დიფერენციული დიაგნოზები
ინტრაკრანეალური სიმსივნეები
ნიშნები / სიმპტომები
ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები
კვლევები
თავის CT სკანირებამ შეიძლება აჩვენოს დიდი ზომის დაზიანება.
სუბდურალური სისხლჩაქცევა
ნიშნები / სიმპტომები
ტრავმის ანამნეზი, ფოკალური ნევროლოგიური ნიშნები
კვლევები
თავის CT სკანირებამ შეიძლება აჩვენოს ჰემორაგია.
მწვავე ინსულტი
ნიშნები / სიმპტომები
ნევროლოგიურმა გამოკვლევამ შეიძლება აჩვენოს ფოკალური ნევროლოგიური დარღვევები HE დროს, მაგრამ ეს უფრო ხშირია ინსულტის დროს.
კვლევები
თავის CT სკანირებამ შეიძლება აჩვენოს ჰემორაგია ან ინფარქტი
მენინგიტი
ნიშნები / სიმპტომები
თავის ტკივილი, ფოტოფობია, კისრის გაშეშება, გულისრევა, ცხელება
კვლევები
ლუმბალურმა პუნქციამ შეიძლება აჩვენოს თავზურგტვინის სითხის შემღვრევა ლეიკოციტების რაოდენობის და ცილის მომატებით და გლუკოზის შემცირებით მენინგოკოკური მენინგიტის დროს.
მიკროორგანიზმები შეიძლება ნაპოვნი იყოს გრამის წესით შეღებვისას და კულტურაზე
MRI შეიძლება აჩვენოს მენინგიური სურათის გაძლიერება.
ენცეფალიტი
ნიშნები / სიმპტომები
პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ცხელება, თავის ტკივილი ან ინფექციის ანამნეზი (მაგ., წითელა)
კვლევები
საფეთქლის წილის ჩართულობა MRI-ზე მკვეთრად მიუთითებს herpes simplex ვირუსით გამოწვეულ ენცეფალიტზე.
თავზურგტვინის სითხე შეიძლება იყოს ნორმალური ან აჩვენებდეს ლიმფოციტებს.
ურემია
ნიშნები / სიმპტომები
თირკმლის დაავადების ან უკმარისობის ანამნეზი, დაღლილობა, სისუსტე.
შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიფერმკრთალეს, შეშუპებას, ჰიპერტენზიას, ქოშინს, ქვედა კიდურების კრუნჩხვებს, ასტერიქსისს და პერიფერიულ ნეიროპათიას.
კვლევები
შრატში სისხლის შარდოვანას აზოტის და კრეატინინის აწეული რაოდენობა შეესაბამება რენულ დისფუნქციას და ურემიას.
დიაბეტური ჰიპოგლიკემია
ნიშნები / სიმპტომები
ჰიპოგლიკემია უფრო ხშირია დიაბეტის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ან მათში, ვინც ცდილობს მკაცრი გლიკემიური კონტროლის განხორციელებას.
დიფერენციული ნიშნები მოიცავს ავტონომიური ჰიპერაქტივობის ნიშნებს, ოფლიანობას, ტაქიკარდიას და კომას.
კვლევები
საჭიროა შრატის გლუკოზის გაზომვა, ვინაიდან ჰიპოგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური ენცეფალოპათია.
არადიაბეტური ჰიპოგლიკემია
ნიშნები / სიმპტომები
გავრცელებული სიმპტომებია გულისრევა, დაბნეულობა, ტრემორი, ოფლიანობა, გულისფრიალი ან შიმშილი. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ არასპეციფიკური კლინიკური ანამნეზი.
კვლევები
შრატში გლუკოზა უნდა გაიზომოს; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ტესტირება უნდა ჩატარდეს ღვიძლისა და თირკმელების შესაძლო მიზეზების გამოსარიცხად. თუ სისხლში შაქარი არის <2.8 მმოლ/ლ, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს დამატებითი ანალიზები, მათ შორის შრატის ინსულინი, C-პეპტიდი, პროინსულინი, ეთანოლი, ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის ტესტები და ინსულინის სეკრეტოგოგების დონეები (სულფონილშარდოვანას წარმოებულები).
ჰიპერგლიკემია
ნიშნები / სიმპტომები
დიაბეტურ კეტოაციდოზს (DKA) შეიძლება წინ უძღოდეს პოლიურია, გულისრევა და გონების არევა. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ხილის სუნიანი აცეტონური სუნთქვა, ტაქიკარდია და მუცლის ტკივილი.
ჰიპერმოსოლარული ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა (HHS) შეიძლება განვითარდეს კეტონების არარსებობისას და შეიძლება ასევე გამოიწვიოს მეტაბოლური ენცეფალოპათია.
კვლევები
საჭიროა შრატის გლუკოზის გაზომვა, ვინაიდან ჰიპერგლიკემიამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლური ენცეფალოპათია.
DKA მქონე პაციენტებში სისხლის და შარდის კეტონები მომატებულია და ვენური pH შემცირებულია.
HHS მქონე პაციენტებში შრატის ოსმოლურობა მომატებულია.
ჰიპერკაპნია
ნიშნები / სიმპტომები
სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის ნიშნები
კვლევები
PaCO₂ ნორმალური დონე ზოგადად მიღებულია 35 - 45 მმ. ვწყ. სვ.
მაღალმა დონეებმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური სტატუსის ცვლილებები.
ბენზოდიაზეპინებით ზედოზირება
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება იყოს დეპრესიის ან სუიციდური აზრების ანამნეზი
კვლევები
შერჩეულ პაციენტებში ფლუმაზენილის კვლევით შეიძლება დიაგნოსტირებული იყოს ბენზოდიაზეპინის ზედოზირება.
ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით ზედოზირება
ნიშნები / სიმპტომები
შეიძლება იყოს ტაქიკარდია, ჰიპოტენზია
კვლევები
ეკგ აჩვენებს 40-ms ტერმინალური ღერძის მარჯვნივ გადახრას, რომელიც განიხილება, როგორც R ტალღის ჩაზნექა aVR-ში ან S-ტალღისა I განხრაში ან aVL-ში.
ოპიოიდებით ზედოზირება
ნიშნები / სიმპტომები
ოპიოიდებზე დამოკიდებულების ანამნეზი. ბრადიპნოე, მიოზი. შეიძლება იყოს ინტრავენური ნარკოტიკების გამოყენების ნიშნები, როგორიცაა ახალი ნანემსარები ან ძველი ნანემსარების კვალი.
კვლევები
ცნობიერების დონის მკვეთრი გაუმჯობესება ნალოქსონის დანიშვნის შემდეგ.
ვერნიკეს ენცეფალოპათია
ნიშნები / სიმპტომები
ხასიათდება ენცეფალოპათიით, ოკულომოტორული დისფუნქციით (ნისტაგმი, მზერის დამბლა) და სიარულის ატაქსიით.
კვლევები
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, როგორც წესი, აჩვენებს ორმხრივ, სიმეტრიულ T2 და სითხის შემცირების ინვერსიის აღდგენის (FLAIR) ჰიპერინტენსივობას თალამუსში, დვრილოვან სხეულებში, ტექტალური ფირფიტაში და წყალსადენის მიმდებარე ზონაში.[26]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას