დიფერენციული დიაგნოზები

ქრონიკული პანკრეატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

რადგანაც ქრონიკული პანკრეატიტის ტიპური სიმპტომები ასევე ახასიათებს პანკრეასის კიბოს, აღნიშნულ ორ დაავადების დიფერენცირება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. პაციენტს შეიძლება აწუხებდეს წელში ირადირებული ტკივილი, მალაბსორბცია, მალნუტრიცია და პანკრეასის ენდოკრიული უკმარისობა. ანამნეზში შეიძლება შეგვხვდეს განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია მწვავე პანკრეატიტის ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო.

კვლევები

პანკრეასის კიბოს ახასიათებს რამდენიმე დიაგნოსტიკური ნიშანი, რითაც იგი განსხვავდება ქრონიკული პანკრეატიტისაგან.[67]

კენჭები სანაღვლე სადინარში

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ობსტრუქციული სიყვითლე შეიძლება მტკივნეული იყოს კენჭოვანი დაავადების გამო. პაციენტი შეიძლება უფრო ახალგაზრდა იყოს.

კვლევები

კენჭების გამოვლენა შესაძლებელია მუცლის ულტრაბგერითი კვლევით, როგორც ნაღვლის ბუშტში, ასევე სანაღვლე სადინარში. თუმცა, კენჭები შეიძლება ვიხილოთ პანკრეასის კიბოს მქონე პაციენტებშიც. თუმცა, კენჭები შეიძლება ვიხილოთ ასევე პაციენტებში პანკრეასის კიბოთი. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით გამოვრიცხავთ სტრიქტურას (გვხვდება პანკრეასის კიბოს დროს) და დავადასტურებთ სანაღვლე სადინრის კენჭებს, რომლებიც შეიძლება მოვაშოროთ ინტერვენციის პარალელურად.

ამპულური ნაწილის კარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ობსტრუქციული სიყვითლის გამოვლინებამდე პაციენტებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ რკინადეფიციტური ანემია. ამპულური კიბოს ჩამოშლის გამო სიყვითლეს შესაძლოა ხანგამოშვებითი ხასიათი ჰქონდეს, რაც სიმპტომის გარდამავალ კუპირებას იწვევს.

კვლევები

ამპულური ნაწილის დაზიანების არსებობა დასტურდება გასტრო-ინტესტინური ტრაქტის ზემო სართულის ენდოსკოპიით, ხოლო პროცედურის პერიოდში ბიოფსიის ჩატარებით კი მჟღავნდება დისპლაზიის ან კიბოს არსებობა. გვერდითი ხედვის ენდოსკოპით, ტრადიციულ, წინა ხედვის ენდოსკოპთან შედარებით უკეთ ჩანს ამპულური დაზიანებები.

ქოლანგიოკარცინომა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

სანაღვლე სადინრის შუა და ქვედა ნაწილის კიბო ვერ დიფერენცირდება პანკრეასის კიბოსგან. ორივე მათგანი ვლინდება უმტკივნეულო ობსტრუქციული სიყვითლით.

კვლევები

ერთმომენტიანი რადიოლოგოური კვლევებით, როგორებიცაა CT სკანირება ან MRI შესაძლოა გამოვლინდეს პანკრეასში მოცულობითი წარმონაქმნის არარსებობა და სანაღვლე სადინარის შესაძლო გასქელება, რაც ქოლანგიოკარცინომაზე მიუთითებს.

ავტოიმუნური პანკრეატიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პანკრეასის კიბოსა და ავტოიმუნურ პანკრეატიტს შორის თითქმის არ არსებობს განმასხვავებელი ნიშნები.

პანკრეასის კიბოსგან განსხვავებით, ავტოიმუნური პანკრეატიტი კაცებში სულ მცირე 2-ჯერ ხშირია ქალებთან შედარებით. ასვე, იშვიათ შემთხვევებში ავტოიმუნური პანკრეატიტით დაავადებულ პაციენტებს უვლინდებათ პანკრეასისგარე ორგანოების ჩართვის სიმპტომები (აღრიცხულია თირკმლების, ფილტვის, ღვიძლის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის და ჰიპოფიზის ჩართულობა).[68]

კვლევები

სადინრის დილატაციის გარეშე პანკრეასის ერთგვაროვნად გადიდება სიგრძივ სკანირებაზე საჭიროებს შრატში IgG4-ის დონის განსაზღვრას ან პანკრეასის ბიოფსიას (რომელიც შესაძლოა იყოს დიაგნოსტიკური ღირებულების მტარებელი), თუმცა პროცედურა უნდა ჩატარდეს სპეციალისტების მიერ შესაბამის ცენტრში. ერთი სისტემატური მიმოხილვა და მეტა-ანალიზი ვარაუდობს, რომ MRI ისეთმა მახასიათებლებმა, როგორიცაა პანკრეასის ძირითადი სადინრის მრავალი სტრიქტურა, პანკრეასის ძირითადი სადინრის გამოხატული დილატაციის არარსებობა, პერიპანკრეასის რგოლი და სადინარში შეღწევის ნიშანი, შეუძლია მნიშვნელოვნად განასხვავოს აუტოიმუნური პანკრეატიტი პანკრეასის კიბოსგან.[69]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას