მეორეული პრევენცია

ლაქტულოზით პროფილაქტიკურმა მკურნალობამ აჩვენა ეფექტურობა განმეორებითი HE განვითარების თავიდან აცილების თვალსაზრისით ციროზის მქონე პაციენტებში.[1][5] ლაქტულოზა ქრონიკულად უნდა მიეცეს ციროზის/პორტული ჰიპერტენზიის და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ადრე არსებული ან მორეციდივე ეპიზოდების მქონე პაციენტებს, (რომლებიც ტოლერანტულნი არიან ლაქტულოზის მიმართ).

პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ლაქტულოზის ტიტრაცია, რომ მიაღწიონ ნაწლავის მოქმედების სამიზნე რაოდენობას დღეში. ერთი კვლევის მიხედვით, ლაქტულოზის სათანადო ტიტრაციის წარუმატებლობა თავიდან აცილებადი განმეორებითი ჰოსპიტალიზიების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.[64]

რიფაქსიმინი ეფექტურად უზრუნველყოფს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის რეციდივის პრევენციას და არის რეკომენდებული ლაქტულოზას დამატებითი თერაპია მეორადი პროფილაქტიკისთვის ≥1 თვალსაჩინო ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ეპიზოდის შემდეგ პირველი ეპიზოდიდან 6 თვის განმავლობაში, ეპიზოდური ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში.[1][2] ერთ-ერთ რანდომიზებულ კონტროლირებად კვლევაში, რიფაქსიმინის 6-თვიანმა კურსმა შეამცირა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის გამო რეციდივის და ჰოსპიტალიზაციის რისკი პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ მორეციდივე ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია.[39] სისტემური მიმოხილვით და მეტა-ანალიზით დადგინდა, რომ რიფაქსიმინს სასარგებლო ეფექტი ჰქონდა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მეორად პრევენციაზე, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისგან სრულ გამოჯანმრთელებაზე და სიკვდილობაზე.[32]

არ არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომელიც განსაზღვრავს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის უნდა შეწყდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის პროფილაქტიკური მკურნალობა. გაიდლაინები გვირჩევენ, რომ თუ ღვიძლისა და კვების სტატუსი გაუმჯობესდა და გამომწვევი ფაქტორები კონტროლდება, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება განიხილებოდეს ინდივიდუალურად.[2]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას