დიფერენციული დიაგნოზები

დივერტიკულიტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

გაუვალობა; მუცლის ტკივილი, ხშირად ლოკალიზებული მუცლის მარცხენა ქვედა კვადრაnტში.

პალპაციით მოპულსირე წარმონაქმნები მუცლის ღრუში არ ვლინდება. ამის მაგივრად, შეიძლება აღინიშნებოდეს "სისავსის" შეგრძნება პერირექტულად. შესაძლებელია გამოვლინდეს ცხელება.[87]

კვლევები

განავალის გვაიაკური სინჯი შესაძლოა დადებითი იყოს.

შესაძლოა სახეზე იყოს ლეიკოციტოზი.

კტ კვლევით აორტა ნოარმალური ზომისაა და შეიძლება გამოვლინდეს დივერტიკულები, ჯორჯლის არტერიის პერიფოკალურად ცხიმოვანი ან სხვა ქსოვილების ანთება, ნაწლავის კედილის გასქელება >4 მმ, ან პერიდივერტიკულური აბსცესი.[87]

შარდსაწვეთის კოლიკა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ძლიერი ტკივილი მუცელში, რომელიც იწყება თეძოს ძვალთან და ვრცელდება უკან, საზარდულის მიმართულებით.

მას უკავშირდება გულისრევა, ღებინება, ჰემატურია, დიზურია და შარდვის გახშირება ან იმპერატიული მოთხოვნილება.[88]

თუ მამაკაცი >55 წლისაა და აქვს შარდსაწვეთის კოლიკა, უნდა განიხილებოდეს ჟონვადი/გაგლეჯილი მუცლის აორტის ანევრიზმა მანამ, სანამ სხვა დიაგნოზი არ დადასტურდება.

კვლევები

შარდის საერთო ანალიზში ვლინდება სისხლი და შესაძლოა კრისტალები და/ან ინფექციის ნიშნები.

ულტარაბგერითი და კტ კვლევით ვლინდება ნორმალური კალიბრის აორტა და შესაძლოა შარდსაწვეთის ან რენული ლოკალიზაციის კენჭი.[88]

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მუცლის არეში მოვლითი ხასიათის დისკომფორტი, პერიოდული გამწვავებებით, გრძელდება 2-4 დღე.

მასთან ასოცირებულია შემდეგი სიმპტომები: შებერილობა, გახშირებული და ნორმიდან გადახრილი დეფეკაცია.

20-დან 40 წლამდე ქალებში ვლინდება მეტად, ვიდრე მამაკაცებში.

ზოგადი გასინჯვია, როგორც წესი ყველაფერი თითქმის ნორმაშია, თუმცა ზოგიერთი პაციენტი შეიძლება იყოს აღგზნებული. მუცლის პალპაციით შეიძლება გამოვლინდეს სუსტად გამოხატული ლოკალიზებული მტკივნეულობა.[89]

კვლევები

ვიზუალიზაციის მიზნით ჩატარებული კვლევები ხშირად არასაკმარისია, მაგრამ აჩვენებს ნორმალური კალიბრის აორტას.

ნაწლავთა ანთებითი დაავადება

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

მუცლის ტკივილი ხშირად სპაზმური ხასიათისაა და ლოკალიზდება მარცხენა მხარეს. პაციენტები, ჩვეულებრივ, უჩივიან დიარეას (სისხლიანი ან სისხლის მინარევის გარეშე), დეფეკაციის იმპერატიულ მოთხოვნილებას და ტენეზმებს.

ექსტრაინტესტინური გამოვლინება ხშირია კრონის დაავადების დროს.

მუცლის გასინჯვისას ვლინდება ნაწლავთა ხმიანობა, წარმონაქმნები მუცლის ღრუში და პალპაციით - მტკივნეულობა. შეიძლება იყოს ლორწოვანისა და კანის ხილული დაზიანება. რექტალური გასინჯვით შეიძლება გამოვლინდეს პრეანალური ფისტულა, ნახეთქები ან აბსცესი.[90]

კვლევები

ანემია ხშირია.

ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია გამოავლენს ნორმალური კალიბრის აორტას.

ენდოსკოპიური კვლევა ბიოფსიით აჩვენებს წყლულოვანი კოლიტისთვის ან კრონის დაავადებისათვის დამახასიათებელ ტიპიურ დაზიანებებს.[90]

აპენდიციტი

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ტკივილი ჩვეულებრივ პერიუმბიკალურია, მარჯვენა ქვემო კვადრანტში ლოკალიზაციით.

ასოცირებულია გულისრევასა და ღებინებასთან, და ხშირია მადის დაქვეითება.

კლასიკურად, პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება, მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვანდრატში ან "რიკოშეტული" ხასიათის(ტკივილი ზეწოლის უცაბედი დასუსტების დროს, მუცლის ფარის გაღიზიანების ნიშანი) ტკივილი მუცლის გასინჯვისას.

კვლევები

შარდის საერთო ანალიზით ხშირია ლეიკოციტოზი და სტერილური პიურია.

ულტრაბგერითი ან კტ ვიზუალიზაციით ვლინდება ნორმალური კალიბრის აორტა ჭიანაწლავის ანთებასთან ან პერფორაციასთან ერთად.

საკვერცხის შემოგრეხვა

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ქალები უჩივიან უეცარ, უწყვეტ, არასპეციფიკურ ტკივილის მუცლის ქვედა სეგმენტში; ხშირია გულისრევა და ღებინება. შეიძლება პაციენტს აღენიშნებოდეს ცხელება და პალპაციით ისინჯებოდეს დანამატები.[91]

კვლევები

შესაძლოა სახეზე იყოს ლეიკოციტოზი. ულტრაბგერითი გამოკვლევით მიიღება ნორმალური კალიბრის აორტის სურათი და დანამატების ვასკულარული ნაკადის შესაძლო დაქვეითება ან არარსებობა.[91]

გასტროინტესტინური ჰემორაგია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

პაციენტებში ჰემორაგიულმა შოკმა შეიძლება აორტის გასკდომის სურათი გადაფაროს. ანამნეზში ჩვეულებრივ აღინიშნება გასტროინტესტინური სისხლდენა, სისხლიანი პირღებინება, მელენა ან ალისფერი სისხლი რექტალურად.

გამოკითხვით შეიძლება გამოვლინდეს გასტრო-ინტესტინური ავთვისებიანი მდგომარეობებისა და პეპტიური წყლულის რისკ-ფაქტორების არსებობა.

რექტალური გამოკვლევით ვიზუალიზდება დიდი რაოდენობით სისხლი ან ნაზოგასტრალური ზონდით მიიღება ყავის ნალექის მსგავს ჰემატემეზი, სისხლიანი პირნაღები მასები.

კვლევები

განავლის გვაიაკური სინჯი დადებითია.

ენდოსკოპიური კვლევით შეიძლება გამოვლინდეს სისხლდენის წყარო სანათურში ლორწოვანის წყლულოვან დაავადებასთან, პოლიპთან და სიმსივნესთან ერთად.

ულტრაბგერა ან კომპიუტერული ტომოგრაფია გამოავლენს ნორმალური კალიბრის აორტას.

ვისცერული არტერიების ანევრიზმები / მწვავე ოკლუზია

ნიშნები / სიმპტომები
კვლევები
ნიშნები / სიმპტომები

ვისცერული სისხლძარღვების მწვავე ემბოლიური ან თრომოზული ოკლუზია შეიძლება იწვევდეს ძლიერ, აუტანელ ტკივილს მუცლის შუა ნაწილში, ფიზიკური ნიშნების გარეშე.

ჩვეულებრივ პაციენტებს აწუხებთ უწყვეტი, ინტენსიური ტკივილი მეზოგასტრიუმში, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება, შეიძლება დაერთოს ძლიერი დიარეა.

ვისცერული არტერიების ანევრიზმების უმრავლესობა გასკდომამდე უსიმპტომოა.[92]

კვლევები

ლეიკოციტოზი, ჰემოკონცენტრაცია და სისტემური აციდოზი ხშირია მწვავე ვისცერული სისხლძარღვების ოკლუზიის დროს. ნაწლავის ინფარქტს შეიძლება ახლდეს შრატში მომატებული ამილაზა, არაორგანული ფოსფატები, კრეატინ ფოსფოკინაზა და ტუტე ფოსფატაზა.

სისხლძარღვის ოკლუზიის შემთხვევაში ანგიოგრაფია არის დიაგნოსტიკური მეთოდი, ასევე შეიძლება იყოს სამკურნალო მეთოდიც.

ულტრაბგერითი და კტ გამოკვლევით აორტის კალიბრი ნორმის ფარგლებშია და სახეზეა სხვა ვისცერული არტერიის ანევრიზმის დიაგნოსტიკურ სურათი.[92]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას