პროგნოზი

ბუნებრივი მიმდინარეობა გულისხმობს ნელ და მუდმივ ზრდას საბოლოო გაგლეჯით. პაციენტების უმეტესობა ანევრიზმის გასკდომის შემდეგ ცოცხალი ვერ აღწევს საოპერაციომდე; ჯამში სიკვდილობა დაახლოებით 80%-დან 90 %-მდეა.[4]ავადობისა და ქირურგიულ ჩარევასთან ასოცირებული სიკვდილობის გათვალისწინებით, მკურნალობა გადადებულია მანამდე, სანამ თეორიულად შეფასებული გასკდომის რისკი არ გადააჭარბებს ოპერაციისშემდგომი სიკვდილობის რისკს. პაციენტების უმეტესობისათვის, რომელთაც მკურნალობა უტარდება ღია წესით, გრაფტით გამოწვეული გართულებები დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში უმნიშვნელოა (იმპლანტთან დაკავშირებული გართულებების ინციდენტობა შეადგენს 0.4-2.3%).[256]ინტაქტური ანევრიზმის მკურნალობის შემდეგ ხუთწლიანი გადარჩენადობის მაჩვენებელი არის 60-75%. ენდოვასკულური მკურნალობის (EVAR) შემდეგ პაციენტებს მეტად უვითარდებათ მოგვიანებითი გართულებები და საჭიროებენ განმეორებით ჩარევას. გრძელვადიანი გადარჩენადობა შეიძლება უარესი იყოს EVAR-ის შემდეგ თუ ანევრიზმა ინტაქტური იყო.[161]​​​[162][169] ცუდი შედეგის სხვა რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება ჩონჩხის კუნთების მასა; არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი ჩონჩხის კუნთების დაბალ მასასა და ავადობას შორის AAA აღდგენის შემდეგ.[257]ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება პოსტოპერაციული ცხოვრების ხარისხის ადრეული გაუარესება, ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენის დაგვიანებით დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე და ფიზიკური ჯანმრთელობის აღდგენა 1-დან 3 თვემდე, მიუხედავად ოპერაციის ტექნიკისა. თუმცა, ცხოვრების ხარისხი უბრუნდება საწყისს და შენარჩუნებულია გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც ხელს უწყობს AAA ქირურგიულ ჩარევას ხანდაზმულ პაციენტებში.[258]

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას