განხილვები პაციენტთან
ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებს უნდა ურჩიონ, თავიდან აიცილონ ფაქტორები, რომლებიც აპროვოცირებს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარებას, როგორიცაა სედაციური საშუალებების გამოყენება, ყაბზობა და ჰიპოგლიკემიური ან ჰიპოქსიური სტატუსები. მათ ასევე უნდა ურჩიონ, მიმართონ ექიმს, თუ აქვთ რაიმე სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქიდან, განუვითარდებათ ინფექცია, ან თავს იგრძნობენ ცუდად. კვლევებმა აჩვენა, რომ ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ანამნეზის მქონე პაციენტებს და მათ მომვლელებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ დაავადების შესახებ. ერთმა საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ ერთჯერადი, სწრაფი (15 წუთიანი) საგანმანათლებლო ჩარევა ეფექტური იყო ხელახალი ჰოსპიტალიზაციის სიხშირის შესამცირებლად და ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ძირითადი პათოფიზიოლოგიის, გავრცელებული მკურნალობისა და ნაწლავების რეგულარული დაცლის უზრუნველსაყოფად/შენარჩუნების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდაში.[62]
პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ინსტრუქტაჟი, რათა მოერიდონ ოპიოიდებს, ალკოჰოლს და ბენზოდიაზეპინებს.
პაციენტებს უნდა მიეცეთ ინფორმაცია თავიანთი ქვეყნის საავტოტრანსპორტე მართვის ეროვნული წესების შესახებ მათთვის, ვისაც ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ეპიზოდები წარსულში აღენიშNებოდა. ექსპერტთა კონსენსუსის რჩევით, რეკომენდებულია ავტომობილის მართვისგან თავის შეკავება აშკარა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ეპიზოდის შემდეგ და პაციენტებს და მომვლელებს უნდა მიეცეთ სიტყვიერი და წერილობითი რჩევა ამასთან დაკავშირებით.[2][63]
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული ცილების ხანგრძლივი შეზღუდვა.
რჩევები მომვლელებს
მომვლელებს უნდა ჩაუტარდეთ კონსულტაცია HE ადრეული ნიშნების და სიმპტომების შესახებ და რა უნდა გააკეთონ, თუ ეს მოხდება. HE მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენს მომვლელებისთვის, რომლებიც მოახსენებენ, რომ ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენენს მათ ჯანმრთელობასა და გრაფიკზე და ხაფანგში გრძნობენ თავს.[57] მომვლელებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს საუბარი ფინანსურ მხარდაჭერის, ჰოსპიტალური მოვლის ხელმისაწვდომობის და ადგილობრივი დახმარების ჯგუფების შესახებ.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას