ეპიდემიოლოგია
როგორც ირკვევა, სამხრეთ ჩინეთში(გუანდონგის პროვინციაში), 2002 წლის ნოემბერში, გამოვლინდა, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის პირველი შემთხვევები, როგორც მძიმე ფორმის პნევმონიის უჩვეულო ეპიდემია. 2003 წელს ადგილი ჰქონდა საერთაშორისო მასშტაბის ეპიდაფეთქებას, რომელიც მოიცავდა 29 ქვეყანას, სავარაუდოდ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის 8098 შემთხვევითა და 774(9.6%) ფატალური შედეგით.[2] მონაცემთა უმრავლესობა, რომელიც ხელთ გვაქვს აღნიშნული ინფექციის შესახებ, სწორედ ამ ეპიდაფეთქების შედეგად იქნა მოპოვებული. დაფიქსირებულ შემთხვევათა უმრავლესობა აღინიშნა ჩინეთში, ჰონკონგში, ტაივანში, სინგაპურსა და კანადაში.
ამჟამად მსოფლიოში მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული. ბოლო დადასტურებული შემთხვევა იყო 2003 წლის 15 ივლისს ტაივანში. მას შემდეგ აღირიცხა 7 დამატებითი სპორადული შემთხვევა: 2003 წელს სინგაპურში და ტაივანში ლაბორატორიაში შეძენილი 2 შემთხვევა და 2004 წელს აპრილში 5 დადასტურებული შემთხვევის კლასტერი ჩინეთში.
ამ მასალის გამოყენება ექვემდებარება ჩვენს განცხადებას