მიდგომა

SARS კლინიკური გამოვლინება არასპეციფიკურია და სხვა სახის რესპირატორულ ინფექციების მსგავსია.[16] თუმცა, ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მახასიათებლების კომბინაცია ზრდის მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის დიაგნოზის ალბათობას, რაც დასტურდება ვირუსული ტესტირებით. ეჭვის მაღალი ინდექსის შენარჩუნება SARS-CoV ინფექციის ხელახალი განვითარების შემთხვევაში აუცილებელია დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის.

თუმცაღა ჰემატოლოგიური და რადიოლოგიური კვლევის შედეგები SARS შესაძლო შემთხვევის დიაგნოსტირებისას მხოლოდ სავარაუდოა, აღნიშნული კვლევები დაავადების პროგნოზის მაჩვენებელია და შემდგომი მკურნალობისთვის აუცილებელია.

კლინიკური ანამნეზი

ანამნეზის შეგროვების მიზანს ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მონაცემების გამოვლენა წარმოადგენს, რაც დიაგნოსტირებისთვის ხელისშემწყობია.[21]

სასურველია, მოიცავდეს კითხვებს შემდეგი ეპიდემიოლოგიური მონაცემების შესახებ:

  • მოგზაურობის ანამნეზი საზღვარგარეთ, ან იგივე ქვეყანის რეგიონში, სადაც დასაბუთებულად ან სავარაუდოდ მოხდა SARS გადაცემა, ახლახანდელი მოგზაურობა სიმპტომების გამოვლინებიდან 10 დღის განმავლობაში: ეჭვს ბადებს ინფიცირებაზე.[21]

  • ანამნეზში ახლო, ხანგრძლივი კონტაქტი იმ პირთან, ვინც დადასტურებულად, ან სავარაუდოდ ინფიცირებული იყო SARS-CoV.[22]

  • ანამნეზში იმ პირთან სიახლოვე, რომელსაც დაუდგენელი რესპირატორული ინფექცია აქვს და ახლახანს SARS დასენიანებულ ქვეყანაში იმოგზაურა.[21]

  • ანამნეზში დაბინძურებულ საგნებთან კონტაქტი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის.[24]

სიმპტომების ქრონოლოგია ასევე მნიშვნელოვანია.

  • პროდრომული სიმპტომები სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსია, მაგ. შეუძლოდ ყოფნა, მიალგია და თავის ტკივილი.

  • ეს პროგრესირებს ადრეულ სიმპტომებამდე, როგორიცაა ცხელება თანმხლები შემცივნებით (სწრაფი დაწყებული და მდგრადი), ხველა (ძირითადად მშრალი და ვითარდება სიმპტომების დაწყებიდან 2-7 დღეში), და ყელის ტკივილი.

  • მომდევნო სიმპტომები მოიცავს სუნთქვის გაძნელებას(ვითარდება სიმპტომების გამოვლენიდან 8-12 დღეში), წყლიან ფაღარათს (ვითარდება შემთხვევათა 20-25% მეორე კვირას), ტკივილს გულმკერდში და პლევრიტს.[4][24]

სხვა ნაკლებად ხშირი სიმპტომებია გულისრევა და ღებინება, მუცლის ტკივილი, ცხვირწყალი, ართრალგია, ნახველის გამოყოფა, თავბრუსხვევა და გულყრები.

ხანშიშესულ პაციენტებში შეიძლება არ აღინიშნებოდეს ტიპიური ფებრილური რეაქცია და გამოვლინდეს არასპეციფიური სიმპტომები, მაგ. შეუძლოდ ყოფნა, მადის დაკარგვა, ან ბოდვა, ან თუნდაც დაცემის ეპიზოდი თანმხლები მოტეხილობით.[4] ჩვილებსა და ბავშვებს 50% შემთხვევაში აღენიშნებათ უფრო მსუბუქი სიმპტომები და რინორეა.

ფიზიკური გამოკვლევა

გასინჯვისას პაციენტს შეიძლება, აღენიშნოს სიცხე ≥ 38°C(100.4°F), კანკალი, სუნთქვის გაძნელება, ტაქიპნოე, ტაქიკარდია, და ციანოზი.[4] აუსკულტაციით შეიძლება, გამოვლინდეს კრეპიტაცია, ხიხინი და/ან ბრონქული სუნთქვა.

ატიპიური შემთხვევისას ნაკლებად ხშირი გამოვლინებაა ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება, დაბნეულობა და ბოდვები.

საწყისი კვლევები

სავარაუდოდ SARS მქონე პაციენტის პირველი რიგის გამოკვლევები მოიცავს რუტინულ ლაბორატორიულ ანალიზებს, ბაქტერიოლოგიურ კვლევას და გულმკერდის რენტგენოგრაფიას პულსოქსიმეტრიით, ხოლო სუნთქვის დარღვევისა და ციანოზის მქონე პაციენტებში არტერიული სისხლის აირების გაზომვას.

სისხლის ანალიზები

  • სისხლის საერთო ანალიზი: ხშირია ლეიკოპენია, დაავადების ადრეულ სტადიაზე პაციენტთა 98%-ს აღენიშება ლიმფოპენია.[3] ლიმფოპენია ვითარდება CD4 და CD8 უჯრედების შემცირების გამო. თრომბოციტოპენია ვლინდება დისიმინირებული ინტრავასკულური კოაგულაციის შემთხვევაში.

  • ღვიძლის ფერმენტები: SARS-ის შემთხვევაში პაციენტთა 23-50%-ს შეიძლება აღენიშნოს ასპარტატ და ალანინ ამინოტრანსფერაზების მსუბუქი მატება, თუმცა აღნიშნული ანალიზი დაავადების დიაგნოსტიკისთვის ნაკლებად სპეციფიკურია.[19]

  • ლაქტატდეჰიდროგენაზა: მომატებულია

  • კრეატინინკინაზა: მომატებულია.

სისხლის და ნახველის დათესვა:

  • მძიმე ინფექციის ნიშნების მქონე ყველა პაციენტს სასურველია, ჩაუტარდეს სისხლის და ნახველის ბაქტერიოლოგიური ანალიზი, რათა გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია, როგორიცაა საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია, განსაკუთრებით, თუ არ აღინიშნება SARS ტიპიური ეპიდემიოლოგიური ანამნეზი.

  • SARS-ის დროს სისხლის კულტურა უარყოფითი იქნება ბაქტერიულ ინფექციებზე და ნახველის კულტურაზე აღინიშნება Streptococcus pneumoniae ან სხვა ბაქტერიების ზრდა.

გრიპის ვირუსოლოგიური ანალიზი

  • ნაზოფარიგეული ნაცხის დათესვა და ანტისხეულების პირდაპირი იმუნოფლუროსცენტული შეღებვა სავარაუდოდ უარყოფითი იქნება influenza A და influenza B ვირუსზე SARS დროს.

გულმკერდის რენტგენი

  • შემთხვევათა 20-25%-ში გულმკერდის რენტგენოსკოპიით ნორმალური მონაცემები ვლინდება.[24][25]

  • კვლევა ტარდება ფილტვის ქვედა წილების პერიფერიებზე ცალმხრივი, ან ორმხრივი ინფილტრატის გამოსავლენად. ინფილტრატები გამოვლინდება, როგორც კეროვანი, შერწყმული, ან დიფუზური კონსოლიდაციის უბანი, ან როგორც კეროვანი ჩრდილი.

  • კავიტაცია, ჰილუსური ლიმფადენოპათია და პლევრაში გამონაჟონი ხშირად არ ვლინდება.[26]

  • შუასაყრის ემფიზემა და პნევმოთორაქსი ხშირია დამხმარე ვენტილაციის დროს.[27][Figure caption and citation for the preceding image starts]: მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომის შემთხვევაში გულმკერდის რენტგენოგრაფიით, ვლინდება მულტიფოკალური დაჩრდილვებიKetai L, et al. J Thorac Imaging. 2006;21:276-283; იბეჭდება ნებართვით [Citation ends].com.bmj.content.model.Caption@4fcd7411

შემდგომი გამოკვლევები

პულსოქსიმეტრიით

  • ნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ რესპირატორული დისტრესი და ციანოზი.

  • ვლინდება ჟანგბადის დაბალი სატურაცია (SpO2 <90%).

არტერიული სისხლის აირები (ABG)

  • განისაზღვრება მაშინ, როდესაც პულსოქსიმეტრით გაზომილი SpO2 არის < 90%.

  • ვლინდება ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევას.

კოაგულაციური სკრინინგი

  • ნაჩვენებია სპონტანური სისხლდენის მქონე პაციენტებში.

  • აღინიშნება აქტივირებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროის(aPTT) გახანგრძლივება და D-დიმერის შემცველობის მატება.

მაღალრეზოლუციური კომპიუტერული ტომოგრაფია(HRCT)

  • HRCT მეშვეობით გულმკერდის ვიზუალიზაცია სასურველია, ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როცა გულმკერდის რენტგენოგრამა ნორმის ფარგლებშია, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი ეჭვი SARS არსებობაზე და ფილტვში დაჩრდილვის გამოვლენას ვცდილობთ.

  • ვლინდება მქრქალი მინისებრი დაჩრდილვა წილთაშუა ტიხრის გასქელებით და, ზოგჯერ, სუბპლევრალური შეხორცებით.

  • პათოლოგია ვლინდება იმ პაციენტთა 67%-ში, რომელთაც გულმკერდის საწყისი რენტგენოგრაფიული მონაცემები ნორმის ფარგლებში ჰქონდათ.[28]

სპეციფიკური ვირუსოლოგიური ანალიზი

უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR)

  • SARS-CoV- სპეციფიური რნმ გამოვლენა RT-PCR მეთოდის გამოყენებით ლაბორატორული დიაგნოსტიკის საფუძველს წარმოადგენს და ყველა საეჭვო შემთხვევაში სასურველია, ჩატარდეს გადაუდებლად.

  • დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა, ჯაჭვური პოლიმერაზული რეაქციის მეთოდით(PCR), 2 სხვადასხვა ანატომიური ადგილიდან აღებული სინჯის დადებითი პასუხი, ან ერთი ადგილიდან სხვადასხვა დროს აღებული ანალიზის დადებითი პასუხი.[29][30]

  • სინჯის აღება სასურველია მრავალი ადგილიდან. პირველ კვირაში საჭიროა ნაზოფარინგული, ოროფარინგული და შრატი/პლაზმის სინჯების გამოკვლევა და შემდეგ ნაზოფარინგული, ოროფარინგული და განავლის სინჯების ნიმუშების აღება.

  • უმჯობესი ნიმუშებია სასუნთქი გზების სინჯები(ნაზოფარინგული ასპირატი, ან ყელის ნაცხი), მოთავსებული ვირუსულ სატრანსპორტო ნიადაგზე. განავლის, ან მთლიანი სისხლის სინჯების გადატანა ეთილენდიამინტეტრაძმრის მჟავაში (EDTA) ასევე მისაღებია.

  • ნაზოფარინგული სინჯები, რომლებიც ინფექციის განვითარების პირველკვირაში ხშირად უარყოფითია, ყველაზე ხშირად დადებით პასუხს გვაძლევS დაავადების მეორე კვირაში, მაქსიმალურად მე-10-ე დღეს.

  • შარდის, ნაზოფარინგული ასპირატის და განავლის ანალიზში დადებითი შედეგი, როგორც აღნიშნულია, დაავადების მე-14-ე დღეს შესაბამისად შემთხვევათა 42%, 68% და 97% შემთხვევაში ვლინდება.[11]

  • ამ ტესტების მგრძნობელობა მეტწილად დამოკიდებულია ნიმუშის ტიპზე და იზრდება იმის მიხედვით, სიმპტომების გამოვლენიდან რაც უფრო გვიან აიღება ნიმუში; მერყეობს 83.3%-დან 100%-მდე. სპეციფიკურობა მერყეობს 94%-დან 100%-მდე.[31]

  • რესპირატორული და განავლის სინჯები ყველაზე ინფორმატიულია (80%-90%) დაავადების მინდინარეობის მე-10-ე - მე14-ე დღეს.[32]

  • სინჯების შეგროვების გაუმჯობესებული მეთოდი და რეალურ დროში RT-PCR ანალიზი გამოკვლევათა მგრძნობელობას ზრდის დაავადების პირველი დღეების განმავლობაში.[33]

  • სისხლში SARS-CoV რნმ გამოკვლევის რაოდენობრივი მეთოდი რეალურ დროში RT-PCR ტექნიკასთან ერთად დაავადების პირველ დღესავე 80%-იანი დიაგნოსტიკური სიზუსტით გამოირჩევა, რაც შემდგომში, დაავადების მე-14-ე დღისთვის 45%-მდე მცირდება.[33]

SARS-CoV სპეციფიური ანტისხეულების სეროლოგიური ანალიზი

  • გამოკვლევა ტარდება იმუნოფლუროსცენტული ანტისხეულების(IFA) ან იმუნოფერმენტული ანალიზის(ELISA) მეშვეობით.

  • გამოსადეგია ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და რეტროსპექტული დიაგნოსტიკისთვის.

  • სისხლის სინჯები სასურველია, ავიღოთ დიაგნოზზე ეჭვის მიტანისთანავე და შემდგომში - საჭიროებისამებრ.

  • სეროკონვერსია ჩვეულებრივ, სიმპტომების გაჩენიდან 1-4 კვირის განმავლობაში(> 90% 28 დღის შემდეგ) ხდება, ხოლო ანტისხეულების რეაქცია (SARS-CoV ანტისხეულების 4 ჯერადი მატება) იშვიათად ვლინდება დაავადების პირველ კვირაში, ხშირად - მეორე კვირის ბოლოსთვის, მაგრამ უმთავრესად აღარ ვლინდება დაავადების 28-ე დღის შემდეგ.[30][34]

ვირუსოლოგიური ანალიზი

  • რუტინული გამოკვლევისათვის რეკომენდებული არ არის.[30]

  • RT-PCR-ს აქვს დაბალი მგრძნობელობა.

  • გავრცელების შესაძლო რისკის გამო, SARS-CoV ვირუსის კულტივირება სასურველია, ხდებოდეს მხოლოდ III(ან IV) დონის ბიოუსაფრთხოების მქონე ლაბორატორიაში.[34]

ნაცხის სწრაფი იმუნური ანალიზი SARS-CoV გამოსავლენად

  • ახლად შემუშავებული დიაგნოსტიკური ტესტია.

  • ნაცხის მარტივი იმუნოლოგიური ანალიზის მთავარი მახასიათებელი SARS-CoV ანტიგენის (ნუკლეოკაფსიდური პროტეინი) გამოვლენის უნარია ბიოლოგიური სითხეების სინჯების მოპოვებიდან 45-60 წუთში.[35]

მონოკლონური ანტისხეულები

  • ახლად შემუშავებული დიაგნოსტიკური ტესტია.

  • ჰიბრიდომაული ტექნოლოგიით გამოვლენილია SARS-CoV რეკომბინანტული ნუკლეოკაფსიდური ცილის საწინააღმდეგო ხუთი მონოკლონური ანტისხეული.

  • პოტენციურად იდეალური კანდიდატები SARS-CoV ადრეული და მგრძნობიარე დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდის შემუშავებისთვის.[36]





ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას