ანამნეზი და გასინჯვა

ძირითადი დიაგნოსტიკური ფაქტორები

ხშირი

ძირითად რისკფაქტორები მოიცავს სიგარეტის მოწევას, ოჯახურ ანამნეზს, ხანდაზმულ ასაკს, მამრობით სქესს გავრცელების კუთხით და მდედრობით სქესს გასკდომასთან მიმართებაში, და თანდაყოლილ / შემაერთებელ ქსოვილოვან პათოლოგიებს.

იშვიათი

ანევრიზმის პალპაცია კლინიკური გასინჯვისას მგრძნობიერე მეთოდია მხოლოდ გამხდარ პაციენტებში, ან იმ შემთხვევაში, თუ ანევრიზმის დიამეტრი >5სმ-ზე (შესაბამისად მეთოდის სპეციფიურობა არის 68% და 75%).[1][79]

სხვა დიაგნოსტიკური ფაქტორები

იშვიათი

ანევრიზმის გაგლეჯის შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ ტრიადა: მუცლის და/ან ზურგის ტკივილი, მოპულსირე წარმონაქმნები მუცლის ღრუში და ჰიპოტენზია. ამასთან, პაციენტები ჩვეულებრივ უსიმპტომოები არიან და ანევრიზმის გამოვლენა ხდება შემთხვევით.[80]

ანევრიზმის გაგლეჯის შემთხვევაში, პაციენტებს აღენიშნებათ ტრიადა: მუცლის და/ან ზურგის ტკივილი, მოპულსირე წარმონაქმნები მუცლის ღრუში და ჰიპოტენზია.

რისკფაქტორები

ძლიერი

ეს გახლავთ რისკ ფაქტორი, რომელიც ყველაზე მეტად არის ასოცირებული AAA-თან.[1][4][13][15][23][24][25][26]​​​

სიგარეტის აქტიური მწეველობა დამოუკიდებლად ასოცირებულია მაღალი ხარისხის ქსოვილოვანი ანთების ჰისტოლოგიურ სურათთან.[44]

მწეველობის ხანგრძლივობა სარწმუნოდ ასოცირდება რისკის მატებასთან, რაც დოზაზე პასუხთან არის კორელაციაში.[25]მწეველობის თითოეული წელი ფარდობით რისკს ზრდის 4%-ით.[24]

კვლევები აჩვენებს მუცლის აორტის ანევრიზმისადმი ოჯახურ და გენეტიკურ პინასწარგანწყობას.[1][4][13][26]​​[45]​​[46][47][48][49][50][51][52]​​

ფართომასშტაბიანი პოპულაციური კვლევის თანახმად, მუცლის აორტის ანევრიზმის ანამნეზი პირველი რიგის ნათესავებში უფრო ხშირი იყო პაციენტებისთვის, ვიდრე ჯანმრთელი პირებისთვის (8.4% vs. 4.6%, P = 0.0001).[53] მუცლის აორტის ანევრიზმის რისკი ოჯახურ ანამნეზთანაა დაკავშირებული და დაახლოებით ორმაგია ოჯახური ანამნეზის არმქონე პირებთან შედარებით (შანსების თანაფარდობა [OR] 1.9, 95% სარწმუნოობის ინტერვალი 1.6 - 2.2).

შვედეთში ტყუპებზე ჩატარებული კვლევის თანახმად, მუცლის აორტის ანევრიზმის მქონე მონოზიგოტური ტყუპის შემთხვევაში პაციენტს ანევრიზმის განვითარების დაახლოებით 70-ჯერ მაღალი რისკი აქვს, ვიდრე ანევრიზმის არმქონე მონოზიგოტური ტყუპის ყოლის შემთხვევაში.[41]

პრევალენტობა იმატებსა ასაკის მატებასთან ერთად.[1][4]​​[15]

ყველაზე ხშირად დიაგნოზი დგინდება >55 წლის მამაკაცებში. ანევრიზმის გაგლეჯა იშვიათად ფიქსირდება 65 წლამდე პაციენტებში.

მუცლის აორტის ანევრიზმა ქალებში დგინდება დაახლოებით 10 წლის დაგვიანებით.[13][54]

მუცლის აორტის ანევრიზმა 4-6 ჯერ ხშირია მამაკაცებში ქალებთან შედარებით[1][13][15][26]

გაგლეჯის რისკი უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.[4][55][56]

აორტის დეგენერაცია გაძლიერებულია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ორკარედიანი აორტის სარქველი, მარფანის სინდრომი და ორსულებშის.[57][58][59]

მარფანის სინდრომი ასოცირებულია კონკრეტულად აორტის კისტოზურ მედიონეკროზთან, რომელიც ფიბრილინ 1-ის (სტრუქტურული ცილა, რომელიც მიმართავს ელასტინს) აუტოსომურ დომინანტური ანომალიის შედეგია.[57][58] შედეგად, ზრდასრულის აორტაში ქვეითდება ელასტიურობა, ვითრდება პროგრესირებადი რიგიდობა და დილატაცია.[59]

სუსტი

კარდიოვასკულარული რისკფაქტორებისა და ათეროსკლეროზის ხარისხისგან დამოუკიდებლად, მუცლის აორტის ანევრიზმის შემთვევაში მომატებულია ლიპოპროტეინების დონე.[60] AAA-ს მქონე პაციენტებს აქვთ გენეტიკურად განსაზღვრული დისლიპიდემიის მაღალი სიხშირე.[61]

მუცლის აორტის ანევრიზმის მქონე პაციენტებში აპოლიპოპროტეინ AI და HDL ქოლესტერინის დონე მნიშვნელოვნად უფრო დაბალია, ვიდრე შეწყვილებულ კონტროლებში, რომელთაც აღენიშნებათ აორტო-თეძოს არტერიის ოკლუზიური დაზიანება.[60]

შრატში საერთო ქოლესტერინის მომატება შედარებით სუსტი რისკფაქტორია მუცლის აორტის ანევრიზმის შემთხვევაში, ხოლო HDL ქოლესტერინის მაღალი დონის ასოციაცია მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების დაბალ დონესთან - ძლიერია.[15]სტატინების თერაპიამ შეიძლება შეამციროს AAA ზრდის ტემპი და სიკვდილიანობა.[4][62][63]​​​

დამახასიათებელია თამბაქოთი გამოწვეული ელასტინის დეგრადაციისათვის.[13]

კვლევებმა აჩვენა, რომ რესპირატორული ფუნქციის დაქვეითების ასოცირება მუცლის აორტის ანევრიზმასთან შესაძლოა განპირობებული იყოს დაზიანებაზე ანთებითი და ჰემოსტაზური პასუხით.[64]

არტერიული ჰიპერტეზია არის დამოუკიდებული რისკ ფაქტორი.[1][23]

არტერიული ჰიპერტეზია წარმოადგენს სუსტ დამოუკიდებელ რისკფაქტორს.[1][4][13][15][65]​​​

ქალებში არსებობს კავშირი სისტოლურ წნევასა და მუცლის აორტის ანვრიზმას შორის, ასევე კავშირშია ანტიჰიპერტენზიული საშუალებების (წარსულში ან იმ პერიოდში) გამოყენება და მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების რისკი ორივე სქესის შემთხვევაში.[15]

12 000-ზე მეტი მამაკაცის ერთ-ერთი კვლევის თანამხად, არსებობს დამოუკიდებელი ასოციაცია ცენტრალურ ჭარბწონიანობასა და მუცლის აორტის ანევრიზმას შორის.[66]

გამოკვლევებმა გვიჩვენა,რომ დიაბეტმა შეიძლება დაიცვას ААА. ზრდისა და გაფართოებისგან.[27][28][29] თუმცა, დამცაველობითი მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია.[28][29]AAA ანევრიზმის ოპერაციული გზით მკურნალობის შემდეგ გრძელვადიანი გადარჩენის შანსი უფრო დაბალია დიაბეტის მქონე პაციენტებში, რაც მიუთითებს გულსისხლძარღვთა სისტემის მაღალ დატვირთვაზე ასეთ პაციენტებში.[27]

ევროპული წარმოშობის ადამიანები არიან AAA-ს უფრო მაღალი რისკის ქვეშ.[9][67]

კვლევები მიუთითებს კავშირს ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებასა და AAA-ს რისკის მცირე ზრდას შორის.[68][69][70]

ხშირია ანევრიზმების ერთობლივი გავრცელება; პირველადი ანევრიზმის მქონე მეექვსე პაციენტს აქვს სხვა ანევრიზმაც ინტრაკრანიალური ანევრიზმების მქონე პაციენტებში AAA-ს სკრინინგი შეიძლება იყოს კლინიკური ჩვენება და ეკონომიურად ეფექტური.[71]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას