ეპიდემიოლოგია
ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დაფიქსირებული ინციდენტობა და პრევალენტობა განსხვავდება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს საბოლოო დიაგნოსტიკური ტესტის არარსებობით და კლინიკური ნიშნების პოტენციურად შეფარული მიმდინარეობის გამო. ციროზის მქონე პაციენტების დაახლოებით 30%-დან 40%-ს აღენიშნება აშკარა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის ეპიზოდი მათი ავადმყოფობის დროს და პაციენტების დაახლოებით 11%-ს აღენიშნება აშკარა ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ციროზის დიაგნოზის დროს.[3][4] HE-ს სიხშირე ტრანსიუგულარული ინტრაჰეპატური პორტოსისტემური შუნტის (TIPS) ჩაყენებიდან 2 წლის განმავლობაში 55%-მდეა.[4] აშკარა HE ეპიზოდის შემდეგ, მომდევნო წლის განმავლობაში განმეორების 40% რისკი არსებობს.[5]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას