მონიტორინგი
ღრმად შეცვლილი მენტალური სტატუსის, მგრძნობელობის შესუსტების მქონე პაციენტები და თუ ეჭვია სასუნთქი გზების დაცვის უუნარობაზე, პაციენტების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა პაციენტი ღვიძლის ციროზით და HE ეპიზოდით უნდა გააგზავნონ გასტროენტეროლოგთან. ამბულატორიული პაციენტების მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს 3 თვეში ერთხელ. HE მწვავე ეპიზოდის დროს საჭიროა ნევროლოგის კონსულტაცია, თუ ეჭვია შეცვლილი მენტალური სტატუსის არა-მეტაბოლურ მიზეზზე ან თუ ნეიროვიზუალიზაციით ჩანს პათოლოგია.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას