დიფერენციული დიაგნოზები
2019 წლის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (COVID-19)
ნიშნები / სიმპტომები
სიმპტომების გამოვლენამდე 14 დღით ადრე ცხოვრება/მოგზაურობა ქვეყანაში/რეგიონებში ან ტერიტორიაზე, სადაც ადგილი აქვს შიდა გავრცელებას, ან ახლო კონტაქტი COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევასთან.
ნიშნები და სიმპტომები მსგავსია, რის გამოც შეიძლება ძნელი იყოს კლინიკური მდგომარეობების დიფერენცირება.
მოვლენები ვითარდება სწრაფად; იხილეთ ჩვენი COVID-19 თემა დამატებითი ინფორმაციისთვის.
კვლევები
უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR): დადებითი SARS-CoV-2 ვირუსულ რნმ-ზე.
გულმკერდის გამოსახულებითი კვლევით შეუძლებელია განვასხვავოთ COVID-19-ით გამოწვეული პნევმონია სხვა წარმოშობის პნევმონიისგან.
ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი(MERS)
ნიშნები / სიმპტომები
გამოწვეული ახლო აღმოსავლეთის რესპიტორული სინდრომის კორონაროვირუსით (MERS-CoV).
დაკავშირებულია ანამნეზში არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებში მოგზაურობასთან.
კლინიკური სურათი SARS-ის მსგავსია, მაგრამ სუნთქვის უკმარისობის განვითარება SARS-ის დროს შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ხდება.
უპირველესად ხანშიშესულ პირებს ასენიანებს, მეტადრე მამაკაცებს.
მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომისგან განსხვავებით, MERS-CoV შემთხვევათა დაახლოებით 75%-ში პაციენტებს აღენიშნებათ სულ მცირე 1 თანმხლები დაავადება.[42]
კვლევები
ცხვირ-ხახის ნაცხები(RT-PCR): დადებითია MERS-CoV-ზე.
არა-ჰოსპიტალური (საზოგადოებაში შეძენილი) პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში დასენიანებულ რეგიონში ახლახანდელი მოგზაურობის ან ახლო წარსულში სავარაუდო SARS-ის მქონე პირთან ახლო კონტაქტი.
კვლევები
ნახველის და სისხლის კულტურები შესაძლოა დადებითი იყოს Streptococcus pneumoniae-ზე ან სხვა ბატერიულ პათოგენებზე.
სისხლის საერთო ანალიზი: ლეიკოციტოზი და/ან ნეიტროფილების ჭარბი შემცველობა. კლინიკური და რადიოლოგიური გაუმჯობესება შესაფერისი ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე.
სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში დასენიანებულ რეგიონში ახლახანდელი მოგზაურობის, ან ახლო წარსულში დადასტურებულად, ან სავარაუდოდ SARS მქონე პირთან ახლო კონტაქტის უქონლობა.
ნაკლებსავარაუდოა სერიოზული ავადმყოფობის გამოწვევა ახალგაზრდა, თანმხლები დაავადების არმქონე პაციენტებში. უმთავრესად წარმოდგენილია ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომები.
კვლევები
ნაზოფარინგული ვირუსოლოგიური ანალიზი და პირდაპირი ფლუოროსცენტული ანტისხეული/ELISA: შეიძლება, დადებითი იყოს ისეთი პათოგენის გამოსავლენად, როგორიცაა გრიპის ვირუსი((A და B), რესპირატორული სინციტიური ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, და ადენოვირუსი.
სეროლოგია: სასარგებლოა რეტროსპექტული დიაგნოსტიკისთვის.
ატიპური პნევმონია
ნიშნები / სიმპტომები
ანამნეზში დასენიანებულ რეგიონში ახლახანდელი მოგზაურობის, ან ახლო წარსულში დადასტურებულად, ან სავარაუდოდ SARS მქონე პირთან ახლო კონტაქტის უქონლობა.
მსუბუქი რესპირატორული ავადმყოფობა ხშირად ვითარდება ახალგაზრდებში მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში მომხდარი ზემოქმედების შემდეგ.
კვლევები
სეროლოგია, PCR, ან ნაზოფარინგული ნაცხის მიკრობიოლოგიური კვლევა Chlamydia pneumoniae და Mycoplasma pneumoniae-ზე.
ნახველის კულტურა ან პირდაპირი ფლუორესცენციით Legionella pneumophila– ანტიგენის გამოვლენა.
შარდში Legionella-ს ანტიგენის გამოვლენის სწრაფი ტესტი.
ფრინველის გრიპის ინფექცია
ნიშნები / სიმპტომები
რთული გასარჩევია SARS-გან სიმპტომატიკის მიხედვით, რადგანაც ორივე პათოლოგია იწვევს ცხელებით მიმდინარე ქვედა სასუნთქი გზების დაავადებას. ანამნეზით რისკ ფაქტორების გამოვლენა შეიძლება სარგებლანი იყოს, რადგან ფრინველის გრიპი უფრო ხშირადაა დაკავშირებული ფრინველის გრიპი A(H5N1) ვირუსით დასენიანებულ ქვეყნებში მოგზაურობასთან, ან H5N1-ის შესაძლო მატარებელ შინაურ ფრინველთან, ან ჩიტებთან უშუალო კონტაქტთან.
კვლევები
ხახის ნაცხი: დადებითი უკუტრანსკრიპტაზას პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (RT-PCR) H5-სპეციფიურ რნმ-ზე.
იმუნოფლუროსცენტული ანტიგენური სინჯი: დადებითია H5N1 ვირუსის ანტიგენზე.
ვირუსოლოგიური გამოკვლევა: H5N1 ზრდა.
სეროლოგიური გამოკვლევა: დადებითია H5N1-სპეციფიურ ანტისხეულებზე.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას