პოლიეთილენგლიკოლი
რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევების მტკიცებულებები მიუთითებს, რომ პოლიეთილენგლიკოლი და ლაქტულოზა შეიძლება ანალოგიურად ეფექტური იყოს მწვავე ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის (HE) სამართავად.[44]Shehata HH, Elfert AA, Abdin AA, et al. Randomized controlled trial of polyethylene glycol versus lactulose for the treatment of overt hepatic encephalopathy. Eur J Gastroenterol Hepatol. 2018 Dec;30(12):1476-81.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/30234645?tool=bestpractice.com
[45]Rahimi RS, Singal AG, Cuthbert JA, et al. Lactulose vs polyethylene glycol 3350-electrolyte solution for treatment of overt hepatic encephalopathy: the HELP randomized clinical trial. JAMA Intern Med. 2014 Nov;174(11):1727-33.
https://jamanetwork.com/journals/jamainternalmedicine/fullarticle/1907002
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/25243839?tool=bestpractice.com
საჭიროა შემდგომი კვლევები, სანამ შესაძლებელი იქნება ამ მკურნალობის რეკომენდება რუტინულად გამოყენებისთვის.
ექსტრაკორპორალური ალბუმინის დიალიზი
ექსტრაკორპორალური ალბუმინური დიალიზი (ECAD) წარმოადგენს ღვიძლის მხარდამჭერ ხელოვნურ სისტემას, რომელიც ახორციელებს სისხლის დიალიზს ალბუმინით გამდიდრებული დიალიზატით ალბუმინთან ბმული ტოქსინების და ასევე ბილირუბინის, არომატული ამინომჟავების და წყალში ხსნადი ნივთიერებების მოსაცილებლად. ECAD რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები მიუთითებს HE გაუმჯობესებაზე და 30-დღიან გადარჩენაზე, ჩვეულებრივ მკურნალობასთან შედარებით.[46]Hassanein TI, Tofteng F, Brown RS Jr, et al. Randomized controlled study of extracorporeal albumin dialysis for hepatic encephalopathy in advanced cirrhosis. Hepatology. 2007 Dec;46(6):1853-62.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/full/10.1002/hep.21930
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17975845?tool=bestpractice.com
[47]Heemann U, Treichel U, Loock J, et al. Albumin dialysis in cirrhosis with superimposed acute liver injury: a prospective, controlled study. Hepatology. 2002 Oct;36(4 Pt 1):949-58.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/epdf/10.1053/jhep.2002.36130
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12297843?tool=bestpractice.com
ეს თერაპია საკვლევია და არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი.
პრობიოტიკები
კოჰრეინის მიმოხილვამ დაადგინა, რომ პრობიოტიკები, სავარაუდოდ, აუმჯობესებს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისგან გამოჯანმრთელებას, მაგრამ პლაცებოსთან ან არ ჩარევასთან შედარებით, მცირე ან არანაირ განსხვავებას იწვევს ყველა მიზეზით სიკვდილიანობის მხრივ.[48]Dalal R, McGee RG, Riordan SM, et al. Probiotics for people with hepatic encephalopathy. Cochrane Database Syst Rev. 2017 Feb 23;(2):CD008716.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD008716.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28230908?tool=bestpractice.com
მიმოხილვამ ვერ დაადგინა, უფრო ეფექტურია თუ არა პრობიოტიკები, ვიდრე ლაქტულოზა, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის დროს. ჩართული კვლევები სისტემური ცდომილების და რანდომული ცდომილების (ანუ, დაბალი ხარისხი) მაღალი რისკის ქვეშ იყო.[48]Dalal R, McGee RG, Riordan SM, et al. Probiotics for people with hepatic encephalopathy. Cochrane Database Syst Rev. 2017 Feb 23;(2):CD008716.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD008716.pub3/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28230908?tool=bestpractice.com
[
]
Does evidence from randomized controlled trials support the use of probiotics in people with hepatic encephalopathy?/cca.html?targetUrl=https://cochranelibrary.com/cca/doi/10.1002/cca.1645/fullსწორი პასუხის ჩვენება
ფეკალური მიკროფლორის ტრანსპლანტატი
HE მქონე პაციენტებს ნაწლავის შეცვლილი მიკრობიომი აქვთ, სასარგებლო ბაქტერიების შემცირებით და პოტენციურად პათოგენური ბაქტერიების მომატებით. ერთი ღია რანდომიზებული კვლევით (n = 20) შედარებული იყო ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაცია ჩვეულებრივ მკურნალობასთან.[49]Bajaj JS, Kassam Z, Fagan A, et al. Fecal microbiota transplant from a rational stool donor improves hepatic encephalopathy: a randomized clinical trial. Hepatology. 2017 Dec;66(6):1727-38.
https://aasldpubs.onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/hep.29306
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/28586116?tool=bestpractice.com
დონორის მასალაში მრავლად იყო Lachnospiraceae და Ruminococcaceae: ეს ბაქტერიები წარმოქმნიან მოკლე ჯაჭვულ ცხიმოვან მჟავებს, რაც ხელს უწყობს ნაწლავური ბარიერის ნორმალურ ფუნქციონირებას. ფეკალური მიკრობიოტას ტრანსპლანტაციის ჯგუფში ჰოსპიტალიზაციის ნაკლები შმთხვევები იყო, ვიდრე ჩვეულებრივ სამკურნალო ჯგუფში, განსაკუთრებით პორტული ჰიპერტენზიული გართულებების გამო. ფეკალური მიკრობიოტას ტრანსპლანტაციის ჯგუფმა აჩვენა კოგნიტური ფუნქციის ქულების გაუმჯობესება საწყისი დონიდან ტრანსპლანტაციის შემდეგ. ფეკალური მიკრობიოტას ტრანსპლანტაციის ჯგუფში ბაქტერიული ინფექციების მატება არ შეინიშნებოდა. 1-ლი ფაზის კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ფეკალური მიკრობიოტა უსაფრთხოა და კარგად აიტანება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ განმეორებითი ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია და უკავშირდება თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანას ბაქტერიული მრავალფეროვნების გაუმჯობესებას.[50]Bajaj JS, Salzman NH, Acharya C, et al. Fecal microbial transplant capsules are safe in hepatic encephalopathy: a phase 1, randomized, placebo-controlled trial. Hepatology. 2019 Nov;70(5):1690-703.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31038755?tool=bestpractice.com
L-ორნიტინის ფენილაცეტატი
ამიაკის შთანმთქმელები, როგორიცაა L-ორნიტინ ფენილაცეტატი (OPA), უზრუნველყოფს ალტერნატიულ გზას შარდოვანასთვის, აზოტის ნარჩენების გამოსაყოფად. L-ორნიტინი მოქმედებს, როგორც სუბსტრატი გლუტამინის სინთეზისთვის ამიაკიდან და შედეგად მიღებული გლუტამინი კონიუგირდება და გამოიყოფა შარდში ფენილაცეტილგლუტამინის სახით.[51]Jalan R, Wright G, Davies NA, et al. L-ornithine phenylacetate (OP): a novel treatment for hyperammonemia and hepatic encephalopathy. Med Hypotheses. 2007;69(5):1064-9.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/17467190?tool=bestpractice.com
მცირე ზომის ღია კვლევამ აჩვენა, რომ OPA უსაფრთხოა და კარგად აიტანება დეკომპენსირებული ციროზის მქონე პაციენტებში. სამკურნალო ჯგუფში შემცირდა პლაზმის ამიაკი და გაიზარდა შარდის ფენილაცეტატის ექსკრეცია.[52]Ventura-Cots M, Arranz JA, Simón-Talero M, et al. Safety of ornithine phenylacetate in cirrhotic decompensated patients: an open-label, dose-escalating, single-cohort study. J Clin Gastroenterol. 2013 Nov-Dec;47(10):881-7.
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/23751856?tool=bestpractice.com
კოჰრეინის მიმოხილვამ დაასკვნა, რომ ამჟამად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რათა განსაზღვროს ამონიუმის შთანმთქმელების ეფექტები ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე ციროზის მქონე მოზრდილებში.[53]Zacharias HD, Zacharias AP, Gluud LL, et al. Pharmacotherapies that specifically target ammonia for the prevention and treatment of hepatic encephalopathy in adults with cirrhosis. Cochrane Database Syst Rev. 2019 Jun 17;(6):CD012334.
https://www.cochranelibrary.com/cdsr/doi/10.1002/14651858.CD012334.pub2/full
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/31204790?tool=bestpractice.com