მკურნალობის ალგორითმი

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულა/შეყვანის გზა და დოზა შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდის, ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით: იხილეთ გაფრთხილება

საწყისი

SARS ეჭვის მიტანა

Back
1-ლი რიგის –

იზოლაციის პროცედურები პლუს დამხმარე მოვლა

მძიმე მწვავე რესპირაციულ სინდრომზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ყველა შესაბამისი დამცავი ღონისძიება გადაცემის რისკის შესამცირებლად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ დადგენილი მკაცრი კონტაქტისა და აეროგენული სიფრთხილის ზომების დაუყოვნებლივი განხორციელებით.[44] ღონისძიებები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, როცა დიაგნოსტიკური, თუ სამკურნალო მიზნით აეროზულგენერაციული პროცედურების საჭიროების დრო დადგება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრების რჩევით, SARS-CoV დაავადებით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება იზოლირებული იყვნენ სახლში.[45] სტაბილური პაციენტი სასურველია, მოთავსდეს იზოლირებულად და მისი მკურნალობა ბაროკამერაში ხდებოდეს, თუ ეს ხელმისაწვდომია. უფრო მძიმე შემთხვევაში(მაგ. მწვავე სუნთქვის უკმარისობის დროს) სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მართვის ბლოკში ჰაერწვეთოვანი კონტაქტის უსაფრთხოების ზომებით.

დამხმარე მოვლა მოიცავს ჟანგბადის შესაფერის რეჟიმში მიწოდებას ჰიპოქსემიის გასაუმჯობესებლად, დიარეით, ან ცხელებით გამოწვეული სითხის დეფიციტის შევსებას, ელექტროლიტური დარღვევების კორექციას, ანტიპირეტიკებისა და ანალგეტიკების გამოყენებას ცხელებისა და ტკივილის სამართავად.

Back
განიხილე –

მექანიკური ვენტილაცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მოსალოდნელი, ან განვითარებული სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში, პაციენტები სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მოვლის განყოფილებაში. ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია გამოიყენება, თუ პაციენტი კლინიკურად უარესდება და სპონტანური სუნთქვისას ვერ ვინარჩუნებთ SaO2 90%-ზე მაღლა მიუხედავად ჟანგბადის მაქსიმალური მიწოდებისა.[49]

არაინვაზიური ვენტილაცია დადებითი წნევის რეჟიმში(NIPPV) დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების რისკთან და როგორც პნევმოთორაქსის, ისე კანქვეშა და შუასაყრის ემფიზემის მაღალ ალბათობასთან.

მექანიკური ვენტილაციის დროს გადაცემის რისკის შესამცირებლად უნდა მიიღებოდეს შემდეგი სიფრთხილის ზომები: აეროზოლირებული ტენიანობის თავიდან აცილება და ვენტურის ნიღბების გამოყენება დატენიანების გარეშე, ტომარა-ნიღბის ვენტილაციის თავიდან არიდება და იმ ნიღბების გამოყენება, რომლებიც ამოსუნთქული აირების ფილტრაციის საშუალებას იძლევა, ადეკვატური სედაციის გამოყენება ინტუბაციის დროს, დახურული გამწოვი სისტემების და სუბმიკრონული ფილტრების გამოყენება მექანიკური ვენტილატორების ამოსასუნთქ გამოსასვლელში, სედაციის ან პარალიზის გამოყენება ხველების შესამცირებლად, ვენტილატორის მოლოდინის რეჟიმზე გადაყვანა და ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) გამორთვა წრედის გათიშვისას და ბრონქოსკოპიის თავიდან არიდება, თუ ეს შესაძლებელია.[51]

Back
პლიუს –

საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ემპირიული მკურნალობა

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

დიაგნოზის თავდაპირველი გაურკვევლობის გამო, კეთილგონიერი პირველი რიგის მკურნალობად მიიჩნევა როგორც ტიპიური(მათ შორის წამლისადმი რეზისტენტული შტამები), ისე ატიპიური საზოგადოებაში შეძენილი რესპირატორული პათოგენების საწინააღმდეგო ანტიბიოტიკოთერაპია.

გონივრულია შესაბამისი ბეტა-ლაქტამი მაკროლიდთან ერთად ან მონოთერაპია რესპირატორული ფტორქინოლონით

ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ინტრავენური კომბინაციების შესაძლო მაგალითებია ცეფტრიაქსონი ან ცეფტაროლინი პლუს აზითრომიცინი ან კლარითრომიცინი. ლევოფლოქსაცინით, ან მოქსიფლოქსაცინით ჩატარებული მონოთერაპია მოიაზრება ალტერნატიულ მეთოდად მოიაზრება.[52]

ანტიბიოტიკოთერაპია სასურველია შეწყდეს, როგორც კი შესაბამისი დიაგნოზი დადასტურდება.

პირველადი პარამეტრები

ცეფტრიაქსონი: 1-2გ ინტრავენურად, ყოველ 24 საათში

იყოს

ცეფტაროლინი: 600 მგ ინტრავენურად, 12 საათში ერთხელ

--და--

აზიტრომიცინი: 500 მგ ინტრავენურად, ყოველ 24 საათში

იყოს

კლარითრომიცინი: 500 მგ ინტრავენურად ყოველ 12 საათში ერთხელ

ან

ლევოფლოქსაცინი: 750 მგ ინტრავენურად, ყოველ 24 საათში

ან

მოქსიფლოქსაცინი: 400 მგ ინტრავენურად, 24 საათში ერთხელ

Back
განიხილე –

გრიპის ემპირიული მკურნალობა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

თუ ეპიდემიოლოგიურად ნაჩვენებია(მაგ. გრიპის სეზონური ეპიდემიის დროს), გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ სასურველია გამოვიყენოთ ზანამივირის, ან ოსელტამივირის 5-დღიანი კურსი

პირველადი პარამეტრები

ზანამივირი: 10 მგ(2 ინჰალაცია) ორჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში

ან

ოსელტამივირი: 75 მგ პერორულად დღეში ორჯერ 5 დღის განმავლობაში

მწვავე

დადასტურებული SARS

Back
1-ლი რიგის –

იზოლაციის პროცედურები პლუს დამხმარე მოვლა

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციისთვის დამახასიათებელია ცხელება (≥38°C [100,4°F]) და დამატებით ქვედა სასუნთქი გზების დაავადების ერთი ან მეტი სიმპტომი: ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება.[21] ქვემოთ ჩამოთვლილი არ ვლინდება: გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება და სუნთქვის სიხშირე ≥ 30/წუთში.

მძიმე მწვავე რესპირაციულ სინდრომზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ყველა შესაბამისი დამცავი ღონისძიება გადაცემის რისკის შესამცირებლად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ დადგენილი მკაცრი კონტაქტისა და აეროგენული სიფრთხილის ზომების დაუყოვნებლივი განხორციელებით.[44] ღონისძიებები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, როცა დიაგნოსტიკური, თუ სამკურნალო მიზნით აეროზულგენერაციული პროცედურების საჭიროების დრო დადგება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრების რჩევით, SARS-CoV დაავადებით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება იზოლირებული იყვნენ სახლში.[45] სტაბილური პაციენტი სასურველია, მოთავსდეს იზოლირებულად და მისი მკურნალობა ბაროკამერაში ხდებოდეს, თუ ეს ხელმისაწვდომია. უფრო მძიმე შემთხვევაში(მაგ. მწვავე სუნთქვის უკმარისობის დროს) სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მართვის ბლოკში ჰაერწვეთოვანი კონტაქტის უსაფრთხოების ზომებით.

დამხმარე მოვლა მოიცავს ჟანგბადის შესაფერის რეჟიმში მიწოდებას ჰიპოქსემიის გასაუმჯობესებლად, დიარეით, ან ცხელებით გამოწვეული სითხის დეფიციტის შევსებას, ელექტროლიტური დარღვევების კორექციას, ანტიპირეტიკებისა და ანალგეტიკების გამოყენებას ცხელებისა და ტკივილის სამართავად.

Back
განიხილე –

მექანიკური ვენტილაცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მოსალოდნელი, ან განვითარებული სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში, პაციენტები სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მოვლის განყოფილებაში. ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია გამოიყენება, თუ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად უარესდება და სპონტანური სუნთქვისას ვერ ვინარჩუნებთ SaO2-ის მაჩვენებელს 90%-ის ზემოთ, მიუხედავად ჟანგბადის მაქსიმალური მიწოდებისა.[49]

არაინვაზიური ვენტილაცია დადებითი წნევის რეჟიმში(NIPPV) დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების რისკთან და როგორც პნევმოთორაქსის, ისე კანქვეშა და შუასაყრის ემფიზემის მაღალ ალბათობასთან.

მექანიკური ვენტილაციის დროს გადაცემის რისკის შესამცირებლად უნდა მიიღებოდეს შემდეგი სიფრთხილის ზომები: აეროზოლირებული ტენიანობის თავიდან აცილება და ვენტურის ნიღბების გამოყენება დატენიანების გარეშე, ტომარა-ნიღბის ვენტილაციის თავიდან არიდება და იმ ნიღბების გამოყენება, რომლებიც ამოსუნთქული აირების ფილტრაციის საშუალებას იძლევა, ადეკვატური სედაციის გამოყენება ინტუბაციის დროს, დახურული გამწოვი სისტემების და სუბმიკრონული ფილტრების გამოყენება მექანიკური ვენტილატორების ამოსასუნთქ გამოსასვლელში, სედაციის ან პარალიზის გამოყენება ხველების შესამცირებლად, ვენტილატორის მოლოდინის რეჟიმზე გადაყვანა და ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) გამორთვა წრედის გათიშვისას და ბრონქოსკოპიის თავიდან არიდება, თუ ეს შესაძლებელია.[51]

Back
პლიუს –

ლოპინავირი/რიტონავირი დიაგნოზის დადასტურებამდე

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მსუბუქი-ზომიერი ინფექციის დროს აღინიშნება ცხელება(≥38°C [100.4°F]) პლუს 1 ან მეტი ქვედა სასუნთქი გზების ავადმყოფობის სიმპტომი: ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება.[21] ქვემოთ ჩამოთვლილი არ ვლინდება: გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება და სუნთქვის სიხშირე ≥ 30/წუთში.

მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების შესახებ რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების მონაცემები შეზღუდულია, თუმცა, როგორც ჩანს, ანტივირუსული თერაპია დადასტურებულ შემთხვევებში შეძლებისამებრ ადრე უნდა დაიწყოს.

ლოპინავირი/ რიტონავირის კომბინაცია სასურველია, 14 დღის განმავლობაში მივიღოთ.[53]

პირველადი პარამეტრები

ლოპინავირი/რიტონავირი: 400/100 მგ ორალურად ორჯერ დღეში

Back
განიხილე –

რიბავირინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციისთვის დამახასიათებელია ცხელება (≥38°C [100,4°F]) და დამატებით ქვედა სასუნთქი გზების დაავადების ერთი ან მეტი სიმპტომი: ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება.[21] ქვემოთ ჩამოთვლილი არ ვლინდება: გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება და სუნთქვის სიხშირე ≥ 30/წუთში.

თუმცა მონოთერაპიის სახით ნაკლებეფექტურია, ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციასთან ერთად შეიძლება რიბავირინის გამოყენებაც.[16]

პირველადი პარამეტრები

რიბავირინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე –

ფსიქოლოგიური დახმარება და სამართლებრივი მხარე

პაციენტები, ისევე, როგორც მათი ნათესავები, შეიძლება, საჭიროებდნენ ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას და სამართლებრივ დახმარებას სპეციალიზებული მკურნალობისთვის.

Back
1-ლი რიგის –

იზოლაციის პროცედურები პლუს დამხმარე მოვლა

მძიმე ინფექციის დროს ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.

მძიმე მწვავე რესპირაციულ სინდრომზე კლინიკური ეჭვის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს ყველა შესაბამისი დამცავი ღონისძიება გადაცემის რისკის შესამცირებლად, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ დადგენილი მკაცრი კონტაქტისა და აეროგენული სიფრთხილის ზომების დაუყოვნებლივი განხორციელებით.[44] ღონისძიებები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, როცა დიაგნოსტიკური, თუ სამკურნალო მიზნით აეროზულგენერაციული პროცედურების საჭიროების დრო დადგება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრების რჩევით, SARS-CoV დაავადებით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო არ ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება იზოლირებული იყვნენ სახლში.[45] სტაბილური პაციენტი სასურველია, მოთავსდეს იზოლირებულად და მისი მკურნალობა ბაროკამერაში ხდებოდეს, თუ ეს ხელმისაწვდომია. უფრო მძიმე შემთხვევაში(მაგ. მწვავე სუნთქვის უკმარისობის დროს) სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მართვის ბლოკში ჰაერწვეთოვანი კონტაქტის უსაფრთხოების ზომებით.

დამხმარე მოვლა მოიცავს ჟანგბადის შესაფერის რეჟიმში მიწოდებას ჰიპოქსემიის გასაუმჯობესებლად, დიარეით, ან ცხელებით გამოწვეული სითხის დეფიციტის შევსებას, ელექტროლიტური დარღვევების კორექციას, ანტიპირეტიკებისა და ანალგეტიკების გამოყენებას ცხელებისა და ტკივილის სამართავად.

Back
განიხილე –

მექანიკური ვენტილაცია

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მოსალოდნელი, ან განვითარებული სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში, პაციენტები სასურველია, მოთავსდნენ ინტენსიური თერაპიის ბლოკში, ან შუალედური მოვლის განყოფილებაში. ინტუბაცია და მექანიკური ვენტილაცია გამოიყენება, თუ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად უარესდება და სპონტანური სუნთქვისას ვერ ვინარჩუნებთ SaO2-ის მაჩვენებელს 90%-ის ზემოთ, მიუხედავად ჟანგბადის მაქსიმალური მიწოდებისა.[49]

არაინვაზიური ვენტილაცია დადებითი წნევის რეჟიმში(NIPPV) დაკავშირებულია ვირუსის გავრცელების რისკთან და როგორც პნევმოთორაქსის, ისე კანქვეშა და შუასაყრის ემფიზემის მაღალ ალბათობასთან.

მექანიკური ვენტილაციის დროს გადაცემის რისკის შესამცირებლად უნდა მიიღებოდეს შემდეგი სიფრთხილის ზომები: აეროზოლირებული ტენიანობის თავიდან აცილება და ვენტურის ნიღბების გამოყენება დატენიანების გარეშე, ტომარა-ნიღბის ვენტილაციის თავიდან არიდება და იმ ნიღბების გამოყენება, რომლებიც ამოსუნთქული აირების ფილტრაციის საშუალებას იძლევა, ადეკვატური სედაციის გამოყენება ინტუბაციის დროს, დახურული გამწოვი სისტემების და სუბმიკრონული ფილტრების გამოყენება მექანიკური ვენტილატორების ამოსასუნთქ გამოსასვლელში, სედაციის ან პარალიზის გამოყენება ხველების შესამცირებლად, ვენტილატორის მოლოდინის რეჟიმზე გადაყვანა და ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) გამორთვა წრედის გათიშვისას და ბრონქოსკოპიის თავიდან არიდება, თუ ეს შესაძლებელია.[51]

Back
პლიუს –

ლოპინავირი/რიტონავირი დიაგნოზის დადასტურებამდე

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

მძიმე ინფექციის დროს ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.

მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების შესახებ რანდომიზებული კონტროლირებული კვლევების მონაცემები შეზღუდულია, თუმცა, როგორც ჩანს, ანტივირუსული თერაპია დადასტურებულ შემთხვევებში შეძლებისამებრ ადრე უნდა დაიწყოს.

ლოპინავირი/ რიტონავირის კომბინაცია სასურველია, 14 დღის განმავლობაში მივიღოთ.[53]

პირველადი პარამეტრები

ლოპინავირი/რიტონავირი: 400/100 მგ ორალურად ორჯერ დღეში

Back
პლიუს –

კორტიკოსტეროიდი

მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ყველა პაციენტისთვის შერჩეულ ჯგუფში

როგორც აღნიშნავენ, გარკვეული ეფექტურობით გამოირჩევა მძიმე ინფექციის დროს(კრიტიკული SARS), როცა ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/ SpO2 < 90%/ოქსიგენაციისს ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.[54]

თუმცა მრავალი სახესხვაობა იქნა გამოცდილი, ყველაზე ხშირად მეთილპრედნიზოლონის იმპულსური ინექციები გამოიყენება 3-6 დღის განმავლობაში.

კორტიკოსტეროიდები, რომლებიც ემატება ლოპინავირს/რიტონავირს და/ან რიბავირინს ინფექციის ადრეულ ეტაპზე, ნაჩვენებია, რომ ამცირებს პროგრესირებას მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომისკენ, ისევე როგორც სიკვდილობის მაჩვენებელს.[16]

პირველადი პარამეტრები

მეთილპრედნიზოლონი: 250-500 მგ ინტრავენურად დღეში ერთხელ 3-6 დღის განმავლობაში

Back
განიხილე –

რიბავირინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე ინფექციის დროს ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.

თუმცა მონოთერაპიის სახით ნაკლებეფექტურია, ლოპინავირი/რიტონავირის კომბინაციასთან ერთად შეიძლება რიბავირინის გამოყენებაც.[16]

პირველადი პარამეტრები

რიბავირინი: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე –

IgM-გამდიდრებული იმუნოგლობულინი

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე ინფექციის დროს ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.

თუმცაღა ზოგ ქვეყნებში ხელმისაწვდომი არ არის, IgM გამდიდრებული იმუნოგლობულინი (პენტაგლობინი®), როგორც აღმოჩნდა, სარგებლიანია SARS მკურნალობისას.[55]

Back
განიხილე –

ინტერფერონი ალფაკონ-1

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე ინფექციის დროს ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.

შეიძლება, გამოვიყენოთ იმ პაციენტებში, რომლებთანაც რიბავირინისა და პულსირებული მეთილპრედნიზოლონის გამოყენებისას შესაფერისი შედეგი არ იქნა მიღებული.

ერთ არაკონტროლირებადი კლინიკური კვლევის შემდეგ აღინიშნა, რომ სინთეზური ინტერფერონის ალფაკონ-1 და კორტიკოსტეროიდების კომბინირებული 10-დღიანი კურსი ოქსიგენაციის გაუმჯობესებას და რადიოლოგიური პათოლოგიის გაწოვის დაჩქარებას იწვევს.[56]

პირველადი პარამეტრები

ინტერფერონი ალფაკონ-1: დაუკავშირდით სპეციალისტს დოზირებასთან დაკავშირებით.

Back
განიხილე –

კონვალესცენტური პლაზმა

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე ინფექციის დროს ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.

შეიძლება, გამოვიყენოთ იმ პაციენტებში, რომლებთანაც რიბავირინისა და პულსირებული მეთილპრედნიზოლონის გამოყენებისას შესაფერისი შედეგი არ იქნა მიღებული.

კონვალესცენტური პლაზმის ეფექტიანობა SARS მკურნალობისას არ არის დადასტურებული.[57][58]

Back
განიხილე –

ფსიქოლოგიური დახმარება და სამართლებრივი მხარე

დამატებითი მკურნალობა, რომელიც რეკომენდებულია ზოგიერთი პაციენტისთვის შერჩეული ჯგუფიდან

მძიმე ინფექციის დროს ვლინდება გაუარესებული რადიოგრაფიული შეხორცება, ჟანგბადის მზარდი საჭიროება(PaO2 < 10კპა/SpO2 < 90%/ოქსიგენაციის ინდექსი < 300 მმ.ვწყ.სვ), და სუნთქვის სიხშირე წუთში 30 და მეტი.

პაციენტები, ისევე, როგორც მათი ნათესავები, შეიძლება, საჭიროებდნენ ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას და სამართლებრივ დახმარებას სპეციალიზებული მკურნალობისთვის.

back arrow

აირჩიეთ პაციენტების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციების სანახავად

მიაქციეთ ყურადღება, რომ ფორმულაცია/შეყვანის გზა და დოზირება შეიძლება განსხვავებული იყოს მედიკამენტების დასახელების და ბრენდების, წამლების ფორმულარის ან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით. მკურნალობის შესახებ რეკომენდაციები სპეციფიკურია პაციენტის ჯგუფების მიხედვით. იხილეთ გაფრთხილება

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას