ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

რისკ-ფაქტორების არსებობა

რისკფაქტორები მოიცავს ციროზს, ღვიძლის მწვავე უკმარისობას და პორტოკავალურ შუნტს.

განწყობის დარღვევები

პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ეიფორია ან დეპრესია.

ძილის დარღვევები

პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ძილის დარღვევები, როგორიცაა უძილობა ან მომატებული ძილიანობა.

მოტორული დარღვევები

პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ მოტორული დარღვევები, როგორიცაა ატაქსია, და ექსტრაპირამიდული სიმპტომები, როგორიცაა კუნთების რიგიდობა, ბრადიკინეზია, ჰიპოკინეზია, ნელი მონოტონური მეტყველება და პარკინსონიზმის მსგავსი ტრემორი.[1]

შორსწასული ნევროლოგიური დარღვევები

პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ძილიანობა და კონფუზია, რასაც შეიძლება მოყვეს ცნობიერების დაკარგვა ან კომა. იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს ჰიპერ-რეფლექსია, ნისტაგმი და კლონუსი.

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ასტერიქსისი

უარყოფითი მიოკლონუსი, რომელიც ვლინდება მხრების გაშლით, მაჯის დორსიფლექსით და თითების გაშლით. არ არის სპეციფიკური HE-თვის.

ხელისგულის ერითემა

შეიძლება ასევე იყოს კლინიკური გასინჯვით მიღებული მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას.

ობობასებრი ანგიომა

შეიძლება ასევე იყოს კლინიკური გასინჯვით მიღებული მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას.

პერიფერული ედემა

შეიძლება ასევე იყოს კლინიკური გასინჯვით მიღებული მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას.

სიყვითლე

შეიძლება ასევე იყოს კლინიკური გასინჯვით მიღებული მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას.

ჰეპატომეგალია.

ღვიძლის გადიდება შეიძლება ინახოს ვირუსული ჰეპატიტის ადრეულ სტადიაზე.

ასციტი

შეიძლება ასევე იყოს კლინიკური გასინჯვით მიღებული მონაცემები, რომლებიც შეესაბამება ღვიძლის ქრონიკულ დაავადებას.

რისკფაქტორები

ძლიერი

ჰიპოვოლემია

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

სიხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

შეკრულობა

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16] ფიქრობენ, რომ ეს მექანიზმია აზოტოვანი ნაერთების გაზრდილი შეწოვა ნაწლავიდან.

ცილის ჭარბად მიღება

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16] ფიქრობენ, რომ ეს მექანიზმია აზოტოვანი ნაერთების გაზრდილი შეწოვა ნაწლავიდან.

ჰიპოკალემია

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

ჰიპონატრემია

HE დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორი ციროზის მქონე პაციენტებში.[1][18]

მეტაბოლური ალკალოზი

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

ჰიპოქსია

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

სედატივების გამოყენება

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

ოპიოიდების გამოყენება

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[19]

შარდმდენის ზედოზირება

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[19]

ჰიპოგლიკემია

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

ინფექცია

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

ღვიძლის ან პორტული ვენის თრომბოზი

შეიძლება გამოიწვიოს ეპიზოდური HE.[16][17]

პორტოკავალური ანასტომოზი

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ინციდენტობა ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუნტის (TIPS) ჩადგმიდან 2 წლის განმავლობაში არის 55%-მდე.[4]

ხანდაზმული პაციენტები (>65 წლის), რომლებსაც ღვიძლის უფრო შორსწასული დაავადება აქვთ და ისინი, ვისაც ადრე ჰქონია HE ეპიზოდები, შეიძლება HE განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ TIPS შემდეგ.

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

ციროზის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს HE უფრო მაღალი რისკი აქვთ.[20]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას