კრიტერიუმები
გაიდლაინები, რომლებიც წარმოადგენს როგორც ღვიძლის დაავადებების კვლევის ამერიკული ასოციაციის, ისე ღვიძლის კვლევის ევროპის ასოციაციის პოზიციას, გამოყოფს ღვიძლის ენცეფალოპათიის (HE) კლასიფიკაციის ოთხ-ფაქტორიან სისტემას.[1][2]
1) ფონური დაავადება
A ტიპი: ღვიძლის მწვავე უკმარისობასთან დაკავშირებული HE
B ტიპი: ძირითადად პორტოსისტემურ შემოვლით ანასტომოზთან ან შუნტირებასთან დაკავშირებული HE
C ტიპი: ციროზთან დაკავშირებული HE
2) ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის გამოვლინების ხარისხი და კლინიკური აღწერა (West Haven კრიტერიუმები)
დარღვევების გარეშე: არ არის HE, არ არის HE ანამნეზი
მინიმალური (ფარული): ფსიქომეტრული ან ნეიროფსიქოლოგიური ცვლილებები ფსიქომოტორული სიჩქარის/შესრულების ფუნქციების შემსწავლელ ტესტებში ან ნეიროფსიქოლოგიური ცვლილებები მენტალური ცვლილების კლინიკური მტკიცებულებების გარეშე
1-ლი ხარისხი (ფარული): ცნობიერების ტრივიალური ნაკლებობა, ძილის შეცვლილი რიტმი, ყურადღების კონცენტრაციის შეზღუდვა, მიმატების ან გამოკლების უნარის დარღვევა, ეიფორია ან შფოთვა
მე-2 ხარისხი (აშკარა): ლეთარგია ან აპათია, დროში დეზორიენტაცია, პიროვნების აშკარა შეცვლა, შეუსაბამო ქცევა, დისპრაქსია, ასტერიქსისი
მე-3 ხარისხი (აშკარა): ძილიანობა ნახევრად სტუპორამდე, რეაგირება გამღიზიანებლებზე, დაბნეულობა, უხეში დეზორიენტაცია, უცნაური ქცევა
მე-4 ხარისხი (აშკარა): კომა.
3) დრო
ეპიზიდური HE
მორეციდივე ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (≥2 ეპიზოდი 6 თვის განმავლობაში)
მუდმივი HE (ქცევითი ცვლილებები, რომლებიც ყოველთვის არსებობს და მოროგეობს აშკარა HE ეპიზოდებთან)
4) მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობა; HE შეიძლება იყოს ერთ-ერთი შემდეგიდან:
არ არის პროვოცირებული
პროვოცირებულია (შეიძლება გამოვლინდეს C ტიპის ეპიზოდური HE თითქმის ყველა პერიოდში)
A ტიპის ღვიძლის ენცეფალოპათიის მართვის შესახებ დისკუსიისთვის იხილეთ ჩვენი თემა ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას