სკრინინგი

ულტრაბგერითი გამოკვლევა არის ყველაზე ფართოდ გამოყენებული სკრინინგის და ვიზუალიზაციაზე ზედამხედველობის მეთოდი AAA-ს შესაფასებლად.[5]ულტრაბგერა არის უსაფრთხო, პორტატული, მარტივი საოპერაციო და დადასტურებული სასარგებლო მეთოდი AAA-ს სკრინინგისთვის, მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით და მაღალი სიზუსტით, რომელიც შედარებულია კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასთან ან მაგნიტურ-რეზონანსულ ანგიოგრაფიასთან.[5][93]

65 წლის მამაკაცების სკრინინგი მუცლის აორტის ანევრიზმით გამოწვეულ სიკვდილობას მნიშვნელოვნად ამცირებს.[94][95][96]​​

აშშ-ის პრევენციული მომსახურებების სამუშაო ჯგუფის (USPSTF) ამჟამინდელი რეკომენდაციებია:[3][4]

  • მუცლის აორტის ანევრიზმის ერთჯერადი სკრინინგი 65-75 წლის მამაკაცებში, რომლებიც ოდესმე ყოფილან მწეველები

  • სელექციური სკრინინგი (რისკფაქტორების შეფასებით, მათ შორის ასაკი და პირველი რიგის ნათესავი მუცლის აორტის დიაგნოზით) მუცლის აორტის ანევრიზმაზე 65-75 წლის არამწეველ მამაკაცებშის

არასაკმარისია მტკიცებულებები ქალებში მუცლის აორტის ანევრიზმის ერთჯერადი სკრინინგის დანერგვის საჭიროების განსასაზღვრად.[3]​​[97][98]USPSTF აქვეყნებს საშუალო სარწმუნოობის დასკვნას, რომლის თანახმადაც 65-75 წლის ასაკის, არამწეველი, ოჯახური ანამნეზის არმქონე ქალების სკრინინგი მუცლის აორტის ანევრიზმაზე უფრო რისკიანია, ვიდრე სარგებლიანი.[3] USPSTF-ის დასკვნით, არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შეფასდეს სკრინინგის სარგებლისა და ზიანის ბალანსი 65-75 წლის ქალებში რისკფაქტორებით (რომლებიც ოდესმე მაინც ყოფილან მწეველები და არ აქვთ AAA ოჯახური ანამნეზი).[3]თუმცა პაციენტების ეს ჯგუფი შედის კანადური სისხლძარღვთა ქირურგიის საზოგადოების სკრინინგის მითითებებში და ითვალისწინებს კარდიოლოგიის ამერიკული კოლეჯის/ამერიკული გულის ასოციაციის (ACC/AHA) რეკომენდაციას, რომ მწეველი ქალის სკრინინგი ხარჯთეფექტური იყოს.[4][99]

ზოგიერთი მონაცემი ვარაუდობს, რომ USPSTF სკრინინგის კრიტერიუმები აგამოავლენს პაციენტების ერთ მესამედზე ნაკლებს, რომლებიც საბოლოოდ გაივლიან AAA-ს ქირურგიულ ჩარევას; ორი ჯგუფი AAA-ს განსაკუთრებული რისკის ქვეშ, რომელიც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ რომლებიც ამჟამად გამორიცხულია სკრინინგის გაიდლაინებიდან, მოიცავს 65 წლამდე ასაკის ადამიანებს, რომლებიც ეწევიან და 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყოფილან მწეველები.[100]ამრიგად,დადგინდა, რომ AAA-სთვის სკრინინგის კრიტერიუმების გაფართოება შეიძლება იყოს გონივრული და გამართლებული.[101]

მუცლის აორტის ანევრიზმის რუტინული სკრინინგი 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში 2013 წლიდან, ხოლო ინგლისში- 2009 წლიდან.[102] სკრინინგის დროს აორტის დიამეტრი განსაზღვრავს მართვის შემდგომ გზას:[103]

[Figure caption and citation for the preceding image starts]: რე-სკანირების ინტერვალები, აორტის დიამეტრის მიხედვითNHS პოპულაციური სკრინინგი: მკურნალობის გზები, Public Health England [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@565f1e9b

ევროპისა და ბრიტანეთის გაიდლაინებით თუ ანევრიზმა >5.5 სმ ზომისაა რეკომენდებულია სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია, რათა შემდეგ სკანირებამდე არ მოხდეს შიდა რუპტურა.[9][67]

მუცლის აორტის ანევრიზმის ზედამხედველობის კვლევების მეტა-ანალიზის თანახმად, შესაძლებელია გამოვიყენოთ უფრო ხანგრძლივი სკრინინგ-ინტერვალები (ვიდრე ეს დიდ ბრიტანეთში ხდება), უსაფრთხოების შენარჩუნებითა და ფასის შემცირებით.[104]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას