებული კვანძოვანი ერითემა.[8][Figure caption and citation for the preceding image starts]: საზარდულისა და ბარძაყის ლიმფადენოპათია, ვენერიული ლიმფოგრანულომას მეორეული გამოვლინებაCourtesy of Ronald Ballard, reproduced with permission from The Diagnosis and Management of Sexually Transmitted Infections in South Africa, 3rd ed., Johannesburg, South African Institute for Medical Research, 2000 [Citation ends].
რექტული ლორწოვანი გარსის საშუალებით შეძენისას, კიდევ ერთი გამოვლინებაა პროქტოკოლიტი. სწორი ნაწლავის დიგიტალური გამოკვლევა ტკივილიდან გამომდინარე შესაძლოა რთული იყოს, მაგრა ხშირად გამოავლენს პერი-ანალურ დაწყლულებას, რექტულ სისხლდენას, ლორწოვან-ჩირქოვან გამონადენსა და ანორექტული ხვრელის შემცირებას.[24]
დისემინირებული დაავადება ვითარდება ბაქტერიემიული გავრცელების შედეგად განპირობებბული მდგომარეობებით, როგორიცაა ართრიტი, ჰეპატიტი, პერიკარდიტი, პნევმონია ან მენინგოენცეფალიტი.[7]
ქალებში, საშვილოსნოს ყელის ვიზუალიზაციისა და ტესტირებისთვის ნაცხის მისაღებად შესაძლოა ჩატარდეს მენჯის გასინჯვა.
ვენერიული ლიმფოგრანულომას მესამე სტადია
მესამეული სტადია ხასიათდება ქრონიკული და პროგრესული ედემით, რომელიც იწვევს გენიტალიების გადიდებას, ნაწიბურების გაჩენასა და საბოლოოდ დესტრუქციულ დაწყლულებას. ეს ქალებში ყველაზე ხშირი გამოვლინება, რაც განპირობებულია მათში პირველადი და მეორეული სტადიების ნაკლებობით.[1]
ქრონიკული ინფექციის გართულებამ აბსცესის გახევისას შესაძლოა გამოიწვიოს ფიბროზი და სინუსური ტრაქტებისა და ანოგენიტალური ტრაქტის სტრიქტურების ფორმირება. ქალებში ამან შესაძლოა გამოიწვიოს esthiomene (გენიტალიის ფიბროზული ელეფანტიაზი) ან ფისტულა, რომელიც მოიცავს შარდსადენს, საშოს, შარდსაწვეთსა და სწორ ნაწლავს. კაცებში ასევე აღწერილია გასინჯვით მიღებული მონაცემი, რომელიც ცნობილია როგორც saxophone penis ან penoscrotal ელეფანტიაზი.[2]
გვიანი გართულებები იშვიათია და უფრო ხშირად შესწავლილია მამაკაცებში პროტოკოლიტის შემდეგ. მაშინ როდესაც, ქალები მეტად მიდრეკილნი არიან გვიანი სიმპტომებისა და გართულებების განვითარებისკენ, მამაკაცებს მყისიერად უვითარდებათ სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს ყელის შესაძლებელია კვლავ ინფიცირებული იყოს ქალებში, მამაკაცები ნაკლებად ინფიცირებულები არიან პირველადი დაზიანების აღმოფხვრის შემდეგ.[22]
ანამნეზი:
ანამნეზის ძირითადი კომპონენტებია ასაკი, სქესი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ანამნეზი, აივ ინფექციის სტატუსი, დაუცველი სქესობრივი კავშირის ანამნეზი (ანალური ან ვაგინალური), რისკის მქონე სქესობრივი ქცევა, ენდემური რეგიონის მცხოვრებთან სქესობრივი კონტაქტის ანამნეზი.
გასინჯვა
გამოვლინების მესამეულ სტადიაზე, კლინიკური მახასიათებლებია ქრონიკული და პროგრესული ედემა, რომელიც იწვევს გენიტალიის გადიდებას, ნაწიბურების გაჩენასა და საბოლოოს დესტრუქციულ დაწყლულებას.[Figure caption and citation for the preceding image starts]: საზარდულის ბუბონებიდან ქრონიკულმა ანთებითმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს დანაწიბურება და ფიბროზი, ვენერიული ლიმფოგრანულომის მესამეული გამოვლინებაCourtesy of Ronald Ballard, reproduced with permission from The Diagnosis and Management of Sexually Transmitted Infections in South Africa, 3rd ed., Johannesburg, South African Institute for Medical Research, 2000 [Citation ends].
ნაკლებად გავრცელებული ნიშნებია:ანოგენიტალური სტრიქტურები, ფისტულები ან სინუსური ტრაქტები; გენიტალური ელეფანტიაზი, saxophone penis ან esthiomene.[Figure caption and citation for the preceding image starts]: გენიტალიების ლიმფედემა აბსცესისა და ფისტულის ფორმირებითCourtesy of Ronald Ballard, reproduced with permission from The Diagnosis and Management of Sexually Transmitted Infections in South Africa, 3rd ed., Johannesburg, South African Institute for Medical Research, 2000 [Citation ends].
ლაბორატორიიული კვლევები
მიუხედავად დაავადების სტადიისა, დიაგნოზი უნდა დადგინდეს შესაბამისი მიკრობიოლოგიური ტესტირებით. Chlamydia trachomatis- ით გამოწვეული ვენერიული ლიმფოგრანულომის სეროტიპების იდენტიფიცირება დასკვნით დიაგნოზს წარმოადგენს. C trachomatis-ის სხვა სახეობებიდან გარჩევა შესაძლოა მოხდეს 16Sr რიბოსომული რიბონუკლეინის მჟავას თანმიმდევრობის ანალიზის საშუალებით.[25] ანტიგენური სპეციფიკის საფუძველზე, რომელიც დადასტურებულია მონოკლონური ანტისხეულებისა და ძირითადი მემბრანული პროტეინის მოლეკულური სექვენირებით, იდენტიფიცირდა C trachomatis-ის 18 ქვესახეობა, რომლებიც აღინიშნება ასოებით A-დან L-მდე.[26] ვენერიული ლიმფოგრანულომა გამოწვეულია L1, L2 და L3 სეროლოგიური ვარიანტებით. L2 ვენერიული ლიმფოგრანულომას ყველაზე მეტად გავრცელებული სეროლოგიური ვარიანტია.
ნაცხების აღება ხდება გენიტალური წყლულებიდან, საშვილოსნოს ყელიდან და თუ წარმოდგენილია პროქტოკოლიტის სიმპტომები- სწორი ნაწლავიდან. თუ პაციენტი წარმოდგენილია კლასიკური სიმპტომებით (საზარდულის ლიმფადენოპათია) ან სხვა მხრივ უსიმპტომოა, ამ შემთხვევაში ხდება შარდსადენიდან ნაცხის ან შარდის ნიმუშის აღება.
კულტივირებასთან შედარებით მოლეკულურ მეთოდებს მეტი სენსიტიურობა აქვთ, შესაბამისად უპირატესია; კულტივირება არ არის აუცილებელი თუ ხელმისაწვდომია მოლეკულური მეთოდები. C trachomatis-ის ნუკლეინის მჟავის ამპლიფიკაციის ტესტი (NAAT) ავლენს ყველა სეროლოგიურ ვარიანტს, მათ შორის ვენერიული ლიმფოგრანულომის სეროლოგიური ვარიანტის სპეციფიკურ C trachomatis-ს, მაგრამ ვერ ასხვავებს ვარიანტებს ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა რომ, აშშ-ში ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტი არ არის დამტკიცებული სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ რექტული ან პირ-ხახის ნიმუშების ანალიზისთვის, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები რეკომენდაციას უწევენ ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტის გამოყენებას პროქტიტის ან ექსტრაგენიტალური ინფექციების მქონე პაციენტებში.[27]
საბოლოო დიაგნოზის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური ტესტირებით, როგორიცაა პჯრ-ზე დაფუძნებული გენოტიპინგი. დადებითი ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტის მქონე ნიმუშები (ვირუსის გენოვარზე სპეციფიკური) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის გამოყენებით დასადასტურებლად იგზავნება. შედეგებს რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს. ვენერიული ლიმფოგრანულომის სავარაუდო დიაგნოზი შეიძლება დადგენილი დადებითი ნუკლეინის მჟავების ამპლიფიკაციის ტესტით პროქტოკოლიტის ან კლინიკური ეჭვის მქონე პაციენტისგან, სპეციფიკური ტესტირების მოლოდინში.
რადიოლოგიური ვიზუალიზაციას შესაძლოა მნიშვნელობა ჰქონდეს გამოვლინების გვიანი სტადიებისას მენჯის ღრმა ანატომიის შეფასებაში.
პროქტოკოლიტის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტები უნდა გადამისამართდნენ ანოსკოპიი ან პროქტოსიგმოიდოსკოპიისთვის. პროქტოკოლიტის მქონე მაღალი რისკის პაციენტებში ანოსკოპიით/პროქტოსიგმოიდოსკოპიით მიღებული ნიმუშის გრამით წესით შეღევბისას ლეიკოციტების მაღალი რაოდენობა შესაძლოა მიუთითებდეს ვენერიული ლიმფოგრანულომის დიაგნოზზე.[21] ნაწლავის ანთებით დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება განიხილოთ კოლონოსკოპია. ვენერიული ლიმფოგრანულომა ძირითადად შემოისაზღვრება დისტალური სიგმოიდური კოლინჯითა და სწორი ნაწლავით, მაშინ როცა კრონის დაავადება შესაძლოა გასტროინტესტინური ტრაქტრის ნებისმიერ დონეზე გავრცელდეს.[24] ჰისტოლოგიურად, ინფექციის პათოგნომონური ნიშნები არ არის აღწერილი და დაზიანება შეიძლება ემთხვეოდეს ნაწლავის ანთებითი დაავადების შედეგებს, როგორიცაა კრიპტის აბსცესები და ფოკალური გრანულომის ფორმირება.[28]
კომპლემენტის ფიქსაციით ან მიკროფლუორესცენციით სეროლოგიური ტესტირება შესაძლოა გამოსადეგი იყოს პირდაპირი დადგენის წარუმატებლობის შემთხვევაში ან თუ მოლეკულური ტესტირება არ არის ხელმისაწვდომი. C trachomatis-ის გამოყოფა სითხის ასპირატის ან გენიტალური/რექტული წყლულის ნაცხის კულტურიდან ყველაზე მეტად სპეციფიკური კვლევაა; თუმცა მეთოდები განსახვავებულია ლაბორატორიების მიხედვით და არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი, ვინაიდან ისინი მეტ შრომას მოითხოვს და სხვა მოლეკულურ მეთოდებთან შედარებით ნაკლები სენსიტიურობა ახასიათებთ.
სეროლოგიური ვარიანტების ტიპირება განვითარებადი ტესტია, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას ეპიდემიოლოგიური მიზნებით საკონტროლო ანალიზისთვის.
Frei ტესტირება,რომელიც ახლა უკვე მოძველებულია, მიღებულია ქლამიდიური ანტიგენისგან. დადებითი ტესტი არ განასხვავებს ქლამიდიური ინფექციის წინა ინფექციას ამჟამინდელისგან ან ქლამიდიას სხვა სახეობის ინფექციებისგან.
ტესტირება სქესობრივად გადამდებ ინფექციებზე
პაციენტები, რომლებიც გადიან ტესტირებას ვენერიულ ლიმფოგრანულომაზე, ასევე უნდა გაიარონ ტესტირება სხვა ინფექციებზე (მაგ., სიფილისი, აივ, გონორეა, ჰერპესი და ჰეპატიტი). პაციენტებს, რომელთა აივ ტესტები უარყოფითია, შეიძლება შესთავაზონ აივ-ის ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა (PrEP).[29][30]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას