გართულებები

გართულება
ქრონოლოგია
ალბათობა
მოკლევადიანი
მაღალი

პაციენტთა თითქმის 20%-ში ვითარდება სუნთქვის დარღვევის გაუარესება მდგრადი და პროგრესირებადი ჰიპოქსიით, რაც ინტენსიური მართვის ბლოკში ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.[47][48][75][49] ამ პაციენტთა უმრავლესობა საჭიროებს ინტუბაციას და მექანიკურ ვენტილაციას.

მოკლევადიანი
მაღალი

ARDS რადიოლოგიური მტკიცებულება მსუბუქად, ან ზომიერად გამოხატული რესპირატორული ავადმყოფობის დროს SARS დროს მძიმე რესპირატორული ავადმყოფობის განვითარების მარკერია და SARS მქონე პაციენტებში ARDS სიკვდილობის უხშირესი მიზეზია.

კორტიკოსტეროიდების დამატება ანტიპროტეაზულ პრეპარატების კომბინაციასთან (მაგ. ლოპინავირი/ რიტონავირი) მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის კორონაროვირუსული (CoV) ინფექციის მიმდინარეობის ადრეულ ეტაპზე როგორც აღმოჩნდა, ამცირებს, როგორც მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის განვითარების, ასევე - სიკვდილობის სიხშირეს.[16]

დაბალი სასუნთქი მოცულობის შენარჩუნების სტრატეგია ფილტვების დაცვისთვის გამოიყენება SARS ფონზე ARDS განვითარებისას პაციენტთა მექანიკური ვენტილაციის დროს.[49]

მოკლევადიანი
საშუალო

პნევმონედიასტინუმი და პნევმოთორაქსი, ხშირად სპონტანური გენეზის, მაგრამ ასევე დადებითი წნევით მიმდინარე ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის დროს განვითარებული, გამოხატულ დაავადებას კიდევ უფრო ამძიმებს.[11][48] ჰაერის შეღწევა უმეტესად ალვოლების დიფუზური დაზიანებისა და ფიბროზის გამო განვითარებული სუბპლევრალური ცისტების გახეთქვითაა გამოწვეული.

მექანიკური ვენტილაციის დროს ბაროტრავმის ნიშნები დაა სიმპტომები მოიცავს ჰიპოქსემიის გაუარესებას, ტრაქეის დევიაციას და ჰიპოტენზიას.

გულმკერდის რენტგენოგრაფიით დასტურდება პნევმოთორაქსის, ან შუასაყრის ემფიზემის არსებობა.

მკურნალობა მოიცავს დრენირებასა და გულმკერდში მილის ჩადგმას.

მოკლევადიანი
საშუალო

მძიმე ავადმყოფებს მდგომარეობა ხშირად ურთულდებათ თანდართული ბაქტერიული ინფექციებით, რაც სეფსისს და სეფსისით გამოწვეულ ორგანოების დისფუნქციას, ან ქსოვილების ჰიპოპერფუზიას იწვევს.

მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკებსა და დამხმარე მკურნალობას მრავლობითი ორგანოების უკმარისობის თავიდან ასაცილებლად.

მოკლევადიანი
საშუალო

თირკმლის და გულის დაზიანება, სუნთქვის უკმარისობასთან ერთად, მრავლობითი ორგანოების უკმარისობის ხშირი გამოვლინებაა, რაც SARS მქონე მძიმე პაციენტებში გართულების სახით ვითარდება.

მკურნალობა ითვალისწინებს სპეციფიკურ დამხმარე თერაპიას ყოველი დაზიანებული ორგანოსთვის.

მოკლევადიანი
საშუალო

პაციენტთა დაახლოებით 10% კვდება სუნთქვის მძიმე უკმარისობის, სეფსისის, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით, პოლიორგანულით უკმარისობით და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული გართულებების გამო.[48][49]

სიკვდილობა ჩვეულებრივ, დაავადების მესამე კვირას ვითარდება.[48][49]

გრძელვადიანი
მაღალი

შეიძლება, ინფექციის შემდეგ 1 წელიც გასტანოს.[81] სავარაუდოდ დაკავშირებულია ხანგრძლივ წოლით რეჟიმთან, მწვავე დაავადების სისტემურ გამოვლინებებთან, ან დიდი დოზით კორტიკოსტეროიდების მიღებასთან.[78][81] რეაბილიტაციური პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია ამ სიმპტომის გაუმჯობესება.

ქრონიკული პოსტ-SARS სინდრომი ხასიათდება ქრონიკული დაღლილობით, დიფუზური მიალგიით, სისუსტით, დეპრესიით და ძილის დარღვევით.[82]

გრძელვადიანი
მაღალი

ფსიქოლოგიური აშლილობა კონცენტრირების შეუძლებლობით, მეხსიერების გაუარესებით, დეპრესიით და აგზნებულობით ხშირად აღინიშნება SARS-გან გამოჯამრთელებულ პაციენტებს.[78]

ცერებრული ჯანმრთელობის გამოხატული გაუარესება ცხოვრების ხარისხის დაქვეითებით, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური და ფსიქიატრული მომსახურების მზარდი საჭიროებით, აღინიშნება ერთ-ერთი კვლევის 1 წლიანი დაკვირვების პერიოდში.[81]

დაავადების მიმდინარეობისას ბევრი პაციენტი განიცდის სტრესს კარანტინისა და იზოლაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წუხილის, და ოჯახის წევრებისადმი დაავადების გადადების შიშის გაჩენის გამო. ამასთან ერთად, შეიძლება, სტრესი სოციალური დაღდასმულობის შეგრძნებამ, პრესის მიზეზით ანონიმურობის დაკარგვის შიშმა, ნათესავების გარდაცვალებამ და კარანტინის მკაცრი პირობების გამო ახლობლების დასაფლავებაზე დასწრების შეუძლებლობამ გამოიწვიოს.[81]

ცვლადი
საშუალო

ჰემატოლოგიური ცვლილებები, როგორიცაა ლიმფოპენია, თრომბოციტოპენია, და, ხანდახან ლეიკოპენია და ანემია მწვავე ფაზაში ხშირია. CD4 და CD8 ლიმფოციტების შემცველობის მნიშვნელოვანი დაქვეითება ვლინდება სინდრომის განვითარების დასაწყისში.[77] გამოჯანმრთელების შემდეგ ადრეული დაკვირვების პერიოდში ხშირად ვითარდება მსუბუქი ხარისხის ანემია.[76]

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ რამდენიმე პაციენტს უვითარდება დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია სპონტანური სისხლდენის ნიშნებით.

მკურნალობა სიმპტომურია და მოიცავს ახლად გაყინული პლაზმის გადასხმას და საჭიროებისამებრ სისხლის გადასხმას.

ცვლადი
საშუალო

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ფილტვის ფუნქციის შეფასებისას ვლინდება მსუბუქი, ან ზომიერი ვენტილატორული დეფექტი ნახშირორჟანგის დიფუზიის უნარის მსუბუქი დაქვეითებით. ეს ცვლილებები შეთავსებადია ფილტვის ფიბროზულ ცვლილებებთან.[78][83]

ფილტვის ფუნქცია და რადიოლოგიური ცვლილებები დრთა განმავლობაში უმჯობესდება.[78]

ცვლადი
დაბალი

აქსონოპათიური პოლინეიროპათია, მიოპათია, რაბდომიოლიზისი თანმხლები თირკმლის უკმარისობით, და დიდი არტერიის დახშობით გამოწვეული იშემიური ინსულტი არაკეთილსაიმედო გამოსავლიანობით აღწერილია SARS პაციენტებში.[84]

მკურნალობა სიმპტომურია თირკმლის უკმარისობისას ჰემოდიალიზის ჩართვით.

ცვლადი
დაბალი

ორსულობის დროს ინფიცირებული ქალებში სპონტანური აბორტი, ნაადრევი მშობიარობა და საშვილოსნოშიდა ზრდის შეჩერება ხშირი გართულებებია.[85]

ცვლადი
დაბალი

ბარძაყის ძვლის თავის ავასკულური ნეკროზი აღწერილია ზოგიერთ SARS მქონე პაციენტში და დანამდვილებით დაკავშირებულია კორტიკოსტეროიდების გამოყენებასთან.[86]

მკურნალობა ქირურგიულია და მოიცავს დეკომპრესიას ძვლის გადანერგვით, სახსრის პლასტიკას, ან ბარძაყის თავის გამოცვლას.

ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას