მიდგომა

პაციენტებს უმეტესად არ აღენიშნებათ სიმპტომები, და ანევრიზმას აღმოაჩენენ ხოლმე ფიზიკური გასინჯვის ან რადიოგრაფიული კვლევების ჩატარების დროს.

ანამნეზი

სიმპტომურ პაციენტებში (უმცირესობა) ტიპურია მუცლის, ზურგის და საზარდულის ტკივილი. ანამნეზი მიმართულია რისკფაქტორების შესწავლისკენ:

  • განვითარება (ჰიპერლიპიდემია, შემაერთებელი ქსოვილის პათოლოგია, ფქოდ-ი და ჰიპერტენზია)[1][4][13][15][23][59][60][64][72]

  • გაფართოება, გაზრდა (ანამნეზში კარდიული ან რენული ტრანსპლანტი, გადატანილი ინსულტი, ასაკი: >70 წ და გულის მძიმე დაავადება)[73][74][75]

  • რუპტურა, გაგლეჯა (მდედრობითი სქესი, ანამნეზში გულის ან თირკმლის ტრანსპლანტი, ჰიპერტენზია}.[13][55][56][75]​​[76][77]

ანამნეზში თამბაქოს მოხმარება ზრდის მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების, მისი ზომაში მომატების (გაფართოების) და გასკდომის რისკს.[4][13][23][24][44][77]არამწეველი მამაკცების შემთხვევაში, მუცლის აორტის ანევრიზმის მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია: ხანდაზმული ასაკი და პირველი რიგის ნათესავი მუცლის აორტის ანევრიზმით.[3]

ანამნეზში მუცლის ღრუში ჩატარებულმა ქირურგიულმა ოპერაციებმა ან აორტის ანევრიზმის ენდოვასკულურმა მკრნალობამ, ისევე როგორც ოჯახის ანამნეზში მუცლის აორტის ანევრიზმის არსებობამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს გამოვლენას.

ფიზიკური გამოკვლევა

მუცლის პალპაციით შეიძლება ისინჯებოდეს მოპულსირე წარმონაქმნი და მუცელი შესაძლოა იყოს მტკივნეული. გასინჯვისას უნდა შეფასდეს პერიფერიული არტერიების ანევრიზმები (ბარძაყის და მუხლის უკანა ფოსოს).[78]

ანევრიზმის პალპაცია კლინიკური გასინჯვისას მგრძნობიერე მეთოდია მხოლოდ გამხდარ პაციენტებში, ან იმ შემთხვევაში, თუ ანევრიზმის დიამეტრი >5სმ-ზე. მეთოდის მგრძნობელობა და სპეციფიკურობა არის 68% და 75%, შესაბამისად.[1][79]

გახეთქილი ანევრიზმა ხასიათდება ტრიადით: მუცლის და/ან ზურგის ტკივილი, მოპულსირე წარმონაქმნი მუცლის ღრუში და ჰიპოტენზია.

შესაბამის კლინიკურ გარემოში, მუცლის აორტის ანევრიზმის თანმხლები ცხელება სავარაუდოს ხდის ანევრიზმის წარმოქმნის ინფექციურ გენეზს.

მთავარი გამოკვლევები

საეჭვო გახეთქვა ან სიმპტომატური AAA არის სასწრაფო სამედიცინო დახმარება; საჭიროა სისხლძარღვთა ქირურგის დაუყოვნებლივი გამოკვლევა. მართვის მიდგომა დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა სასწრაფო გამოსახულება საწოლის აორტის ულტრაბგერით; თუმცა, კლინიკური დიაგნოსტიკა და გგახეთქილი AAA-ს მართვა არ უნდა გადაიდოს გამოსახულების შედეგების მოლოდინში.[67][78]

მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა

მუცლის აორტის ანევრიზმის აღმოსაჩენად ულტრაბგერითი გამოკვლევა წარმოადგენს უპირატეს მეთოდს (მგრძნობელობა და სპეციფიკურობა შესაბამისად არის 92% და 99%)[1][2][67]​​​[79]​​​[80]ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება აორტის ღერძის პერპენდიკულარულად, რადგან ირიბ ჭრილში აორტის დიამეტრი რეალურთან შედარებით მომატებული ისახება.[2]​​[4][80] სამწუხაროდ ულტრაბგერა ნაკლებად ინფორმატიულ სურათს იძლევა ანევრიზმის გენეზის, ან თირკმლის არტერიის პროქსიმალური ლოკალიზაციის შესახებ.[81][82]

სხვა გამოკვლევები

 დიაგნოზის დასმის შემდეგ, კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიით ან მაგნიტურ რეზონანსული ანგიოგრაფია ტარდება ანატომიური მდებარეობის გამოსაკვლევად, რაც გამოიყენება ოპერაციული (ღია ან ენდოვასკულარული) ჩარევის დაგეგმვის დროს.[67][80][83]

ერითროციტების დალექვის სიჩქარისა და C-რეაქტიული ცილის მომატება მხარს უჭერს შესაძლო ანთებითი მუცლის აორტის ანევრიზმის დიაგნოზს.[4]

სისხლის საერთო ანალიზში ლეიკოციტოზი და შეფარდებითი ანემია დადებით კულტურასთან ერთად მიუთითებს მუცლის აორტის ანევრიზმის ინფექციურ გენეზზე.

გაგლეჯის პროგნოზულ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს მუცლის აორტის ანევრიზმის გაფართოების სიჩქარე, ინტრალუმინური თრომბის ზომის მატება, კედლის მოძრაობის დაქვეითება, კედლის დაჭიმულობა და მუცლის აორტის ანევრიზმის მაქსიმალურად გამოწეულ უბანში კედლის დაჭიმულობა.[10][78][84]​​

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას