შემთხვევის ანამნეზი
შემთხვევის ანამნეზი #1
65 წლის მამაკაცმა მომართა ადგილობრივ კლინიკას ანევრიზმის ულტრასონოგრაფიულად საკონტროლოდ. ავს გრძნობს კარგად, მისი ჩვეული მდგომარეობა და თვითგრძნობა კარგია. ანამნეზში აღსანიშნავია ზომიერი ჰიპერტენზია და წელიწადში 100 კოლოფი თამბაქოს მოხმარება. ულტრაბგერით ვლინდება თირკმელქვედა მუცლის აორტის ანევრიზმა.
შემთხვევის ანამნეზი #2
55 წლის მამაკაცმა, ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზიით(მედიკამენტებით კარგად კონტროლირებადი) და თამბაქოს მოხმარებით, მომართა პირველადი ჯანდაცვის ექიმს შემდეგი ჩივილით: მუდმივი, ყრუ ტკივილი ეპიგასტრიუმში უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში. ტკივილის ინტენსივობა თანდათანობით მატულობს. პაციენტი აღნიშნავს ტკივილის ირადიაციას წელისა და ერთდროულად ორივე საზარდულის არეში. ტკივილის გაძლიერებას ვერაფერს (მაგალითად მოძრაობას) ვერ უკავშირებს, მაგრამ იკლებს მუხლების მოხრასთან ერთად. პალპაციით ისინჯება პულსირებადი წარმონაქმნი ჭიპის ქვემოთ, შუახაზიდან მარცხნივ. პაციენტი დაუყოვნებლივ გაიგზავნა შემდგომი გამოკვლევებისა და მკურნალობისათვის, მაგრამ ტრანსპორტირების დროს უეცრად განვითარდა ჰიპოტენზია და გონების კარგვა.
სხვა გამოვლინებები
მუცლის ტკივილის, წონის დაკარგვისა და მომატებული ერითროციტების დალექვის სიჩქარის ტრიადა მიანიშნებს მუცლის აორტის ანთებითი ანევრიზის არსებობაზე.[8] ასევე, ფიზიკური გასინჯვით, შეიძლება აღინიშნებოდეს რბილი, პალპირებადი, მოპულსირე წარმონაქმნი და მომატებული C-რეაქტიული ცილა. მუცლის ან ზურგის არეში ტკივილი ცხელებასთან ერთად შეიძლება მიანიშნებდეს მიკოზური ანდა ინფექციური გენეზის მუცლის აორტის ანევრიზმის არებობაზე.[9]ჩეულებრივ, ანამნეზში ხშირია არტერიის ტრავმა, ნარკოტიკული საშუალებების ი/ვ მოხმარება, ლოკალური ან თანხმლები ინფექციები, ბაქტერიული ენდოკარდიტი ან იმუნოდეფიციტი. შესაძლოა განვითარდეს გულ-მკერდის ან წელის მალების ოსტეომიელიტი. ხშირია ანემია, ლეიკოციტოზი და სისიხლის ბაქტერიოლოგიური კვლევით დადებითი კულტურა.[12] დიაგნოზის დასმას შეიძლება ხელი შეუწყოს გაუხეთქავი ანევრიზიმის გართულებებით გამოწვეულმა სიმპტომებმა, როგორიცაა დისტალური ემბოლიზაცია,მწვავე თრომბოზი ან ურეთროჰიდრონეფროზისთვის დამახასიათებელმა სიმპტომებმა.[13]
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას