ეპიდემიოლოგია

ეპიდემიოლოგია განსხვავდება რეგიონის, ასაკის, სქესის მიხედვით. ფართომასშტაბიან სკრინინგ-კვლევებში საუკეთესო მონაცემებია მოცემული. 50-79 წლის აშშ ვეტერანების სკრინინგის კვლევაში გამოვლინდა მუცლის აორტის ანევრიზმის (>3 სმ) ყველაზე მაღალი პრევალენტობა თეთრკანიან, მწეველ მამაკაცებში(5.9%).[14] მამაკაცებში პრევალენტობა 4-6 ჯერ აღემატება ქალებში პრევალენტობას.[1][15]გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) AAA სკრინინგის პროგრამის მონაცემების მიხედვით, 291,904 მამაკაციდან, რომლებმაც მიიღეს ნებართვა პირველადი AAA სკრინინგში მიეღოთ მონაწილეობა 2019 წლის 1 აპრილიდან 2020 წლის 31 მარტამდე, 76.1% -მა ჩაიტარა სკრინინგი 2020 წლის 31 მარტისთვის და 0.92%-ს დაუდასტურდა ანევრიზმა გაერთიანებული სამეფოს NHS AAA სკრინინგ პროგრამაში თავისი სურვილით მონაწილეობა მიიღო 65 წლის ზემოთ ასაკის 8340 მამაკაცმა. აქედან 88,9% ჩაიტარა გამოკვლევები 2020ლის 31 მარტისთვის, ანევრიზმის გამოვლენის მაჩვენებელი თვითდინებით მისულ მამაკაცებში 3,8%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე კოჰორტის მამაკაცებში.[16]30 პაციენტს,რომლებსაც სკრინინგის შედეგად გამოუვლინდა AAA,შემდგომში განუვითარდათ AAA(აბდომინალური აორტის ანევრიზმა)გასკდომა, აქედან 25 შემთხვევა იყო ფატალური.[16]

ქალებში სკრინინგით გამოვლენილი ანევრიზმების სისტემური მიმოხილვის თანახმად, დაჯამებული პრევალენტობა იმატებს ასაკთან ერთად (>1%-ზე, >70 წ ქალებში) და მწეველობის სტატუსის მიხედვით (>1% ქალებში, რომლებიც სიცოცხლის განმავლობაში გარვკეული ინტერვალით ეწეოდნენ; >2% ამჟამად მწეველ ქალებში).[17] ანევრიზმების პრევალენტონა მამაკაცებში თითოეულ ათწლეულზე იმატებს დაახლოებით 6%-ით.[13] 2019 წელს, აშშ-ში მუცლის აორტის ანევრიზმის მიზეზით დაფიქსირდა სიკვდილის 9928 შემთხვევა.[18]

დიდ ბრიტანეთში მუცლის აორტის ანევრიზმით გამოწვეული სიკვდილობა მკვეთრად შემცირდა 1997 წლიდან 2009 წლამდე. >65 წ მამაკაცებში სიკვდილობა 65.9-დან 44.6-მდე შემცირდა (ყოველ 100 000 მოსახლეზე).[19] გაგლეჯილი მუცლის აორტის ანევრიზმის გამო ჰოსპიტალიზაციის რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე 18.6-დან 13.5 მდე შემცირდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. სიკვდილობისა და ჰოსპიტალიზაციების შემცირება სავარაუდოდ უკავშირდება მოწევის პრევალენტობის დაცემას და ანევრიზმის გეგმიური ოპერაციების გახშირებას ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში.[19]გავრცელება დაბალია აზიურ პოპულაციაში, თუმცა უტოლდება დასავლურ პოპულაციებს გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით[20]დიდ ბრიტანეთში AAA სკრინინგის პროგრამის ამჟამინდელი მონაცემები აჩვენებს, რომ AAA უფრო ხშირია თეთრკანიან ბრიტანელ (და განსაკუთრებით თეთრ ირლანდიელ) მამაკაცებში, ვიდრე შავკანიან ან აზიელ მამაკაცებში[21]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას